გასართობისაკითხავისასარგებლო

საინტერესო ამბები ყველაფერზე ნაწ 15

1
The Sketching Backpacker-ის ნამუშევრები გამხმარი ფოთლებით

2. სასტუმრო-ციხე
გერმანიის ქალაქ კაიზერსლაუტერნში გაიხსნილია საკმაოდ ორიგინალური სასტუმრო, რომელიც ციხის ყოფილ შენობაშია განთავსებული. ალბათ მიხვდებით, რომ სასტუმროს ნომრები ციხის კამერებს წარმოადგენენ, თუმცა რათქმაუნდა ეს მხოლოდ ვიზუალურად და სტუმრებს თავისუფლად შეუძლიათ გადაადგილება, ტელეფონით სარგებლობა და სხვადასხვა კერძების დაგემოვნება

3.მფრინავი ნავი ბრიო

4.ნავი-ვეშაპი

5. ეს კიდე დიზიანერ ლივიო დე მარჩის ფერარი ფ50 -ია , რომელიც მან ხისგან შექმნა

6. 1775 წელს პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მოხდა დიდი მიწისძვრა, რასაც მოჰყვა ცუნამი-26 მეტრი სიმაღლის ტალღა, რომელმაც 15 კმ-ის მანძილზე გაანადგურა მილიონნახევრიანი ლისაბონი

7.მუსლიმანთა წელთაღრიცხვას ჰიჯრა ეწოდება, რაც არაბულად გადახვეწას, გაქცევას ნიშნავს. იგი დაკავშირებულია 622 წელს მუჰამედისა და მისი თანამოაზრეების მექადან მედინაშა გაქცევასთან. ეს თარიღი-622 წელი ამ წელთაღრიცხვის დასაბამად ითვლება

8.ასანთის გამოგონება ეკუთვნის გერმანელ ქიმიკოსს კამერერას, რომელმაც 1833 წელს თეთრი ფოსფორისგან მიიღო მასა, რომელიც ხაოიან ზედაპირზე ხახუნით ადვილად აალდება. მოგვიანებით აღმოაჩინეს წითელი ფოსფორი, რომელიც არ იყო მომწამვლელი და საშიში ადამიანისთვის. 1950 წელს კი შვედეთში გამოიგონეს უსაფრთხო ასანთი, რომელსაც დღემდე ვიყენებთ

9.მალაიზიაში მოქმედებს კანონი, რომლის თანახმადაც ნებნისმიერი ემიგრანტი, რომელიც არალეგალურად შედის ამ ქვეყანაში სამუშაოდ და 90 დღეზე მეტ ხანს რჩება, ისჯება ბამბუკის ჯოხით ცემით. ცემის შემდეგ, კანონის დამრღვევს ქვეყნიდან აძევებენ.

10.ძველი ბერძნები წრეს ყველაზე სრულყოფილ ფიგურას უწოდებდნენ

11.ერვინ შრედინგერი.
გარდა კატებზე ცნობილი ექსპერიმენტებისა, შრედინგერმა ასევე შეიტანა თავისი წვლილი ფიზიკაში. ავსტრიელი თეორეტიკოსი მიიჩნევა კვანტური მექანიკის ფუძემდებლად. ის ასევე იყო ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის სფეროში და განათლება მიიღო სახლში 10 წლამდე, რადგანაც ვერ შედიოდა ბავშვებთან ურთიერთობაში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ის ცნობილი გახდა თავისი ექსპერიმენტით „შრედინგერის კატა“ (რომელშიც კატა ამავდროულად ცოცხალიც არის და მკვდარიც). ეს ექსპერიმენტი იყო ახსნა, თუ რატომ იყო მისი აზრზით ეს თეორია უაზრო.

