საქართველოს სახმელეთო მეზობლები
აზერბაიჯანის რესპუბლიკა
დედაქალაქი–ბაქო
ოფიც. ენები– აზერბაიჯანული
მთავრობა– საპრეზიდენტო რესპუბლიკა
პრეზიდენტი – ილჰამ ალიევი
ფართობი – საერთო
წყალი (%) – 86,600 კმ² (114-ე)1.6%
სიმჭიდროვე-8,621,000 (91-ე) 8,265,000 97 ად/კმ² (მე-100)
ერთ მოსახლეზე-2007მიახლ.
$52.35 მილიარდი (77-ე)
ვალუტა– მანათი (AZN)
დროის სარტყელი-(UTC +4სთ.)
ზაფხულის დრო-(UTC +5სთ.)
სატელეფონო კოდი +994
სახელწოდება
ოფიციალური: აზერბაიჯანის რესპუბლიკა.
ეტიმოლოგია: ძვ. წ. მე-9 ს–ში ამ ტერიტორიაზე არსებობდა რომაული პროვინცია Media Atropatena ან მოკლედ Atropatena. ასე ერქვა მას მმართველის სახელის მიხედვით. დღევანდელი სახელი Azerbaycan მიღებულია რომაული “ატროპატენას” და არაბული “ადერბედაგანის” ტრანსფორმაციით. სხვა ვერსიით, ქვეყნის სახელი ნიშნავს „ცეცხლის ქვეყანას“.
ქვეყნის საერთაშორისო კოდი: AZ.
გეოგრაფია
ქვეყანა მდებარეობს ევროპის სამხრეთ–აღმოსავლეთში, კასპიის ზღვის სანაპიროზე. მისი მოსაზღვრე ქვეყნებია დასავლეთით – საქართველო, სომხეთი, თურქეთი, სამხრეთით – ირანი, ჩრდილოეთით – რუსეთი. აღმოსავლეთით მას კასპიის ზღვა აკრავს. ფართობი შეადგენს 86.600 კმ²-ს. აზერბაიჯანის უმაღლესი მწვერვალია მთა ბაზარდუზუ – 4485 მ, უდიდესი მდინარეები – კური (მტკვარი) და არაქსი.
სახელმწიფო
სახელმწიფო სისტემა: განვითარებადი დემოკრატიული რესპუბლიკა.
სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი ილჰამ ალიევი
საკანონმდებლო ორგანო: ერთპალატიანი (125 წევრი).
პოლიტიკური პარტიები: ახალი აზერბაიჯანი, სახალხო ფრონტი, ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია, მუსავატი.
ეროვნული დღესასწაული: 28 მაისი – რესპუბლიკის დღე.
ტერიტორიული მოწყობა
აზერბაიჯანის ადმინისტრაციულ–ტერიტ�
�რიული ერთეულებია: 59 რაიონი, 1 საქალაქო ტერიტორია და 1 ავტონომიური რესპუბლიკა (muxtar respublika). რაიონები გაერთიანებული არიან 12 ოლქში.
დემოგრაფია
მოსახლეობა: 8,239 მლნ (2003), მათ შორის 90% აზერბაიჯანელი, 3,2% დაღესტნელი, 2,5% რუსი, 2% სომეხი.
სახელმწიფო ენა: – აზერბაიჯანული, სხვა ენები – რუსული, სომხური.
რელიგია: ისლამი (სუნიტური მიმართულების).
დედაქალაქი: ბაქო (1,235 ათ).
დიდი ქალაქები: განჯა (303 ათასი), სუმგაითი (280), მინგეჩევირი (100), ალი ბაირამლი (72), ნახჭევანი (69).
ეკონომიკა
ქვეყანას აქვს ნავთობის, რკინის მადნის მნიშვნელოვანი რესურსები, აგრეთვე ბუნებრივი აირი, ფერადი ლითონები, ალუმინი; ეროვნულ შემოსავალში დიდი ადგილი უკავია სოფლის მეურნეობას. სახელმწიფო ვალუტა აზერბაიჯანული მანათია (AZM).
