მზესუმზირა სიგარეტზე უარს გვათქმევინებს

1350002897 festival podsolnuhov 5

მზესუმზირის ფესტივალი ზამაში, იაპონია

ქალაქი-ზამა მდებარეობს პრეფექტურა კანაგავას ცენტრში. კანაგავა პრეფექტურა იაპონიაში კუნძულ ჰონსიუს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილშია, მოსახლეობა 8.899.545 და დაახლოებით 90% ქალაქში ცხოვრობს. კანაგავა შედის იაპონიის უდიდესი ინდუსტრიული რაიონის კანტოს შემადგენლობაში. ქალაქი ზამა ცნობილია თავისი დიდი მზესუმზირის მინდვრებით. ყოველ ზაფხულს, როდესაც ისინი იფურჩქვნებიან (ყვავდებიან), იმართება მზესუმზირის ფესტივალი (Himawari Matsuura). მთელი აგვისტოს განმავლობაში დაახლოებით ნახევარი მილიონი მზესუმზირის გამოფენას აწყობენ სხვადასხვა ადგილებში ქალაქ – ზამასთან ახლოს. მტელი ფესტივალის განმავლობაში სტუმტრებს შეუძლიათ ისიამოვნონ არაჩვეულებრივი საკვებით და მუსიკით, ასევე შეიძინონ ბუნებრივი, საღი და ახალი პროდუქცია ადგილობრივი ფერმერებისაგან.
ფესტივალზე წარმოდგენილია მზესუმზირის ფართო არჩევანი-მზესუმზირის თესლიდან დაწყებული, ასევე მაკარონით და მზესუმზირის ლუდის ჩათვლით.
იმის გამო, რომ მცენარე იზრდება საკმაოდ მაღალი, ასე ნახევარზე მეტი მეტრზე, ორგანიზატორებმა დააშენეს პლატფორმა მინდვრის პირას, ისე, რომ სტუმრებს შეეძლოთ გადაეღოთ ფოტოები მთელი მინდვრის.

რიჩარდი

აქვე მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია მზესუმზირაზე, რომელმაც 8 მეტრს მიაღწია: ქალაქ უიგანში მცხოვრები 67 წლის მებაღე რიჩარდ ჰოუფი ბრიტანეთში ყველაზე მაღალი მზესუმზირების მფლობელია.
მზესუმზირებმა 8.5 მეტრს მიაღწიეს.. შესაძლოა, ისინი გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შევიდეს, როგორც ყველაზე მაღალი მზესუმზირები.

1350002958 festival podsolnuhov 10

მზესუმზირების სამშობლოა ჩრდილოეთ ამერიკის შეერთებული შტატები, გავრცელებულია ყველგან. ყვავილედი კალათაა ; მორფოლოგიური ნიშნების მიხედვით განარჩევენ ზეთის, საკნატუნებელ და შუალედურ მზესუმზირას. მზესუმზირა ტენის, სითბოსა და სინათლის მოყვარულია, გვალვასაც უძლებს და ხანმოკლე სუსხსაც იტანს; კარგად ხარობს ტენიან, ჰაერ- და წყალგამტარ შავმიწაზე.
ზეთს იყენებენ კულინარიაში, მზესუმზირას ჩენჩოზე 10%-იანი სინთეზური წებოს დამატებით და დაწნეხით იღებენ მოზაიკურ, ძვირფას საავეჯო ფილებს და სხვა ნივთებს.
მზესუმზირა აერთიანებს 80 -მდე სახეობას, უმრავლესობა მრავალწლოვანია. ერთწლოვანებიდან კულტურაშია ზეთის მზესუმზირა (Helianthus annuus), მრავალწლოვანებიდან — მიწავაშლა (Helianthus tubetosus).
ევროპაში პირველად შემოიტანეს მე-16 საუკუნეში. აქ, მზესუმზირის ზეთი და სხვა მზესუმზირის პროდუქცია საჭმლის მომზადების დროს გახდა ფართოდ გამოყენებული ინგრედიენტები. ასევე მზესუმზირის ფოთლებს არ ყრიან, ისინი გამოიყენმება როგორც საკვები პირუტყვისათვის და აგრეთვე რაც არ უნდფა იყოს გასაკვირი-მისგან აწარმოებენ ქაღალდს.
მზესუმზირებს აქვთ უნიკალური ფუნქცია-მათ შეუძლიათ ტოქსიკური ელემენტების ამოღება ნიადაგიდან, როგორიცაა ტყვია, დარიშხანი და ურანი…
ბირთვული კატასტროიფის შემდეგ, ბევრმა მოხალისეებმა დარგეს მზესუმზირა, იმისათვის რომ მოეხდინათ დეგეზაცია რადიოაქტიური ნიადაგის. მსგავსი კომპანია ჩატარდა სსრკ-ში, ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ… ( საშინელი წლები იყო უკრაინაში – კიევის ოლქში. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკის ავარია იყო ბირთვულ მოვლენათა საერთაშორისო შკალით მეშვიდე დონის ერთადერთი შემთხვევა ისტორიაში. ბირთვული აფეთქების შედეგად რეაქტორი მთლიანად დაინგრა, რამაც მისი მიმდებარე ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია. ის შეფასებულია, როგორც უდიდესი ავარია ატომური ენერგეტიკის ისტორიაში, როგორც დაღუპულთა, ისე ეკოლოგიური დაბინძურებითა და ეკონომიკური ზიანით.
მზესუმზირა

