არქივი

ვ ი ნ ლ ა ნ დ ი

c0ddd8fbe654

ყველამ ვიცით, რომ ამერიკა 1492 წელს ქრისტეფორე კოლუმბა აღმოაჩინა. მართლა პირველი იყო კოლუმბი? სკანდინავიელი ხალხების წარსულის ერთ-ერთი შესანიშნავი მოწმე, ისლანდიური საგა გამოგვცემს, რომ XII-XIII საუკუნეების საოჯახო ქრონიკებში ჩაწერილია „საგა ერიკ როუდის“ (მწითურის) შესახებ. საგა გვამცნობს გრელანდიისა და ვინლანდის დასახლებას ნორმანების მიერ. მეცნიერების მიერ დადასტურებულია, რომ ისლანდიურ საგაში მოხსენიებული ვინლანდი ამერიკაა.

a3a7f2cc4816

1961 წელს ნორვეგიელმა არქეოლოგმა ანეინგ სტადმა და მისმა მეუღლემ, ცობილმა მწერალმა ხელგე ინგ სტადმა მოაწყვეს ეწსპედიცია საგაში მინიშნებული გზის მიხედვით. მკვლევარები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ნორვეგიელი მეზღვაურები ჯერ ბაფინის მიწას მიადგნენ, რომელსაც ხელულანდი – კაჭარის ქვეყანა უწოდეს. მისი შემოვლის შემდეგ ისინი შესულან დიდ ყურეში (ვარაუდობენ, რომ ეს იყო წმინდა ლავრენტის ყურე), რომლის გაყოლებითაც ყოფილა მდიდარი ტყე, სადაც უამრავი გარეული ცხოველი ბინადრობდა. აქ მათ უნახავთ ხორბალი, ვაზი და დარჩენილან გამოსაზამთრებლად. მომდევნომ წელს კი უფრო სამხრეთით უმოგზაურიათ, მკვლევარების აზრიტ, მდინარე ჰუძონის შესართავამდე, სადაც ამჟამად ქალაქი ნიუ-იორკია. მე-3 წელს ნორმანები ისევ გრელანდიაში დაბრუნებულან. შემგომი პერიოდის საგებში არც ვინლანდი და არც მოგზაურები ნახსენები არაა. წმინდა ლავრენტის ყურის მიდამოებში და კუნძულ ნიუფაუნდლენდზე წარმოებულმა გათხრებმა დაადასტურეს მკვლევარების ვრაუდები. კუნძულ ნიუფაუნდლენდის ჩრდილოეთ სანაპიროზე აღმოაჩინეს უძველესი საცხოვრებლის ნაშთები და სხვა ნაშთები, რომლებიც ადასტურებენ ვიკინგების იქ ყოფნას.

4722e0737d94

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Back to top button