უახლესი ისტორია
მთიანი ყარაბაღის გამო მეზობელ სომხეთთან კონფლიქტმა გამოიწვია არეულობა ქვეყანაში 1988-89 წლებში. 1990 წელს საბჭოთა ჯარები შევიდნენ ბაქოში წესრიგის დასამყარებლად და გამოაცხადეს საგანგებო მდგომარეობა. 1991 წელს აზერბაიჯანის ლიდერებმა მხარი დაუჭირეს მოსკოვურ პუტჩს. აზერბაიჯანმა გამოაცხადდა თავისი დამოუკიდებლობა და 1991 წელს შევიდა დსთ–ში. 1992 წელს გახდა გაეროს წევრი. განახლდა ომი მთიან ყარაბაღში. ნაციონალისტმა პრეზიდენტმა ა.ელჩიბეიმ ადგილი დაუთმო ყოფილ კომუნისტურ ლიდერს ჰ.ალიევს. 1994 წელს ეუთოს წევრი ქვეყნების მონაწილეობით მიღწეული იქნა დროებითი ზავი, თუმცა კონფლიქტი დღემდე მოუგვარებელია – ტერიტორიის მეშვიდედი ოკუპირებულია და ქვეყნას 800 ათასი ლტოლვილი ჰყავს. ბოლო წლებში იყო რამდენიმე უშედეგო მცდელობა სამხედრო გადატრიალებისა. 2001 წელს აზერბაიჯანი ევროპის საბჭოს წევრი გახდა.
კულტურა
არქიტექტურა: ბაქო – შირვანშაჰების სასახლე (XV ს.), “ყიზყალასი” (XII ს.), ციხე–სიმაგრე იშერი–შეჰერი (XI ს.), ძველი ქალაქი (IX ს.); ნახჭევანი – იუსუფ ქუსეირ–ოღლუს მავზოლეუმი (XII ს.), მომინე–ხათუნი (XIII ს); ძველი ქალაქის კაბალის ნანგრევები (VI ს.), გობუსტანის რეგიონის კლდის გამოსახულებები (ძვ. წ. VII ს).
ლიტერატურა: საგმირო–საფალავნო ძეგლები – “დედე გორგუდის წიგნი” (XII ს.) და “ქოროღლუ” (XVI ს.); აშუღური პოეზია; სახოტბო პოეზია სპარსულ ენაზე.
მუსიკა: მუსიკალური საკრავები: თარი, საზანი, ქამანჩა, ზურნა, ნაღარა.
თურქეთის რესპუბლიკა
დედაქალაქი– ანკარა
უდიდესი ქალაქი–სტამბოლი
ოფიც. ენები თურქული
მთავრობა–საპარლამენტ�
� რესპუბლიკა
პრეზიდენტი–აბდულა გიული
ფართობი– საერთო
– წყალი (%) 783,562 კმ² (37-ე)1.3%
მოსახლეობა– სიმჭიდროვე 70,586,256 (მე-17)67,803,92793 ად/კმ²
– ერთ მოსახლეზე $791 მილიარდი $10,380
ვალუტა–ახალი თურქული ლირა
დროის სარტყელი EET (UTC +2სთ.)
–ზაფხულის დრო-EET (UTC +3სთ.)
სატელეფონო კოდი+90
სახელწოდება
ოფიციალური: თურქეთის რესპუბლიკა.
გეოგრაფია
ქვეყანა მდებარეობს შავ და ხმელთაშუა ზღვებს შორის, ორ კონტინენტზე. თურქეთის ევროპულ ნაწილს რუმელია ჰქვია (უჭირავს ტერიტორიის 3 %), აზიურს – ანატოლია. მოსაზღვრე ქვეყნებია: ბულგარეთი, საბერძნეთი, სირია, ერაყი, ირანი, აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო.
ფართობი: 780.580 კმ²,
ბუნება: უმაღლესი მწვერვალი – დიდი არარატი 5.165 მ; მთავარი მდინარეები (კმ) – ყიზილ–ირმაქი 1.182, ევფრატი 960 (სულ 2.770); მთავარი ტბები (კვ.კმ) – ვანი 3.738, თუზი 1.700, ბეიშეჰირი 780, ქებანი 675, ეღრიდირი 590; უდიდესი კუნძული – გოქჩეადა; კლიმატი – კონტინენტური, ხმელთაშუაზღვის.