12. როდესაც ლონდონის საფოსტო ტელეგრაფის მუშაკები გაიფიცნენ, ტელეგრაფი მხოლოდ სამგლოვიარო დეპეშებს Iრებდა, რომელიც ვოინმეს გარდაცვალებას იტყობინებოდა. ერთ დრეს ტელეგრაფის შენობა გაივსო სამწუხარო შინაარსის დეპეშებით: “ბიძია გარდაიცვალა, სასწრაფოდ გაყიდეთ იმპერიალ ქემიკლის აქციები ” < -აი რა ჭკვიანი ბირჟHის მაკლერებიო იყვნენ მაშინ

13. იტალიის მთებში მდებარეობს პატარა დასახლება სახელწოდებით სან-ვინჩენტო-სოტო -პალერმო, რომელიც რაიმე ღირსშესანიშნაობით არ გამოირცევა. ამიტომ, ტურისტების მოზიდვის მიზნით ქალაქის მამებმა გაზეთში გამოქვეყნეს განცხადება: მოინახულეთ ჩვენი ქალაქი, აქ სიწყნარეა, მანქანები და მოტოციკლები არ დადიან. მხოლოდ ვირები დაიარებიან. ჩამობრძანდით და ამაში თავად დარწმუნდებით

14.იაპონური ჭიდაობა სუმოში სპორტსმენები მოწინააღმდეგის დასამარცხებლად იყენებენ 48 სხვადასხვა ხერხს. წარსულში თუ ჩემპიონი-ეკოძუნი ბვინმესთან ტურნირში დამარცხდებოდა, მას აუცილებლად უნდა გაეკეთებინა ჰარიკირი

15.მე-15-ე საუკუნეში ინგლისაა და საფრანგეთს შორის გაჩაღებული სამხედრო კონფლიქტის დროს, ერთადერთს ვისაც შეეძლო უშფოთველდ გადაეკვეთა საზღვარი იყო ადამიანის ზომის თოჯინა, რომელიც ამ ეპოქის შესაბამის მოდაზე გახლდათ ჩაცმული და საზღვარზე ამგვარად გადაჰქონდათ ინფორმაცია ახალი მოდის შესახებ. თოჯინას ჰქონდა საკუთარი ზანდუკიც, რომელშიც მზითევი იყო მოთავსებული, ტუალეტის საგნები და ფეხსაცმელები. ასე მოგზაურობდა თოჯინა მრავალი წლის მანძილზე სენტ-ჯეიმსისა და ვერსალის სასახლეებს შორის, ზავის დადებამდე.

16.როდესაც აშშ-ში შეიქმნა მიჩიგანის შტატი, რამდენიმე ქალაქმა განაცხადა პრეტენზია მის დედაქალაქობაზე, მაგრამ ვერც ერთმა მათგანმა ვერ შეძლო საკმარისი ხმების დაგროვება. ამიტომ გამოიძებნა დედაქალქის შერჩევის ორიგინალური ხერხი. კერძოდ , მოძებნეს მიჩიგანის შტატის გეოგრაფიული ცენტრი, რომელიც აღმოჩნდა უღრანი ტყე. ზუსტად აქ გაშენდა დედაქალაქი სახელწოდებით ლანსინგი

17.ზოოპარკში … მხოლოდ მწერები
საკმაოდ იშვიათი ზოოპარკი ჩვენს პლანეტაზე, ისიც ამერიკაში !
მსოფლიოში პირველი ზოოპარკი, სადაც მხოლოდ მწერებია წარმოდგენილი, გახსნილია ვაშინგტონის მახლობლად. ზოოპარკის თითქმის ყველა თანამშრომელი საკმაოდ ცნობილი მეცნიერია. ბუნებრივს მიახლოებული სასიცოცხლო პირობების შექმნა პეპლებისა და ხოჭოებისთვის არცთუ ისე ადვილია. სპეციალისტები რგავენ განსაკუთრებულ ბალახსა და ყვავილებს, აგებენ აუზებსა და ორანჟერეებს. დიდი ყურადღება ექცევა იმ მწერებს , რომლებიც გადაშენების გზაზეა. მეცნიერთა ერთი ჯგუფი კი მოგზაურობს დედამიწის სხვადასხვა რეგიონში ზოოპარკისთვის ორიგინალური და იშვიათი მწერების შესაგროვებლად.

თეგები

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Close
Close