კრეატივისურათებიუცნაური

მაიკლ კუტჩის გზა წარმატებამდე

მაიკლ კუტჩი- საკმაოდ ნიჭიერი თვითნასწავლი მხატვარი, რომლის ცოდნის წყაროც სკოლის ხატვის გაკვეთილები იყო, ხოლო წარმატების საფუძველი-მუდმივი სწრაფვა სრულყოფილებისაკენ. მიუხედავად იმისა, რომ მაიკლლი ახალგაზრდაა, მას ეკუთვნის ფანტასტიკური ფილმების ნამუშევრები: ‘ალისა საოცრებათა ქვეყანაში’; “ჯონ კარტერი”, “თორი'” და სხვა.

მაიკლის ილუსტრაციები ინდივიდუალურ სტილს გამოხატავენ , ნათელი ფერები კი თითოეულ პერსონაჟს ნამდვილად უხდება. მაიკლი ამჯამად გერმანიის მოქალაქეა, თუმცა ცხოვრობს და მოღვაწეობს ლოს-ანჯელესში, კალიფორნისს შტატი. პატარაობიდან მაიკლის ბაბუას ბავშვი დაჰყავდა სამხატვრო გამოფენებსა და მუზეუმებში. ამან ნამდვილად დიდი გავლენა მოახდინა ბავშის მისწრაფებებზე. მისი მამა არქიტექტორი იყო, რომელიც პროგრამისტად მუშაობდა. მან შვილს პერსონალური კომპიუტერი აჩუქა და ასწავლა უმარტივესი პროგრამების წერა.

კუტჩი ხატვას 4 წლიდან დაეჩვია, ხოლო ამ პროფესიას სერიოზულად 14 წლის ასაკში მოეკიდა. მაიკლი ინტერვიუებში ამტკიცებს, რომ სწორად კომპიუტერთან ადრეულ ასაკში დაწყებული ურთიერთობა დაეხმარა გრაფიკის ხარისხიანად შესწავლაში.გერმანელი ნიჭიერი მხატვრის ბედი საკმაოდ უცნაურად წარიმართა. 18 წლიდან იგი პატარა 3D სტუდიაში მუშაობდა. ამ სტუდიას ფინანსური პრობლემები ჰქონდა და მხატვარს ნებისმიერი საქმის გაკეთება უნდა შესძლებოდა-პლაკატები,ალბომების გაფორმება, რეკლამა, მუსიკალური კლიპები.

მიუხედავად ასეთი მიდგომისა, სტუდია გაკოტრდა, ხოლო მაიკლმა ფრილანსერად დაიწყო მოღვაწეობა. მისი პირველი სერიოზული სამუშაო იყო ‘Total War’ – ამ თამაშის ქავერის გაკეთება, რომელიც ძალიან მოწონა SEGA & The Creative Assembly-ს. შემდეგ მხატვარმა რეზიუმე CGSociety-ში გააგზავნა, სადაც მისი ნამუშევრები მოეწონა Sony Pictures Imageworks-ს. აღნიშნული კომპანია იმ დროს ეძებდა ფილმის პერსონაჟებისთვის დიზაინერს. მაიკლი 30 წლის იყო, როდესაც რეჟისორმა ტიმ ბიორტონმა შემაჩნია მისი ინდივიდუალიზმი ნამშევრებში და შესთავაზა ახალგაზრდა დიზაინერს ემუშავა ფილმზე ლუის კეროლის ნაწარმოებზე -“ალისა საოცრებათა ქვეყანაში”.

ეხლა ცოტაოდენი თვით ფილმის შესახებ: 18-19 წლის ალისა კინგსლის ცხოვრება რადიკალურად იცვლება. ვიქტორიანულ წვეულებაზე, ალისას ხელს სთხოვს ხემიში, მდიდარი, მაგრამ სულელი ლორდის შვილი. გოგონა პასუხს არ მისცემს, გაიქცევა და კურდღელს გაყვება, ნახავს როგორ გაქრება მისი დევნის ობიექტი კურდღლის სოროში და მოულოდნელად, ალისა იქ თვითონაც ჩავარდება და მიწისქვეშა სამყაროში აღოჩნდება…და ახალგაზრდა დიზაინერმა გაამართლა რეჟისორის ნდობა და ილუსტრაციებში გამოხატა თავისი ინდივიდუალიზმი.

თეგები

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close