არქივი

სკინჰედები

0e08ec51e3e7

სკინჰედები-ადამიანთა დაჯგუფება, რომელიც მეოცე საუკენეში შეიქმნა. ბევრი მათ აიგივებს ნეო ნაცისტებთან ან რასისტებთან, რაც დიდი სიცრუეა. ძალიან საინტერესო ხალხია, რომელთაც საკუთარი აზრი აქვთ.

სკინჰედები არ არიან ნაცისტები ან რასისტები! 

სკინჰედების სამი ტალღა არსებობს. პირველი ტალღა 60-იან წლებში დაიწყო, სწორედ ამ დროს აქ დაიწყო სკინჰედების კულტურის განვითარება. ამ დროს, ლონდონში დიდი კონტრასტი იყო, არსებობდნენ მდიდრები და არსებობდნენ ღარიბები. სკინ კულტურის განვითარებაში კი დიდი როლი იამაიკელმა ემიგრანტებმა ითამაშეს კერძოდ კი მათმა მუსიკამ რომელსაც ერქვა „სკა“, სკა მუსიკისა და იმდროინდელი პოპულარული მოდ-კულტურის სინთეზით შეიქმნა სკინჰედ კულტურა, მოდი მარტივად რომ ვთქვათ ამერიკული როკ-ნ-როლ კულტურის ბრიტანული ანალოგი გახლდათ. ამ დროს გაჩნდა ტერმინი “Teddy Boys” რაც ზედმეტად მოწესრიგებულ ბიჭს ნიშნავს და სწორედ ასეთები იყვნენ მოდები, ძნელი წარმოსადგენია დღევანდელი სკინჰედების შემხედვარე იმისი წარმოდგენა რომ მათი წინაპრები „გამოწკეპილი“ ბიჭუნები იყვნენ. ამ წლებში შეიქმნა ჰარდ-მოდ(Hard-Mod) კულტურა. 

ჰარდ-მოდები დიდად განსხვავდებოდნენ ჩვეულებრივი სკინჰედებისაგან. ჰარდ მოდების მიერ წარმოიშვა ინგლისის საფეხბურთო ფანობა. ისინი განთქმულნი არიან სისასტიკით. მათ იმიტომ ჰქონდათ მოკლე თმა, რომ ჩხუბში არ შეეშალა ხელი. დღესაც მრავლად არიან ჰარდ-მოდები. საერთოდ სკინჰედები იშვიათად იყენებდნენ ამ ტერმინს საკუთარი თავის დასახასიათებლად, ძირითადად სხვადასხვა დაჯგუფებებს განსხვავებული სახელები ჰქონდათ მაგალითად herberts (გლაზგოს ერთ ერთი ქუჩა) ან street kids, spy kids, peanuts და სხვა.

საერთოდ სკინების ჩაცმულობა თავიდანვე გარკვეულ ჩარჩოებში იყო მოქცეული, მოდები ცდილობდნენ რაც შეიძლება ძვირფასი და მოდური ტანისამოსი ჩეაეცვათ მაგრამ მას შემდეგ რაც მოხდა სკინ კულტურის ჩამოყალიბება მათ უპირატესობა მიანიჭეს ჯინსებს კერძოდ ბრენდ „Levi Jeans“ ჟაკეტებს ძირითადად Flight Jacket ან Bomber Jacket, ანუ ეგრედ წოდებული „პილოტკები“ ხოლო ჩექმები კი სამხედრო სტილის Doc Marten ფირმის იყო. სკინჰედ მეძრაობის მეორე ტალღა დაემთხვა ბრიტანეთში პანკის განვითარებას, ამ დროისათვის ყველაზე პოპულარული იყო ეგრეთ წოდებული ქუჩის პანკი რომელსაც შემდეგ ჟურნალ სანის კორესპონდენტმა „Oi!“ უწოდა, სწორედ ეს მუსიკა გახდა მეორე თაობის სკინებისთვის ყველაზე მისაღები რადგან ის იყო აგრესიული, მემარცხენე ლირიკით და მუშათა კლასზე ორიენტირებული.

ამ პერიოდში მოხდა სკინების პოლიტიკურად გააქტიურება, ამან გამოიწვია თვითონ სკინჰედ მოძრაობაში ორი მიმართულების გაჩენა, ერთი მკვეთღად მემარცხენე მეორე მკვეთრად მემარჯვენე, სწორედ მემარჯვენე ფრთამ პირველად დაამყარა კონტაქტი ბრიტანეთის ნაციონალისტურ ორგანიზაციებთან ხოლო მემარცხენეებმა კი უფრო კომუნისტურ ორგანიზაციებთან დაიწყეს დაახლოება, სკინები კარგ იარაღად იქცნენ მემარჯვენე და მემარცხენე პარტიების ხელში ახალგაზრდობის მოსაზიდად, ამ პერიოდში გამოჩნდა პანკ ჯგუფი „Skrewdriver“ რომელიც შემდეგ ჩამოყალიბდა მემარჯვენე სკინ ჯგუფად და შეუერთდა ბრიტანეთის ნაციონალურ ფრონტს იგი ხშირად ატარებდა კონცერტებს ეგიდით „როკი კომუნიზმის წინააღმდეგ“.

