არქივი

დიდი გიტარისტები (ნაწილი II) – ედი ვან ჰეილენი (Eddie Van Halen)

ah2v0
წინა პოსტისგან განსხვავებით, ცოტატი უკან გადავინაცვლოთ და გავეცნოთ ჯგუფ “Van Halen”-ის სოლო გიტარისტს ედვარდ ლუდვიგ ვან ჰეილენს.

ვან ჰეილენი 1955 წლის 26 იანვარს დაიბადა ქალაქ ნეიმეგენში. ედვარდის მამა – იან ვან ჰეილენი, იყო პროფესიონალი მუსიკოსი. იგი უკრავდა საქსაფონსა და კლარნეტზე. იგი წარმოშობით შვედი გახლდათ, ხოლო დედა – ევგენია ინდონეზიელი იყო. ედვარდ ვან ჰეილენს მეორე სახელი – “ლუდვიგი” მამამ უწოდა დიდი კომპოზიტორის, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის საპატივცემულოდ. ედვარდმა კი, შემდგომში თავის შვილს ვოლფგანგი დაარქვა, ასევე დიდი კომპოზიტორის ვოლფგანგ ამადეუს მოცარტისადმი პატივის ნიშნად. როდესაც ედვრდი 7 წლის იყო, მისი ოჯახი კალიფორნიაში გადავიდა საცხოვრებლად.

ედი ბავშვობაში პიანინოს სწავლობდა, თავისი უფროსი ძმის მსგავსად. თუმცა ედისთვის მოსაწყენი იყო… ერთხელაც მან მშობლებს განუცხადა: “ვის აქვს სურვილი, რომ მთელი თავისი ცხოვრება, პიანინოსთან ჯდომაში გაატაროს? ეს მოსაწყენია!”
როდესაც ედის უფროსმა ძმამ, ალექსმა, ელექტრო გიტარას მიჰყო ხელი, ედი დასარტყამმა ინსტრუმენტებმა გაიტაცა, თუმცა მალევე ძმებმა ისნტრუმენტები გაცვალეს. ედვარდი საათობით იკეტებოდა თავის ოთხში და გიტარაზე მეცადინეობდა.

ალექს ვან ჰეილენი ედის ძმა და ჯგუფ “Van Halen”-ის დრამერი
gqv8l

ედიზე დიდ გავლენას ახდენდა ჯგუფი “Cream”. იგი იძახდა, რომ ყოველთვის იწერდა ერიკ კლაპტონის სოლოებს და ნოტას ნოტაში სვამდა. ასევე ედიმ თქვა, რომ: “ერიკ კლაპტონს ყოველთვის დიდ გიტარისტად ვთვლიდი, რომელმაც ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა, თუმცა ჯიმი პეიჯი უფრო მეტ ენერგიას მაძლევდა.”

ჯგუფ “Van Halen”-ის დაარსება:
tu43z

თავიდან ჯგუფს უწოდეს “Genesis”, რომელშიც ძმებ ჰეილენებთან ერთად, ბასზე მარკ სტოუნი იდგა. შემდეგ ჯგუფს სახელი გადაარქვეს, რადგან გაიგეს რომ ასეთი სახელწოების ჯგუფი, ინგლისში უკვე არსებობდა. ჯგუფის ახალი სახელი კი “Mammoth” იყო.
ჯგუფი 3 კაცისაგან შედგებოდა: ედი ვან ჰეილენი (გიტარა), ალექს ვან ჰეილენი(დრამი) და მარკ სტოუნი(ბასი). ჯგუფს არ ქონდა ხმის გამაძიერებელი საშუალებები, ისინი მას დევიდ ლი როტისგან ქირაობდნენ. ედი აკვირდეოდა დევიდის ხმას და მან იგი ჯგუფში ვოკალისტად აიყვანა. ამ საქმით ჯგუფს საკმაოდ ძლიერი ვოკალისტი შეემატა და ფულსაც ზოგავდა “Mammoth”-ი. მალე ჯგუფში ცვლილებები მოხდა: მარკ სტოუნის ნაცვლად, ახალი ბასისტი – მაიკლ ენტონი მოვიდა. ჯგუფსაც გადაარქვეს სახელი, ლი როტის განცხადებით ძმების გვარი “Van Halen” უფრო კარგად ჟღერდა.
1976 წელს “Van Halen”-ის კონცერტს დაესწრო ამერიკელი ბას-გიტარისტი – ჯინ სიმონსი, რომელმაც დაინახა პოტენციალი ახალაგაზრდა ჯგუფში და პროდუსირება გაუწია დემოს ჩაწერაში, ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ ჩამწერ სტუდიაში.
1977 წელს ჯგუფმა ხელი მოაწერა ხმის ჩამწერ სტუდია “Worner Bros Record”-თან.
მცირე დემო ვერსიების შემდეგ, ჯგუფმა ჩაწერა პირველი ალბომი “Van Halen I”.

დევიდ ლი როტმა ჯგუფი 1985 წელს დატოვა, თუმცა 2006 წელს ისევ დაბრუნდა. მან ედი ვან ჰეილნთან ერთად 6 ალბომი ჩაწერა: “Van Halen”, “Van Halen II”, “Women And Children First”, “Fair Warning”, “Diver Down” და “1984”.
შემდგომში დევიდ ლი როტი, სემი ჰაგარით შეცვალეს. თუმცა მანამდე ედს ჯგუფ “kISS”-ში სურდა გადასვლა, რადგან მათმა გიტარისტმა ეის ფრეილმა ჯგუფი დატოვა. თუმცა ედმა დააგვიანა, რადგან ჯგუფმა უკვე აიყვანა ახალი გიტარისტი ვინი ვინსენტის სახით.
2006 წელს “Van Halen”-ში ახალი ბასისტი – ედი ვან ჰეილენის შვილი – ვოლფგანგ ვან ჰეილენი მოვიდა. ასევე დაბრუნდა დევიდ ლი როტი და დღემდე ამ შემადგენლობით მოდიან.

ედი ვან ჰეილენი “Frankenstrat”-ით
aqbjl
ედი ვან ჰეილენის შექმნილი გიტარა, რომლსაც დღეს აღარ იყენებს, თუმცა ადრეულ წლებში მისი საყვარელი გიტარა იყო…

ედი ვან ჰეილენი “Peavey EVH Wolfgang”-ით
wdwsq
დღეს ედი სწორედ ამ ტიპის გიტარას იყენებს…

ედვარდ ლუდვინ ვან ჰეილენი ითვლება ერთ-ერთ პირველ გიტარისტად, რომელიც ტეპინგს იყენებდა. ეს არის დაკვრის ტექნიკა, როდესაც მარჯვენა ხელის მეშვეობით გრიფზე სუსტ დარტყმებს ანხორციელებ.
ედვარდს არ გამოუგონებია ეს ტექნიკა, თუმცა იმდენად დახვეწა, რომ ეს იყო რევოლუცია დაკვრის ხელოვნებაში, სწორედ ამიტომ ითვლება ედი ვან ჰეილენი ერთ-ერთ საუკეთესო გიტარისტად.

I ნაწილი: SLASH

მსგავსი ამბები

Back to top button