მზესუმზირის მარცვლები ნერვების დასაწყნარებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა რომელიც სიგარეტს ზოგჯერ ცვლის და რა თქმა უნდა ის არაა ისეთი მავნე როგორიც თამბაქო. მასზე უარის თქმა შეუძლებელია, რაც მეტს მიირთმევ, მით მეტი გინდა. მათ ხომ თითტებით მიირთმევენ, სადაც ბევრი ნერვული დაბოლოებაა, რომლებსაც ძალიან სიამოვნებს ასეთი მასაჯი. ფსიქოლოგები მზესუმზირის მირთმევას მედიტაციას ადარებენ. ეს პროცესი ადამიანს წყვიტავს გარე და შინაგან პრობლემებს, ეს ანტიდეპრესანტები თითქოს აძინებენ ნერვულ სისტემას. ამ მეთოდს მიმარტავენ ექიმი ნარკოლოგებიც, რომლებიც სიგარეტის მოწევას უშლიან. მზესუმზირას ჭამის დროს როგორც ტამბაქოს მოწევისას, მუსაობენ ერთი და იგივე თითტების და ტუცების რეცეპტორები, იდაყვის სახსარიც იგივე მიმარტულებით მოძრაობნს. ეს აძლევს საშუალებას ტვინი – „მოატყუო“, აღიდგინო ვიტამინების დანაკლისი და მოხსნა სტრესი.
1350002902 festival podsolnuhov 1

მზესუმზირის მარცვლები ნარკოტიკივითაა, თუ მის ჭამას დაიწყებ ვეღარ ჩერდები სულ მეტი და მეტი გინდა მაგრამ, ოდესმე ჩახვალ ბოლოში და “ფაფუ”.

1350002928 festival podsolnuhov 3

აი ლეგენდაც მზესუმზირაზე:
ბერძნული მითის თანახმად მზესუმზირა- ეჭვიანობის და სიყვარულის ნაყოფია. ბაბილონის მეფის უფროს ქალიშვილს აპოლონი შეუყვარდა, მაგრამ ღმერთმა უმცროსი და არჩია. გაბრაზდა ქალი და მის ეჭვიანობას საზღვარი არ ჰქონდა; მეტოქეს მან უცნაური სენი დამართა, რომლისგანაც ის ჩამოხმა და გადაიქცა წვრილ ღეროდ-თავის ნაცვლად შავი თავთავი გაუჩნდა. დაღონებულმა აპოლონმა თავის შეყვარებულს ოქროს გვირგვინი ჩამოაცვა, რომელმაც შავი თავთავი სამკურნალო თვისებებით აავსო-როგორც ძღვენი ცოცხლებს თავის სიყვარულის სამახსოვროდ. ამის სემდეგ დაღუპული ნიმფა ცაში ეძებს თაბვის სეყვარებულის კვალს, თან ცრემლებს აფრქვევს „მზესუმზირის თესლებს“, რომლებიც ადამიანებს სხეულის და სულის ტკივილის დროს შვებას აძლევენ… ამ ლამაზი ლეგენდის ტანახმად, მზესუმზირის ტესლები მართლაც სასარგებლოა. ეს პატარა ტესლი კი „ჩემპიონია“ E ვიტამინის შემცველობაში და ხელს უშლის სიმსივნურ დაავადებას… მოკლედ, აპოლონის ძღვენი საუკეთესო საშუალებაა ინსულტის, ინფაქტისა და თრომბოზებისათვის

1350002952 festival podsolnuhov 8


ავტორი: blogerlady

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

© 2008 - 2014 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია ITDC