70 იანებიდან კი მოხდა სამწუხარო რამ როცა პრესამ სკინჰედ მოძრაობა რასისტულ მოძრაობად შერაცხა, ამან დიდი დარტყმა მიაყენა მთელს სკინ მოძრაობას, ძველი თაობის სკინები საერთოდ გაემიჯნენ ახალი თაობის სკინებს თუმცა ახალ თაობაშიც ამან დიდი შეხლა შემოხლა გამოიწვია, თამამად შეიძლება ითქვას რომ პოლიტიკურ ბრძოლას შეეწირა სკინჰედ მოძრაობის როგორც სოციალური თანასწორობისთვის მებრძოლი ჯგუფის იმიჯი. ამან გამოიწვია ის რომ ნეო ნაცისტური ორგანიზაციის წევრებმა რომელთაც წარმოდგენა არ ჰქონდათ სკინ კულტურაზე და ძირითადად შეძლებული ან საშუალო კლასის წარმომადგენლები იყვნენ დრო იხელთეს და საკუთარ თავს სკინჰედები უწოდეს. 80 იანი წლებიდან სკინჰედების ნეგატიურმა იმიჯმა ძალიან დააზარალა ეს მოძრაობა, ფაქტიურად მან დაკარგა ის იდეოლოგია რაც მასში თავიდანვე იდო, ის უბრალოდ ნეო ნაცისტების და სხვა ექსტრემისტულად განწყობილი ახალგაზრდების თავშესაფრად იქცა.

80 იანების შუა ნახევრიდან კვლავ დაიწყო ტრადიციული ღირებულებების აღორძინება, ამ პერიოდში გამძაფრდა ნამდვილი სკინებისა და არატრადიციული სკინების (ნაცისტები, ანარქისტები, კომუნისტები). მესამე ტალღა 90 იანებიდან დაიწყო, ეს იქცა ნამდვილი სკინჰედ მოძრაობის აღორძინების ეპოქად, თანამედროვე სკინ მოძრაობა სინთეზია ძველი ჰარდ მოდ მოძრაობისა და პანკ/ჰარდკორ მოძრაობას შორის, მიუხედავად იმისა რომ სკინჰედების იმიჯი კვლავინდებურად არასახარბიელოა მაინც ასე თუ ისე ახერხებენ ნამდვილი სკინ მოძრაობის განვითარებას, ამაში დიდ როლს კი ძველი სკინები თამაშობენ რომელთაც კვლავ გადაწყვიტეს მიეხედათ საკუთარი სუბკულტურისთვის.

დღეისათვის არსებობს რამდენიმე სკინ მოძრაობა ესენია:

1) ტრადიციული სკინჰედ მოძრაობა (Traditional Skinheads)-სკინები რომლებიც მისდევენ სკინჰედ მოძრაობის თავდაპირველ პრინციპებს.

2) S.H.A.R.P. (Skinhead Against Racial Prejudices)-80 იანების ამერიკაში ჩამოყალიბებული ანტინაცისტური დაჯგუფებები რომლებიც საკუთარ თავს უწოდებდნენ-„შურისძიების რაზმი, სამართლიანობისა და ერთობისთვის“.

3) R.A.S.H. (Red & Anarchist Skinheads)-პოლიტიკურ/ ანარქისტულ/ ექსტრემისტული მოძრაობა. წითელი სკინები ერთ-ერთი ყველაზე მებრძოლი და რადიკალურად განწყოფილი სკინჰედ დაჯგუფებაა.

4) ნს სკინები (Nazi skinheads ან National Socialist skinheads)-ტრადიციულ სკინჰედ მოძრაობასთან არანაირი კავშირი არააქვთ გარდა ჩაცმულობისა, სკინ მოძრაობად მხოლოდ პირობითად მოიაზრება, ეს სწორედ 70-80 იანების ანტისკინჰედური კამპანიის შედეგია. ისინი რასობრივი თეორიის მომხრეები არიან, აღმატებულ რასად მხოლოდ არიულ რასას მიიჩნევენ (დასავლეთ ევროპა, სკანდინავია).

5) Straight edge სკინები (sXe Skinheads)-სკინჰედები რომლებიც ასევე Straight edge-ერები არიან.

Back to top button