გასართობისაკითხავიუცნაური

უცნაური ფასები

ucnauri

გაგრძელებაში ნახავთ უცნაურ ფასებს .. უცნაურ საჭმელებზე :)

1. ucnauri

ფასი 5000 დოლარი. ამ საოცარი ფასის ჰამბურჰერის მირთმევას ლას–ვეგასის რესტორან – Fleur de Lys–ში შეძლებთ. ინგრედიენტებია: ტრიუფელი, ტრიუფელის სოუსი და კარტოფილი ფრი, რასაც 1990 წლის 1 ბოთლი – Chateau Petrus–ი ახლავს

2. ucnauri

Absolutely Ridiculous Burger
ფასი 499 დოლარი. იყიდება მიჩიგანის სპორტ–ბაზაში. უზარმაზარი ჰამბურგერი, რომელსაც ინგრედიენტთაგან განსაკუთრებული არაფერი აქვს და რომლის წონაც 60 კგ–ია, ალბათ უამრავ სტუმარს ეყოფა.

3.ucnauri

Serendipity Burger
ფასი 295 დოლარი. მისი დაგემოვნება ნიუიორკში, კერძოდ – “Serendipity 3″–შია შესაძლებელი. შემადგენლობაში შედის: იაპონური ძროხის ხორცი, კარაქი, რომელშიც 10 სახეობის ბალახია შერეული, წყნარი ოკეანის შებოლილი მარილი, ყველი ჩედერი, შავი ტრიუფელი, კვერცხი, თეთრი ტრიუფელი, ოქროსფერი შეფერილობისა და სპეციფიური გემოს მქონე ხიზილალა (რომელიც ჩინეთის ერთადერთ ფერმაში მოყვანილი თევზის ქვირითია). კომპლექტში შედის კბილის ოქროს ჩხირი – პაწაწინა ბრილიანტით.

4. ucnauri

The Burger
ფასი 200 დოლარი. ეს “სიამოვნება”, კი ლონდონის ფასთ–ფუდის რესტორან – Burger King–ში გელით. მისი ინგრედიენტებია ძროხის ელიტარული ხორცი, თეთრი ტრიუფელი, შაშხი, იშვიათი სახეობის ხახვი, ჰიმალაის მარილი, ორგანული თეთრი ღვინო და უჩვეულო მაიონეზი.

5. ucnauri

Richard Nouveau Burger
ფასი 175 დოლარი. ამგვარ ჰამბურგერს, კი ნიუიორკის ერთ–ერთ დაწესებულებაში მოგართმევენ, რომლის სახელწოდებაცაა “ჰამბურგერის მაღაზია უოლ–სთრითზე”. ჰამბურგერზე მიმოფანტულია ოქროს ფოლგა, ხოლო შიგთავსში 25 გრამი შავი ტრიუფელი, ელიტარული გრუერი და მსგავსი ნუგბარებია.

6. ucnauri

The DB Royale Double Truffle Burger
ფასი 120 დოლარი. მისი დაგემოვნება შესაძლებელია ნიუიორკის ბისტო – “Moderne”–სა და ამავე ბისტროს ფილიალში, რომელიც ლას–ვეგასში მდებარეობს. შემადგენლობაში შედის: წითელ ღვინოში მარინირებული ძროხის ელიტარული ხორცი, 7 სახეობის ეგზოტიკური ბოსტნეული და შავი ტრიუფელი

7. ucnauri

ჰამბურგერი “მილიონი რუპია”.
ფასი 108 დოლარი. იყიდება ინდონეზიის ქალაქ ჯაკარტაში არსებულ სასტუმროში – “ოთხი სეზონი”. ჰამბურგერის ინგრედიენტებს შორისაა იშვიათი სახეობის სოკო და სპეციალური კორეული სალათი.

8. ucnnauri

McGuire’s Grand Burger
ფასი 100 დოლარი. იყიდება აშშ–ს შტატ ფლორიდის ქალაქ პენსაკოლაში არსებულ ირლანდიურ ლუდხანა – “McGuire’s”–ში. გაგიკვირდებათ და ირლანდიურ ლუდხანაში ჰამბურგერს ირლანდიურ ლუდთან ერთად კი არ მოგართმევენ, არამედ შამპანიურ – Moet & Chandon–თან ერთად (შესაძლოა ფასიც ამდენადაა ამგვარი).

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close