კეთილშობილი რაინდი და მისი ცხოვრების წესი 2\3 ნაწილი
რაინდად კურთხევის ცერემონია
ზუსტად აქ შევწყვიტე თხრობა წინა ნაწილში ტექნიკური მიზეზების გამო სამაგიეროდ ამ პოსტში გამოვასწორებ და დაწვრილებით მოგითხრობთ ყველა წესისა და რიტუალის შესახებ რაც საჭირო იყო რაინდად კურთხევის წინა პროცესში.
წმინდა ფიქრები
რაინდად კურთხევის წინა ღამეს სკვაირი სამლოცველოში ლოცვით ათენებდა ღამეს რადგან განწმენდილიყო უწმინდური ფიქრებისაგან და რაინდობის ღირსი გამხდარიყო. რაინდის სამოსს, რომელსაცკურთხევის ცერემონიალზე იყენებდნენ თავისი სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა: თეთრი პერანგი მიანიშნებდა, რომ მისთვის უცხო იყო მრისხანება და სიხარბე, ხოლო წითელი ფერის მოსასხამო გამოხატავდა იმ ნაიარევებს რომელსაც იგი საკმაოდ მრავლად მიიღებდა ბრძოლის ველზე.
სიმბოლური ბანაობა
რაინდად კურთხევის წინ სკვაირი კასრში ბანაობდა რადგანაც, შუა საუკუნეებში ნამდვილად იშვიათობა იყო აბანოები, ბანაობა კურთხევის ცერემონიალს
განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა რადგან სკვაირის სუფთა სხეული სიმბოლურად გამოხატავდა მის განმენდილ სულსა და გონებას.
რაინდად კურთხევა
როდესაც რაინდს 21 წელი შეუსრულდებოდა იგი საგანგებოდ გამართულ ცერემონიალზე რაინდად უნდა ეკურთხებინათ, თავდაპირველად კურთხევის ერთერთი ელემენტი იყო დარტყმა სკვაირს სილას გააწნავდნენ ან კეფაში წამოარტყავდნენ რაც იმის ნიშანიიყო რომ ამიერიდან მასთან პირისპირშებმა.ყველას შეეძლო. მოგვიანებით ტრადიციები შედარებით დაიხვეწა და სილის დარტყმის ნაცვლად მხარზა ხმლის მსუბუქი შეხებით შეიცვალა. კურთხევის ცერემონიალი უმეტესად ხდებოდა დიდ საეკლესიო დღესასწაულებზე როგორიცაა მაგალითად შობის დღესასწაული, რაინდად კურთხევა ნიშნავდა სკვაირის დიდგვაროვანთა და პრივილეგირებულ საზოგადოებაში მის მიღებას. მას შემდეგ რაც რაინდი ან ბატონი სკვაირს ეტყოდა სიტყვებს გახდი რაინდი ამ დროს მეორე რაინდი მას ქუსლებზე დეზებს ამაგრებდა და მახვილს გადასცემდა,
ნუ რათქმაუნდა იმ შემთხვევაში თუ რაინდი წარჩინებულიოჯახიდან იყო კურთხევის შემდგომ ნადიმი შეიძლება რამდენიმე დგესაც გაგრძელებულიყო.
რაინდისთვის მახვილი უფრო მეტი იყო ვიდრე იარაღი და მის სარაინდო სტატუსსაც მიანიშნებდა. რაინდად კურთხევის ცერემონიალზე თავად ბატონისგან იღებდა ახალ ხმალს,ქარქაშს და სარტყელს რაც ყოველთვის თან უნდა ჰქონოდა.
თუ სკვაირი ბრძოლაში მამაცობას გამოიჩენდა ის შეიძლება ბატონს რაინდად ეკურთხებინა ხშირად ამ ცერემონიალს მთEლი ჟარი ადევნებდა თვალს თუმცა რაინდად კურთხევა შეიძლება მომხდარიყო ბრძოლის დაწყებამდე რადგან სკვაირი შეეგულიანებინათ.
რაინდისათვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა მის ცხენს რადგამ მისი მანევრირებაც და სიცოცხლის შენარჩუნებაც ცხენზე იყო დამოკიდებული ამას განაპირობებდა ისიც, რომ რაინდს მძიმე აღჭურვილობის გამო სწრაფი მოძრაობა არ შეეძლო და თუ მას ცხენს მოუკლავდნენ და ძირს დაეცემოდა მას უეჭველი სიკვდილი არ ასცდებოდა თუ რომელიმე სხვა მებრძოლი არ წაეხმარებოდა . ამას განაპირობებდა ცხენოსანი რაინდის აბჯრის სიმძიმე, თუმცა მოგვიანებით შედარებით მსუბუქმა ჯავშანმა ჩაანაცვლა იგი რამაც დიდი ცვლილება შეიტანა რაინდთა ბრძოლის ხელოვნებაში. ცხენის გაწვრთნაში მეჯინიბეებთან ერთად რაინდის სკვაირებიც იღEბდნენ მონაწილეობას ეს მათი ერთერთი მოვალეობა იყო.
რაინდთა ორთაბრძოლები დღესაც იმართება და მასში მოხალისეებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება
http://www.youtube.com/watch?v=jCVQrYFYWi0&feature=related
ისე მგონი საინტერესო უნდა იყოს მონაწილეობის მიღება, თქვენ რას იტყვით.
ვეცადე წინა ნაწილის ნაკლი გამომესწორა და ახლა თქვენ შეაფასეთ. შემდეგ ნაწილში ჰერალდიკაზე შეიარაღებასა და ტურნირებზე წარმოგიდგენთ პოსტს.