არქივი

Wuppertal Floating Tram გერმანიაში

bb25ac936f6e

ვუპერტალი-გერმანიის ყველაზე ახალგაზრდა ქალაქია, სადაც არის ცნობილი ჩოგბურთის კლუბი და ტენისის კორტები.
დიუსელდორფის ადმინისტრაციულ ცენტრს დაქვემდებარებული ვუპერტალის შეკიდული რელსებიანი გზა- ერთერთი საზოგადოებრივი ტრანსპორტია. ზოგჯერ ამ მას უწოდებენ „მცურავ ტრამვაის“, რომელიც წარმოადგენს მონორელსებიან შეკიდულ სისტემას ესტაკადებზე 20 სადგურით: მსგავს მოდელს ვერსად შეხვდებით. დღესდღეობით იგი ითვლება უძველეს მონორელსიან ხაზად მსოფლიოში. Wuppertal Floating Tram-ის საერთო სიგრძეა 13,3 კმ. გზის 10 კმ გადის მდინარე ვუპერის ნაპირსამაგრზე (მდინარე ვუმპერის კალაპოტიდან 12 მეტრ სიმაღლეზე), ხოლო დანარჩენი 3,3 კმ გადის 8 მეტრი სიმაღლის ქალაქის ქუჩებზე.

მატარებლების მაქსიმალური სიჩქარე -60 კმ/სთ. გზა აშენდა 1900 წელს, ხოლო ექსპლუატაციაში შევიდა 1901 წელს. ვუპერტალის შეკიდულ რელსებიან გზას გადაჰყავს ყოველწლიურად 25 მილიონზე მეტი მგზავრი.მე-19 საუკუნის ბოლოსათვის ქალაქის მოსახლეობამ მიაღწია 400 000 ადამიანს: ზრდა შეუცერებლივ მიმდინარეობს.მაგრამ რაოდენ გასაკვირვიც არ უნდა იყოს, ტრამვაის გზების მშენებლობისათვის უბრალოდ ქალაქს არ ქონდა ადგილი. მეტროს გაკეთების იდეაც ასევე შეუძლებელი იყო კლდოვანი რელიეფისა და დიდი რაოდენობით გრუნტის წყლების გამო.

9c36fa345d94

გრუნტის წყლები საშიშია მშენებლობებისათვის- მიწისქვეშა წყლები განლაგებულია პირველი წყალგამძლე ფენის ზედაპირზე; კვლევებით დადასტურებულია, რომ გრუნტის წყლები პრობლემურია ამ ქალაქში და ისინი დამანგრეველ გავლენას ახდენს შენობებზე. ქალაქ ვუპერტალში არ არის მაღალსართულიანი სახლები, რადგან ასეთი ნაგებობისთვის საძირკველის ღრმად გაჭრაა საჭირო. ასეთ შემთხვევაში კი უფრო დიდია ალბათობა, რომ გრუნტის წყლებმა შემდგომში საძირკველი დააზიანოს და შენობა დაინგრეს…

f396f21389bd

ამასთანავე,ქალაქში ყველგან არის სურათები სპილოს გამოსახულებით. და აი რატომ…
21 ივნისს 1950 წელს ცირკის დირექტორმა Althoff გადაწყვიტა რეკლამის მიზნით სპილო -ტუფი ჩაესვა ვაგონში სადგურ -„«Alter Markt»-ზე. თუმცა სპილოს გასეირნების ეს იდეა არ მოეწონა და დაიწყო მოუსვენრობის გამომჟღავნება :როგორც კი დაიძრა მატარებელი, ტუფიმ ჩაამტვრია ვაგონის ფანჯრები, კედელი და გადავარდა ვაგონიდან; საბედნიეროდ, ამ დროს მატარებელი გადიოდა მდინარის ზემოთ და ტუფი ჩავარდა წყალში 5 მეტრი სიმაღლიდან:სპილომ არ მიიღო სერიოზული ჭრილობები ,მხოლოდ შიშისმომგვრელი პანიკები მთელი 2 კვირა გრძელდებოდა
რაც შეეხება მგზავრობის ღირებულებას: ის ღირს 2,3 ევრო მოზრდილებისათვის და 1,2 ევრო ბავშვებისათვის. მატარებლები დადიან ყოველ 3-4 წუთში დილის 5:30 -დან საამოს 11 საათამდე. ყოველდღიურად 82 000 მგზავრი სარგებლობს ამ გადაადგილების სერვისით .1999 წელს ჩატარდა მონორელსიანი ხაზის მოდერნიზაცია და უსაფრთხო გახდა მოსახლეობისათვის. (თუ არ ჩავთვლით ამ ქვემოთ მოყვანილ უბედურ შემთხვევას)

უბედური შემთხვევა ვუპერტალში
პირველი უბედური შემთხვევა შეკიდულ რელსებიან ხაზზე მხოლოდ ექსპლოატაციაში შესვლის 98 წლის შემდეგ მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა 5 ადამიანი და დაშავდა 49. ეს მოხდა 1999 წლის აპრილში, როდესაც მატარებელი რელსებიდან გადავიდა და ჩავარდა წყალში.

811716eda761

სხვა სურათები:

dda7c9093af9

9e07fcd4fc7d

74b40abfdba9

8549f1707d57

61b752e286ce

568c3c332585

418b606bae1c

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Back to top button