ბუნებრივი რესურსები: ქვანახშირი, ქრომი, ვერცხლისწყალი, სპილენძი, გოგირდი, რკინის მადანი, სასოფლო–სამეურნეო მიწები, ჰიდროენერგია.
სახელმწიფო
სახელმწიფო სისტემა: დემოკრატიული რესპუბლიკა.
ეროვნული დღესასწაული: 29 ოქტომბერი – რესპუბლიკის გამოცხადების დღე.
სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი აბდულა გიული.
მთავრობის მეთაური : პრემიერ–მინისტრი რეჯეფ ერდოღანი (2003).
საკანონმდებლო ორგანო : ერთპალატიანი პარლამენტი – დიდი ეროვ.: კრება (550 წევრი).
პარტიები: სამართლიანობისა და განვითარების პარტია (თავმ. რ.ერდოღანი), სახალხო–რესპუბლიკური პარტია (დ.ბაიქალი), პარტია ნაციონალური მოძრაობა(დ.ბაჩელი), დემოკრატიული მემარცხენე პარტია (ზ.სეზერი) .
ადმინისტრაციული დაყოფა: ქვეყნის ადმინისტრაციულ–ტერიტ�
�რიული ერთეულებია – 81 პროვინცია (il) 8 რეგიონში.
დემოგრაფია მოსახლეობა
68,1 მლნ (2003), მათ შორის თურქები 80%, ქურთები 18%.
ენები: თურქული, ქურთული, არაბული, სომხური, ბერძნული, ლაზური, ქართული. .
რელიგია: ისლამი (სუნიტური მიმართულება).
ქალაქები (ათ.) : ანკარა (3.456; აგლომ. 3.582), სტამბოლი (8.803; აგლომ. 10.048), იზმირი (2.398; აგლომ. 2.479), ბურსა (1.288), ადანა (1.220), გაზიანთეფი (980), კონია (801), ანთალია (650).
ეკონომიკა
ბოსფორის ხიდი
ეროვნული პროდუქტი: მოცულობა – 200 მლრდ $ (24-ე ადგილი); 1 სულ მოსახლეზე – 3.130 $; სტრუქტურა (%) – სოფლის მეურნეობა 15, მრეწველობა 31, მომსახურება 54.
ექსპორტი: საფეიქრო ნაწარმი, რკინა, ფოლადი, თამბაქო, ხილი, ტყავის ნაწარმი.
ბიუჯეტი: 42,400 მლნ $.
ვალუტა: ახალი თურქული ლირა
ისტორია
ასწლეულების განმავლობაში თურქეთი იყო ოსმალეთის იმპერიის ცენტრი, რომელიც ჩამოყალიბდა XIV-XVI საუკუნეებში და დაიშალა პირველ მსოფლიო ომში დამარცხების გამო.
XX ს.: 1923 წელს გამოცხადდა რესპუბლიკა, რომლის პირველი პრეზიდენტი იყო მუსტაფა ქემალ ათათურქი. 1952 წლიდან თურქეთი ნატოს წევრია. იგი დასავლეთზე ორიენტირებულ ქვეყნად ითვლება და ევროპის კავშირის წევრობის კანდიდატია. ქვეყნის შიდაპოლიტიკურ მდგომარეობაზე დიდ გავლენას ახდენს დაძაბულობა ქურთებით დასახლებულ სამხრეთ–აღმოსავლეთ რაიონებში, სადაც ქურთისტანის მუშათა პარტია (ლიდერი ა.ოჯალანი) უკანასკნელი 14 წლის განმავლობაში აწარმოებს შეირაღებელ წინააღმდეგობას. თურქეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში გადამწყვეტ როლს ასრულებენ სამხედროები, რომლებიც არმიას თვლიან სახელმწიფო საერო მმართველობის გარანტად.
