არქივი

8 ფაქტი მარსის ,,ცნობისმოყვარეობის” შესახებ

curiosity rover

როგორც იცით აგვისტოში ნასამ მარსში რობოტი ცნობისმოყვარეობა გაუშვა. მე კი შევეცდები პატარა 
ინფორმაცია მოგაწოდოთ მის და მისი მისიის შესახებ.

1. რა არის ამ მისიის მიზანი? — ყველგანმავალს პირველ რიგში ევალება ბიოლოგიური პოტენციალის შემოწმება, ის ძებნას დაუწყებს “სიცოცხლის სამშენებლო აგურებს” და ასევე თანმდევ ბიოლოგიურ პროცესებს, ანუ მოძებნის უმარტივეს სიცოცხლეს და მის შესაძლებლობას მარსზე. გაიგებს რა გეოლოგიური პროცესები უძღოდა წინ კლდეების ჩამოყალიბებას მარსზე, ამისთვის ის შეისწავლის იზოტოპურ და მინერალურ შემადგენლობას ზედაპირზე. შეისწავლის წარსულში და მომავალში მარსზე დასახლების შესაძლებლობას, წყლის და ნახშიროჟანგის ციკლებს და განაწილებას. დაახასიათებს ზედაპირის რადიაციის ვრცელ სპექტრს.

2. რატომ აარჩიეს მაინცდამაინც ეს კრატერი? — ჰეილის კრატერი დაბალ სიმაღლეზეა, შესაძლოა წარსულში ის წყლითაც იყო სავსე, რაზეც თიხა და სხვა მინერალები მიუთითებს. კრატერის გაჩენამ სხვა ფენებიც გამოაჩინა, რომელიც პლანეტის გარემოზე მნიშვნელოვან ცნობებს ატარებს. თუ ადრე პატარა ყველგანმავლებს უსაფრთხო ადგილებში სვამდნენ, “საჰაერო ამწის” დანერგვამ მეცნიერებს საშუალება მისცა გამოიკვლიოს მარსი დაჯდომის ადგილიდან ცოტა მოშორებით, კერძოდ კრატერი და მისი მცირე ამაღლებები. კრატერის დიამეტრია 154კმ და 3.5 მილიარდი წლისაა.

3. რატომ გამოიყენეს “საჰაერო ამწე”? — ყველგანმავალი “ცნობისმოყვარეობა” ყველაზე დიდია აქამდე გაგზავნილ როვერებს შორის, ის ასევე ყველაზე მძიმეცაა 899კგ, მაშინ როცა მისი წინამორბედები სულ 170კგ იწონიდნენ და ისინი საჰაერო ბალიშების გამოყენებით, პირდაპირ ფეხებზე დასვეს, დიდი წონის გამო, ეს არ მოხერხდებოდა “ცნობისმოყვარეობა”- სთვის.

4. რა დრო სჭირდება მონაცემთა გადაცემას დედამიწიდან მარსზე? — ამჟამად, 13.8 წუთია საჭირო მონაცემების ერთი მიმართულებით გადასაცემად.

5. რა განსხვავებაა ამ და ძველ პატარა ყველგანმავლებს შორის? — “ცნობისმოყვარეობა” ს უზარმაზარი რაოდენობა სამეცნიერო მოწყობილობები აქვს თან წაღებული, მათ შორისაა ლაზერული სპექტროსკოპი, გაზების ქრომატოგრაფი, მასის სპექტომეტრი და სხვა მოწყობილობები, რაც საჭიროა ზედაპირის და სხვა ანალიზებისთვის

6. რატომ იყო პირველი სურათი ასეთი პატარა და იქნება თუ არა უკეთესები? — პირველი სურათი გადაღებული იქნა წარმატებული დაჯდომის დასადასტურებლად, ის გადაიღო მეორადმა კამერამ, რომელიც როვერის გარშემოა დაყენებული და უნდა აარიდოს დაზიანება ყველგანმავალს. თუმცა მას გააჩნია 1600 x 1200 ფოტოების გადამღები კამერა MDI, კამერა MastCam 1600 x 1200 ფოტო და 720p ვიდეო 4 — 7 fps ით, ასევე HLI კამერა, იგივე გარჩევადობის ფოტოგადაღებისთვის, ოღონდ მიახლოებული ხედებით, გარდა ამისა ChemCam რომელიც იღებს 1024 x 1024 მონოქრომულ სურათებს, ტელესკოპირების შესაძლებლობით. ეს კამერები მომდევნო დღეებში ამუშავდება, სხვა სამეცნიერო მოწყობილობებთან ერთად.

7. რითი იკვებება, რა არის “ცნობისმოყვარეობის” ენერგიის წყარო? — როვერი მუშაობს რადიოიზოტოპურ, თერმოელექტონულ ენერგიის გენერატორზე რომელსაც 4,8 კგ პლუტონიუმის ორჟანგი ასაზრდოებს. ის შექმნილია იმისთვის, რომ ყველგანმავალი 14 წელი კვებოს.

8. როდის დაიწყება ექსპერიმენტები? როდის გადაადგილდება პირველად? — ერთ კვირაში, როვერი პირველ მოგზაურობას დაიწყებს, დაახლოებით 1 თვე შემოწმების შემდეგ დაიწყება სამეცნიერო ოპერაციები.

მსგავსი ამბები

Back to top button