არქივი

მე ვარ პრინცესა „მშვიდობა“ და მაჩოზე მონადირე -ნაწილი 1

2b7aa
ნავთობის მაგნატის შვილი -სალმა ჰაიეკი ქალწულის ზოდიაქოს კლასიკური წარმომადგენელია – მეოცნებეა, თუმცა დასახულ მიზანს ყოველთვის აღწევს და ოცნებას რეალობად აქცევს.

პრინცესა-მსახიობი.
7wg2h
სალმას ლიბანელის სისხლი აქვს. სახელი სალმა არაბულად „მშვიდობას“ ნიშნავს, თუმცა ეს სიტყვა მისი ხასიათისთვის შეუფერებელია. ესპანელი ოპერის მომღერალი დედისგან მას ცხელი სისხლი გამოჰყვა, ხოლო მამისგან (ლიბანური წარმოშობის), ნავთობის მაგნატისგან -პრაქტიკულობა. მშობლები პატარაობიდანვე ანებივრებდნენ გოგონას და მშობლიური ქალაქი კოაცა-კოალკოსი (სამხრეთ აღმოსავლეთი მექსიკა) პატარა პრინცესასთვის შესაფერისი აღარ იყო. გოგონა ლუიზიანის პრესტიჟულ, კათოლიკურ პანსიონში მიაბარეს. მონაზვნები მთელი წელი ითმედნენ მის სიცელქესა და გამოხდომებს, შემდეგ თავმობეზრებულებმა სალმა მშობლებტან დააბრუნეს. 18 წლის სალმა მიხვდა, რა იყო მისი მოწოდება და მამას ჰკითხა: „ გჯერა თუ არა ბედისწერის?“ როცა მამამ დადებითად უპასუხა, მაშინ სალმა მტკიცედ განაცხადა: „მე მჯერა, რომ ჩემი ბედისწერა-მსახიობობაა“.
სალმა მექსიკაში რამდენიმე სერიალში გადაიღეს, ამის შემდეგ ჰოლივუდს მიაშურა. თავიდან, პროდიუსერებს ახალისებდათ სალმას აქცენტი, მაგრამ ის დანებებას არ აპირებდა: „მუდამ მახსოვდა, რომ მე პრინცესა ვარ“.

ფორტუნას ღიმილი
lgvah
რეჟისორი რობერტ როდრიგესი ახალ ფილმზზე „დესპერადოზე“ მუშაობას იწყებდა. შინ იჯდა ტელევიზორთან და პულტის ღილაკს თითს აჭერდა. მოულოდნელად ეკრანზე გამოჩნდა ტოქშოუ საოცარი გარეგნობის მექსიკელი ქალიშვილის მონაწილეობით. როდრიგესი აღფრთოვანდა, მან პროქტის მთავარ გმირს მიაგნო. ფილმის გამოსვლის შემდეგ, მაყურებელმა სალმას სექსსიმბოლო უწოდა, როდრიგესმა კი- ჩემი თილისმა. 1995 წელს რობერტ როდრიგესმა სალმა ჰაიეკი მიიწვია გადაღებებზე ფილმში „სასოწარკვეთილი“, სადაც მისი პარტნიორი გახდა ანტონიო ბანდერასი .
io7qf
სალმამ როდრიგესის მორიგი ფილმიც – „მზის ჩასვლიდან-ალიონამდე“ დაამშვენა, მაგრამ ქალი მხატვარ ფრიდა კალოს როლზე ოცნებობდა. 8 წელი არწმუნებდა იგი კინობოსებს, გადაეღოთ ფილმი ამ არაორდინალურ ქალზე. მან თავისას მაინნც მიაღწია . სალმამ ისე გაითავისა მექსიკელი მხატვრის, ფრიდა კალოს როლი, რომ ხატვა ისწავლა, სხვადასხვა სიმაღლის ქუსლიან ფეხსაცმელსაც ატარებდა, რათა შეეგრძნო, რას ნიშნავს იყო კოჭლი. ის კი არა, საკუთარ სახელზე მეტად, ფრიდას სახელზე რეაგირებდა. ფილმის ტრიუფმა ყველას დაანახვა, რომ ჰოლივუდის ცაზე ახალი ვარსკვლავი აკიაფდა, უფრო ზუსტად, სალმა სერიოზულ მსახიობად აღიარეს.ძალიან ხმაურიანი იყო მისი მონაწილეობით ფილმი „ბანდიტები“

სენიორიტა ჰაიეკი პირად ცხოვრებაშიც ასეთივე მიზანსწრაფულია. იგი 4-ჯერ იყო დანიშნული. ყველაზე ხანგრძლივი, 4-წლიანი რომანი მას მსახიობ ედვარდ ნორტონთან ჰქონდა:
esr1o

„მამაკაცების ნაკლი და ხიბლი იმაშია, რომ მათი უმეტესობა, სუსტი არსებააა, მაჩოდ ყოფნა უნდათ და ბავშვურად იქცევიან, შინაგანად კი- ბროლივით მსხვრევადები არიან“. მსახიობი დარწმუნებულია, რომ ოდესმე აუცილებლად შეხვდება ნამდვილ მამაკაცს, რომელიც მისი ტემპერამენტის მოთოკვას შეძლებს, ჯერჯერობით კი სალმა სიცოცხლით ტკბება: „უკვე 40 წელს ვუახლოვდები. მე ძლიერი სხეული მაქვს და არც ერთი ჭაღარა თმის ღერი და სულაც არ მანაღვლებს, რასაც ჩემზე ლაპარაკობენ“…

გაგრძელება იქნება

blogerlady

age: 14
იხილეთ ასევე
Close
Back to top button