XXI ს.: თურქეთის განაცხადი ევროკავშირში შესვლაზე უარყოფილ იქნა 2002 წლის კოპენჰაგენის სამიტზე, სადაც მთავარ ხელშემშლელ ფაქტორად ადამიანის უფლებების დაცვა დასახელდა. 2003 წელს მეზობელ ერაყში სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობამ ისევ წინაპლანზე წამოსწია ქურთების პრობლემა.
სომხეთის რესპუბლიკა
დედაქალაქი–ერევანი
უდიდესი ქალაქი–ერევანი
ოფიც. ენები–სომხური
მთავრობა–უნიტარული რესპუბლიკა
–პრეზიდენტი–სერჟ სარქისიანი
ფართობი– საერთო
– წყალი (%) 29,800 კმ² (141-ე)4.71%
მოსახლეობა
– სიმჭიდროვე3,229,900 (135-ე) 3,002,594 101 ად/კმ² (77-ე)
– ერთ მოსახლეზე-$16.83 მილიარდი 5,700
ვალუტა–დრამი (AMD)
დროის სარტყელი-(UTC +4)
–ზაფხულის დრო-(UTC +5)
ქვეყნის კოდი-ARM
სატელეფონო კოდი+374
სახელწოდება
ოფიციალური: სომხეთის რესპუბლიკა.
ეტიმოლოგია: ქვეყნის სახელის სხვადასხვა ფორმები მომდინარეობს ძველსომხური ტომებისაგან – ჰაიასა, სუხმე, არმე. პირველი მათგანისგან მიღებულია სახელწოდება სომხურ ენაზე (ჰაიასტან), მეორისაგან – ქართულ ენაზე (სომხეთი), მესამისაგან – ევროპულ ენებზე (Armenia).
ქვეყნის საერთაშორისო კოდი: AM.
გეოგრაფია
არაგაცოტნი — ქ. აშტარაკი.
არარატი — ქ. არტაშატი.
სრმავირი — ქ. არმავირი.
გეგარკუნიკი — ქ. გავარი.
კოტაიკი — ქ. რააზდანი (ქალაქი)რაზდანი.
ლორი — ქ. ვანაძორი.
შირაქი — ქ. გუმრი.
სუნიკი — ქ. კაპანი.
თავუში — ქ. იჯევანი.
ვაიოც ძორ — ქ. ეჰეგნაძორი.
ერევანი — ქ. ერევანი.
ქვეყანა ამიერკავკასიაში, ჩრდილოეთით ესაზღვრება საქართველოს, აღმოსავლეთით – აზერბაიჯანს, სამხრეთით – ირანს, დასავლეთით – თურქეთს. ფართობი შეადგენს 29.800 კვ.კმ–ს. სომხეთის უმაღლესი მწვერვალი მთა არაგაცი (4095 მ), მნიშვნელოვანი მდინარეები – არაქსი, რაზდანი; ტბა – სევანი. პროვინციები შედგება საქალაქო და სასოფლო კრებებისგან. გუბერნატორები (მაზრპეტები) ინიშნებიან და თავისუფლდებიან მთავრობის მიერ.
მთავრობის მეთაური : პრემიერ–მინისტრი.
საკანონმდებლო ორგანო: ერთპალატიანი პარლამენტი (131 წევრი).
ტერიტორიული მოწყობა
ქვეყანა ადმინისტრაციულად იყოფა 11 ოლქად (მარზი). 10 მარზი + დედაქალაქი, რომელსაც ასევე მარზის სტატუსი აქვს
დემოგრაფია
მოსახლეობა: 3,326 მლნ (2003), მათ შორის 95,7% სომეხი, 1,7% ქურთი, 1,6% რუსი. 1993 წელს აზერბაიჯანელთა აბსოლუტური უმრავლესობა ქვეყნიდან გადასახლდა.
სახელმწიფო ენა: სომხური, სხვა ენები – რუსული (2%).
რელიგია: ქრისტიანობა. უმრავლესობა ეკუთვნის სომხურ–გრიგორიანულ ეკლესიას (94%), სომხურ–კათოლიკური მრევლი შეადგენს 5%-ს.
