გასართობისაკითხავისასარგებლო

კეთილშობილი რაინდი და მისი ცხოვრების წესი 3\3 ნაწილი


რაინდთა ტურნირები
საბრძოლო უნარ-ჩვევების დასაუფლებლად და სახელის მოსახვეჭად რაინდები ინსცენირებულ ბრძოლებში მონაწილეობდნენ, რომელთაც ტურნირები ეწოდებოდა. თAვდაპირველად რაინდები ერთმანეთს ბასრი იარაღით ებრძოდნენ და ამას ხშირად მსხვერპლიც მოჰყვებოდა. მოგვიანებით შემოიღეს მკაცრად განსაზღვრული წესები რომელთა თანახმადაც ბრძოლები იმართებოდადაბლადვებული იარაღით.

იწყება ასპარეზობა და ერთ-ერთი რაინდი შეტევაზე გადადის, -მოწინააღმდეგის ფარს შუბით მთელი ძალით ეკვეთებოდა ის კი ცდილობს ცხენიდან ჩამოაგდოს მეტოქე. მებრძოლთა შორის აღმართული დაბალი ზღუდე ცხენების შეჯახებას აკავებდა, შუბები კი ბლაგვი იყო, რომ თავიდან აეცილებინათ მოასპარეზეთა დაშავება. რაინდთა ორთაბრძოლები იმ პერიდში ყველაზე პოპულარული გასართობი იყო.
ასპარეზობაში სხვა მონაწილეებზე მეტად გამორჩეულ რაინდს თავად ტურნირის მომწყობი დიდებულები აჯილდოვებდნენ ძვირფასი სამკაულებით. დამარცხებულ და დატყვევებულ რაინდს გამარჯვებულისთვის უნდა გადაეხადა გამოსასყიდი ამასთანავე მისი დამარცხებულის ცხენიც და საჭურველიც გამარჯვებულს გადაეცემოდა ასე რომ გამარჯვებული რაინდი მდიდრდებოდა.


აქვე წარმოგიდგენთ ასპარეზობის წესების ნაწილს
1. ასპარეზობაში მონაწილეობის მიღების მსურველს საკუთAრი ცხენი და საჭურველი უნდა ჰქონოდათ.
2.როდესაც ბუკს ჩაბერავდნენ ასპარეზობის მონაწილე ორივე რაინდი დაშვებული შუბებით გაემართებოდა ერთმანეთისკენ.
3.რაინდს შუბი მოწინააღმდეგის ფარისთვის ინდა დაემიზნებინა, ცხენისთვის დამიზნება თაღლითობად ითვლებოდა და ამისთვის ქულებს აკლებდნენ.
4.ასპარეზობა მანამდე გრძელდებოდა სანამ ერთი რაინდი მეორეს არ გადმოაგდებდა ან სამი შუბი არ გადაუტყდებოდათ.
5.როგორც წესი სამი შუბის გატეხვის შემდეგ რაინდები ქვეითად ბრძოლას აგრძელებდნენ მახვილებით.

ჰერალდიკა
ნებისმიერი რაინდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა თავის გერბს არა მარტო ტურნირებზე არამედ ბრძოლის ველზეც.
ყველა რაინდი შეჭურვის შემდეგ ერთნაირად გამოიყურებოდა და მათ ბრძოლის დროს თავისიანების გარჩევა უჭირდათ ამიტომაც დაიწყეს ფარებზე ფერადი ნახატების გაკეთება მათ ჰერალდიკურ გერბებს უწოდებდნენ. ყველა რაინდს ჰქონდა თავისი ემბლემა ჰეროლდებს (გერბის შემქმნელებს სიტყვით მაცნეებს) გრზელ გრაგნილზე ჰქონდათ ჩამოჭერილი გერბების სია რომელთაც ბრძოლის წინ ყველას გააცნობდნენ. ეს კი მეომარი ხარეების მეფეებს ბატონებსა და რაინდებს საშვალებას აძლევდა გაეგოთ ვინ იყო მათი მოწინააღმდეგე.
რაინდები ცხენებს კაზმავდნენ ქსოვილით რომელსაც კაპარიზონს უწოდებდნენ და მასზე თავიანთ ჰერალდიკურ ემბლემებს გამოსახავდნენ.
რაინდთა გერბების ჩამონათვალი ჰეროლდს პერგამენტის გრაგნილზე ჰქონდა აღნუსხული მას ახალი გერბების შექმნაც შეეძლო, თუმცა რაინდები მაინც თავის საგვერეულო გერბებს ამჯობინებდნენ. ჰეროლდი ადვილი საცნობი იყო მოკლე მოსასხამით რომელსაც ტაბარდს უწოდებდნენ.

თეგები
Close
Close