ახალი ამბებიკრეატივიუცნაური

ჰობიტ მონეტები ახალ ზერლანდიაში ოფიციალური ფულის ერთეული გახდება

823bbb055754

The Hobbit: An Unexpected Journey-ის ოფიციალურ პრემიერამდე, ახალი ზერლანდიის მთავრობამ დააანონსა ჰობიტ მონეტების მიმოქცევაში გაშვებაზე. მონეტებზე გამოსახული იქნებიან ბილბო, გენდალფი, ჯუჯები და ა.შ. მონეტები ოფიციალურად იქნება ქვეყნის ვალუტის შემადგენელი ნაწილი, თუმცა გაიყიდება როგორც საკოლექციო ნივთები.

ყველაზე ძვირი იქნება 28.3 გრამიანი ოქროს მონეტა, რომელიც თვითღირებულებაზე (8 $) დაახლოებით 375-ჯერ მეტად, სულ რაღაც 3 026 $-ად გაიყიდება ინტერნეტ საიტზე. ფასით ყველაზე იაფი იქნება 24 $-იანი ვერცხლის მონეტა, რომლის თვითღირებულება 70 ცენტია.

მონეტები გაყიდვაში ჩაეშვება ნოემბრის დასაწყისში და ნებისმიერ მსურველს უკვე შეუძლია მათი შეკვეთა ამ საიტიდან. ჯექსონის ბეჭდების მბრძანებლის ტრილოგიის შემდეგ ახალ ზერლანდიას მილიონობით ტურისტი ეწვია და მათ იმედი აქვთ იგივე სიტუაციის განმეორება ჰობიტის ეკრანიზაციის შემდეგაც.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პიტერ ჯექსონმა დაადასტურა ჭორი და ჰობიტი იქნება ტრილოგია, ბეჭდების მბრძანებლის მსგავსად. 3 ფილმი გამოვა 2012, 2013, 2014 წლებში.

ჰობიტი – მოულოდნელი მოგზაურობის პრემიერა შედგება 28 ნოემბერს ველინგტონში, ახალ ზერლანდიაში. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ დაველოდოთ ქართულ კინოთეატრებში როდის ჩამოიტანენ და დავბრუნდეთ ზღაპრულ “შუა ხმელეთში”

2bb0f8761201

96659d95ed15

40541f8a7be7

2fc428457c5c

1072ab2f8dba

2b6a49046f9e

f4c1e2c78803

თეგები

BakoLine

In the end, it's not going to matter how many breaths you took, but how many moments took your breath away...
Back to top button
Close
Close