დედაქალაქი: ერევანი (1,267 მლნ).
დიდი ქალაქები: ვანაძორი (147 ათასი), გიუმრი (125), ვაღარშაპატი (66), რაზდანი (61).
ეკონომიკა
ქვეყანას აქვს ოქროს მცირე რეზერვი, სპილენძის, მოლიბდენის, თუთიის, ალუმინის რესურსები. საექსპორტოდ აწარმოებენ ქიმიკატებს, კვების პროდუქტებს, მანქანათმშენებლობის პროდუქციას. ეროვნული ვალუტა სომხური დრამია (AMD). მნიშვნელოვანი კურორტები: არზნი, დილიჟანი, წახკაძორი, სევანი, ჯერმუკი.
უახლესი ისტორია
1988 წლიდან ჩართულია სერიოზულ კონფლიქტში აზერბაიჯანთან მთიანი ყარაბაღის გამო. 1991 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა. 1992 წლიდან დსთ–ს წევრია.
კულტურა
არქიტექტურა: ეჩმიაძინი – რელიგიური ცენტრი, ტაძართა კომპლექსი (V — VI სს.), გარნი – ციხე–სიმაგრე და ტაძარი (I ს.), გეჰარდი (მონასტერი); დვინის და ზვარტნოცის სასახლეები და ეკლესიები (III — IV სს.).
რუსეთი
სახელწოდება
ოფიციალური: რუსეთის ფედერაცია.
ეტიმოლოგია: შესაძლოა სახელწოდება მომდინარეობდეს შვედური სიტყვისაგან rus, რაც „მცხოვრებს“ ნიშნავს. თვით რუსული ენით ეს ტერმინი არ აიხსნება.
გეოგრაფია
ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ აზიაში. ფართობის მიხედვით (17.075.400 კვ. კმ) მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოა. გამოიყოფა დიდი გეოგრაფიული რაიონები — აღმოსავლეთ–ევროპის ვაკე, დასავლეთ–ციმბირის დაბლობი, ცენტრალური ციმბირის მაღლობი. ტერიტორიის ნაწილი მთიან რეგიონებს უკავიათ — ალტაი, ჩრდილოეთი კავკასია, კოლიმა, საიანი, ურალი. უმაღლესი მწვერვალია — იალბუზი, 5,633 მ. მთავარი მდინარეები — ამური, ანგარა, ირტიში, ლენა, ობი, ვოლგა, ენისეი. ტბები — ბაიკალი, კასპიის ზღვა, ლადოგა, ონეგა.
სახელმწიფო
სახელმწიფო სისტემა — გარდამავალი.
სახელმწიფოს მეთაური — პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი (2008 წლიდან).
მთავრობის მეთაური — პრემიერ–მინისტრი ვლადიმირ პუტინი (2008 წლიდან).
საკანონმდებლო ორგანო — ორპალატიანი ფედერალური კრება (ფედერაციის საბჭო — 178 წევრი და სახელმწიფო დუმა — 450 წევრი).
პოლიტიკური პარტიები — კომუნისტური პარტია (თავმ. გ. ზიუგანოვი), მოძრაობა „ნაშ დომ — როსია“ (ვ. ჩერნომირდინი), ლიბერალურ–დემოკრატიუ�
�ი პარტია (ვ. ჟირინოვსკი), გაერთიანება „იაბლოკო“ (ვ. იავლინსკი).
ტერიტორიული მოწყობა
რუსეთის ფედერაცია 89 თანაბარუფლებიანი სუბიექტისაგან შედგება, მათ შორის — 21 რესპუბლიკაა (республика), 1 ავტონომიური ოლქი (автономная область), 10 ავტონომიური ოკრუგი (автономный округ), 6 მხარე (край), 49 ოლქი (область) და 2 ფედერალური ქალაქი (город — მოსკოვი, სანკტ–პეტერბურგი).
