საკითხავისასარგებლო

საინტერესო ფაქტები – კოსმოსი

გაგრძელებაში იხილავთ 13 საინტერესო ფაქტს კოსმოსის შესახებ…

1. ბერძნები ჩვენს გალაქტიკას “რძიან ხაზს” ეძახდნენ, რადგან მიიჩნევდნენ , რომ ის ქალღმერთ ჰერას მკერდიდან გამონადენი რძის წვეთებით იყო შექმნილი.

2. კოსმონავტები უწონადობის მდგომარეობაში სიმაღლეში იმატებენ. გრავიტაციის შემცირებისას, ძვლები ისე მჭიდროდ აღარ ეხება ერთმანეთს, რაც რამდენიმე სმ-ის მომატებას იწვევს.

3. კოსმონავტებისა და ყველგანმავლების ნაკვალევი მთვარეზე მილიონობით წლების განმავლობაში არ წაიშლება, რადგან მთვარეზე ქარი არ უბერავს.

4. ყოველ წელს ატმოსფეროში სამყაროდან 1000 ტონა მტვერი და მიკრობი შემოდის.

5. კოსმოსში ჩიტები ვერ ცოცხლობენ – გრავიტაციის გარეშე საკვებს ვერ ყლაპავენ.

6. დედამიწა ღერძის გარშემო 1600 კმ/სთ, ხოლო მზის გარშემო 108 000 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს.

7. მეცნიერების განცხადებით, მარსზე , მერკურსა და ვენერაზე არის ოქრო.

8. მზის სისტემის წონის 99% მზეზე მოდის.

9. მთვარე 81 მილიარდ ტონას იწონის.

10. მზეში შესაძლებელია 1 მილიონი დედამიწა მოთავსდეს.

11. მზიდან დედამიწამდე ყოველდღიურად მოღწეული ენერგიის სიმძლავრე 126 ტრილიონი ცხენის ძალაა.

12. სამყაროში ვარსკვლავების რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე ქვიშის მარცვლებისა დედამიწაზე.

13. ყველაზე მოკლე დღე იუპიტერს აქვს-9 საათი და 55 წუთი.

 

წყარო:www.out.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close