რიკეტსის ნაკრძალი ავსტრალიაში
უილიამ რიკეტსის ნაკრძალი 4 ჰექტარს მოიცავს და მდებარეობს ავსტრალიის ქალაქ მელბურნიდან რამდენიმე კილომეტრში, დანდენონგის მთების მიღმა. ეს ნაკრძალში 90 ქანდაკებაა, რომლებიც ადამიანებსა და ცხოველებს განასახიერებენ. ისინი უილიამ რიკეტსმა შექმნა ხისა და თიხისგან. მოქანდაკე ავტსრალიაში 1898 წელს დაიბადა და ხშირი კონტაქტი ჰქონდა აბორიგენებთან. 1930 წელს იგი საცხოვრებლად ამ ტერიტორიაზე გადმოვიდა და მთლიანად შეითვისა აბორიგენთა კულტურა და ცხოვრების წესი, რამაც სკულპტურების შერქმნა შთააგონა. შემოქმედმა 90 წლამდე იცოცხლა და სიკვდილის ბოლო წუთებამდე საყვარელი საქმიანობისთვის თავი არ დაუნებებია. ეს ნამშევრები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ დედამიწაზე სიცოცხლე უნდა შევინარჩუნოთ მომავალი თაობისთის- ეს ჩვენი ვალია. აბორიგენთა სკულტურები კი ძალასა და სიმშვიდეს გამოსახავენ, რაც ამ ადგილებში თავის გატანისთვის აუცილებელია.