2000 წლის მაისში პრეზიდენტის დეკრეტით შემოღებულ იქნა ახალი ადმინისტრაციული დაყოფა — 7 ფედერალური ოკრუგი:
ცენტრალური ფედერალური ოკრუგი (ადმ. ცენტრი — მოსკოვი)
ჩრდილო–დასავლეთის ფედერალური ოკრუგი (ადმ. ცენტრი — სანქტ–პეტერბურგი)
სამხრეთის ფედერალური ოკრუგი (ადმ. ცენტრი — დონის როსტოვი)
ვოლგისწინეთის ფედერალური ოკრუგი (ადმ. ცენტრი — ნიჟნი–ნოვგოროდი)
ურალის ფედერალური ოკრუგი (ადმ. ცენტრი — ეკატერინბურგი)
ციმბირის ფედერალური ოკრუგი (ადმ. ცენტრი — ნოვოსიბირსკი)
შორეული აღმოსავლეთის ფედერალური ოკრუგი (ადმ. ცენტრი — ხაბაროვსკი)
დემოგრაფია
მოსახლეობა — 144,5 მლნ (2003), მათ შორის — რუსი 81,5 %, თათარი 3,8 %, უკრაინელი 3 %, ჩუვაში 1,2 %, ბაშკირი0,9 %.
სახელმწიფო ენა — რუსული.
რელიგია — მართლმადიდებელი ქრისტიანობა, ისლამი, იუდაიზმი.
დედაქალაქი — მოსკოვი (8.368 ათასი).
დიდი ქალაქები — სანკტ–პეტერბურგი (4.582), ნიჟნი ნოვგოროდი (1,340), ეკატერინბურგი (1,257), ნოვოსიბირსკი (1,395), სამარა (1.147), ომსკი (1.132), ყაზანი (1.114), უფა (1.097), ჩელიაბინასკი (1.080).
ეკონომიკა
რუსეთი ინდუსტრიულ–აგრარული ქვეყანაა. ქვეყანას აქვს ნავთობის, ბუნებრივი აირის, ქვანახშირის მნიშვნელოვანი მარაგები, საშენი ხე–ტყე, სხვა სტრატეგიული მინერალები, რაც ქვეყნის შემოსავლების ძირითადი წყაროა. მრეწველობის წამყვანი დარგებია: მანქანათმშენებლობა, შავი და ფერადი მეტალურგია, ქიმიური და ნავთობქიმიური მრეწველობა, სატყეო მეურნეობა და სხვა. მნიშვნელოვანი წილი აქვს სოფლის მეურნეობას. ექსპორტის ძირითადი ელემენტებია — ბუნებრივი გაზი, ნავთობი, მანქანათმშენებლობის პროდუქცია, ხე–ტყე, ქვანახშირი, კვების პროდუქტები. ეროვნული ვალუტა — რუსული რუბლი (RUR).
უახლესი ისტორია
1991 წელს სსრ კავშირის დაშლის შემდეგ გახდა მისი სამართალმემკვიდრე. 1992 წელს ჩამოაყალიბა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა. 1993 წელს მიღებულ იქნა რუსეთის ფედერაციის კონსტიტუცია. 90-იანი წლების მე-2 ნახევარში გაურთულდა მდგომარეობა ფედერაციის სუბიექტებთან, განსაკუთრებით თათარსტანთან და ჩეჩნეთთან. ამ უკანასკნელთან საომარი მოქმედებები დღემდე გრძელდება. 1999 წლის ბოლოს პოლიტიკური კავშირი შეკრა ბელარუსთან.
კულტურა
არქიტექტურა: პეტერბურგის ისტორიული ცენტრი, კიჟი პოგოსტი, კრემლი და წითელი მოედანი, ამაღლების ტაძარი მოსკოვში, ნოვგოროდი და მისი შემოგარენი, დიდი ნოვგოროდი, ვლადიმირისა და სუზდალის მონუმენტები.
სხვა ღირშესანიშნაობები: სოლოვეცკის კუნძულის ისტორიული ანსამბლი, ბაიკალის ტბა, კამჩატკის ვულკანები, კავკასიის მინერალური წყლები.
სულიერი კულტურა: რუსული ეპოსი — თქმულება იგორზე (XII ს.).