გასართობისაკითხავიუცნაური

სასტუმრო ფუტკრებისთვის

ყველასათვის ცნობილია, რომ ფუტკარი სკაში ბინადრობს. თუმცა, აღსანიშნავია რომ ფუტკრების 90 % -ს არ უყვრს პოპულაციებში ცხოვრება და არჩევენ ცალკე “სახლში” ცხოვრებას. ამ სიახლეში წარმოგიდგენთ ფუტკრებისთვის განკუთვნილ რეალურ სასტუმროებს-ამ მწრების გაუჩინარების თავიდან ასარიდებლად ( პოპულაციეაში მობეზრებული ფუტკარი სკას ტოვებს). ეს განსაკუთრებულად კარგად მოერგო იმ ადამიანებს, რომლებსაც ქალაქში ჰყავთ ფუტკრები და სკიდან გასულები სხვა მწერებს ეჯვარებიან. როგორც ხედასვთ, ფუტკრის სასტუმროებიდან თითოეული სხვადასხვა ფორმისა და ზომისაა, მაგრამ არსებობს რღაც, რაც მატ აერთიანებს და ერთ ჩარჩოში აქცევს: ხისა და ბამბუკის კედლები, შიდა ხვრელი უნდა იყოს გლუვი, ფუტკარმა იგი ვერ უნდა დააზიანაოს და წვიმამ ამ “სახლ;ში” ვერ უნდა შეაღწიოს.

დედა ფუტკარი, ზოგჯერ მას დედოფალსაც ეძახიან, იგი ოჯახის უფროსია და მის გარეშე ოჯახი ვერ მრავლდება და მცირე ხანში იღუპება. და რაც აღსანიშნავია დედა ფუტკარს კარგად განვითარებული აქვს სასქესო ორგანოები. იგი მთელ დროს სკაში ატარებს ,ხოლო ფრენა მას სჭირდება მხოლოდ გასანაყოფიერებლად, დღე-ღამეში დედა ფუტკარი დებს 3000-მდე კვერცხს.მსხვილ მამალ ფუტკრებს და არა მუშა ფუტკრებს, დაკისრებილი აქვთ მხოლოდ დედა ფუტკრის განაყოფიერების ფუნქცია.განაყოფიერება ხდება სკიდან გარეთ. დედა ფუტკარი გამოფრინდება სკიდან და მამალი ფიტკრები ანაყოფიერებენ ფრენისას. განაყოფიერებული დედა ბრუნდება სკაში და იწყებს კვერცხის დებას.

ამჟამად მიჩნეულია, რომ არც ბუნებაში და არც მედიცინაში არ არსებობს ფუტტკრის რძეზე ბიოსტიმულატორი ცოცხალი ორგანიზმების გაახალგაზრდავების და გამრავლების სტიმულირებისათვის;უნოკალური შემადგენლობის წყალობით ფუტკრის რძეს „ჟადოსნურ წამალს“ უწოდებენ. ერთი ოჯახის ფუტკრები არჩევენ თავისიანებს ფერომონების საშუალებით, ამიტომ სხვა ოჯახის ფუტკრის მოხვედრა სკაში გამორიცხულია – მას ჩხუბით გააგდებენ სკიდან.

”მამალი სხვაგვარია, ის ზომაში ყველას აღემატება, ნესტარი არა აქვს და ბრიყვია.” მუშა ფუტკრებისთვის სასარგებლოა მამლების ყოფნა მათ შორის, რადგან მამლების ყოფნა მათ მწარმოებლურობას ზრდის. ფუტკრები , რომლებიც ჰყავთ დასახლებულ ადგილებში განსხვავდებიან მთის ფუტკრებისგან, რომლებიც ტყეში ცხოვრობენ, ისინი მეტად ბუსუსებიანი, ზომით მცირე, მეტად შრომისუნარიანი და აგრესიულები არიან. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ულვშდაგლეჯილი ფუტკარი ყოვლად უვარგისი წევრია ფუტკართა ოჯხში, ვინაიდან იგი მოკლებულია სამ გრძნობას.

ფუტკარს, როგორც საზოგადოდ ყოველგვარ მწერს არ აქქვს ჩონჩხი, ე.ი ერთმანეთთან დაკავშირებული ძვლები, რაზედაც აშენებულია ტანი ცხოველისა;

ჩონჩხის მაგივრობას უწევს ეგრეთ წოდებული გარედკანი; თვალები ფუტკარს აქვს ორგვარი: რთული და მარტივი. გამადიდებელი შუშის საშუალებით ფუტკრის რთულ თვალებში შეუნიშნავთ რამდენიმე ათასი განუვითარებელი ექვსკუთხედი პაწია თვალი. ასეთი თვალები მამალ ფუტკრებს უფრო მეტი აქვთ ვიდრე მუშებს და დედას. ამ რთული თვალების არსებობით უნდა აიხსნა ის გარემოება, რომ ფუტკრები თითქმის ყოველმხრივ ხედავენ.

კარგი ფუტკრები სწორ ფიჭებს აშენებენ, პრიალა ზედაპირით. ფუტკრები გაზზაფხულზე იწყებენ ფიჭის შენებით, რომელშიც ზრდიან ბარტყს, შემდეგ ზაფხულის და შემოდგომის განმავლობაში ფიჭებში აგროვებენ თაფლს, რომელიც არის მათი საკვები , ხოლო შემოდგომის თაფლი უმჯობესია ყოველთვის. საინტერესოა, როგორ აშენებენ ფუტკრები ფიჭას? რა მასალისაგან აკეთებენ ფუტკრები ფიჭას.ფიჭის გადადნობის შემდეგ ვღებულობთ სანთელს. მეცნიერმა გუბერმა დაამტკიცა რომ მართალია, ჭეოს ფიჭის გაკეთებაში მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ფიჭის საშენ მასალად მაინც გამოუსადეგარია; მან დაამტკიცა, რომ ფიჭა კეთდება სანთლისაგან, სანთელი კი ისეთივე ორგანული ნივთიერებაა, როგორც ქონი, როგორც ოფლი (ჭენჭი). სანთელი მუშავდება მუშა ფუტკრის სხეულში და ქონის სახით გამოჟონავს გარეთ.სანთელი არის ცხიმოვანი ნივთიერება 00_ის დროს მაგრდება, მომეტებულ სითბოში (250) რბილდება და იღვენთება, 660 _კი დნება, 800_დუღდება, 3000_ზე ორთქლად იქცევა. ახლად გაკეთებული ფიჭა თეთრია.

ფუტკარი თითო სამუშაო გაფრენისას არ მუშაობს სხვადასხვა ყვავილებზე, არამედ იისფერიდან გადადის იისფერზე და არ ეხება სხვა სახეობებს , სანამ შინ არ მოვა. აი პუნქტუალობაც ამას ქვია!

ფუტკრები მხოლოდ ორმოცი დღე ისვენებენ, ზამთარში, ნაბუნიობის დროს.

ჩინურ თაფლს დაედო დიდი გადასახადი, რადგან ჩინელებმა იაფფასიანი თაფლით გაავსეს ბაზარი და ცუდ დღეში ჩააგდეს ადგილობრივი თაფლის მწარმოებლები.ჩვენ მხოლოდ ამას მოვითხოვთ, რომ თაფლის ეტიკეტზე სწორად იყოს მითითებული მწარმოებელი ქვეყანა და შე-არც “მაისის მტაფლს და არც მთის თაფლს” ჩვენთან უფრო ნატურალურია და დააგემოვნეთ ყოველ;თვის ეს სასარგებლო “ჯადოსანი” ტაფლი

თეგები

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Close
Close