საკითხავისასარგებლო

ჯანმრთელობის 10 მცნება

4a5becf95dea

პოსტში იხილეთ ჯანმრთელობის 10 მცნება:

1.პატივი ეც სხეულს შენსას,როგორც სიცოცხლის უდიდეს გამოვლენას.
2.უარჰყავ ყოველგვარი არაბუნებრივი უსიცოცხლო საჭმელი და აღმგზნები სასმელი.
3.ჰკვებე სხეული შენი მხოლოდ ბუნებრივი,გადაუმუშავებელი,ცოცხალი პროდუქტებით.
4.მოახმარე წლები საკუთარი ჯანმრთელობისადმი ერთგულ და უანგარო სამსახურს.
5.გაიჯანსაღე ტანი მოქმედების და დასვენების თანაზომიერი მონაცვლეობით.
6.გაიწმინდე უჯრედები,ქსოვილი და სისხლი სუფთა ჰაერითა და მზის სხივებით.
7.უარჰყავ ყოველგვარი საჭმელი, როცა შენი გონება ან სხეული უქეიფობას გრძნობს.
8.იქონიე აზრები, სიტყვები და ემოციები წმინდად,მშვიდად და ამაღლებულად.
9.ნიადაგ აღიმაღლე ცოდნა ბუნების კანონებისა, აქციე ის შენი ცხოვრების დევიზად,სიხარულად აქციე შრომა.
10.დაემორჩილე ბუნების კანონებს. ჯანმრთელობა შენი უფლებაა. ისარგებლე ამ უფლებით.

7bff8bdd1bcd

ლობიო: ცნობილმა ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს,რომ წვნიანი კერძის დღეში ორჯერ მირთმევის შემთხვევაში სტრესთან ბრძოლა უფრო ადვილია. ამის მიზეზი კი ის გახლავთ,რომ ამგვარი კვებოთი მენიუს შედეგად სისხლში ორჯერ ნაკლებად გამომუშავდება ნივთიერებები,რომლებიც ჩვეულებრივ სტრესისა და ნერვიულობის დროს წარმოიქმნება.
0e8b181595ce

სტაფილო: ნედლი სტაფილოს ყოველდღიური მიღება მნიშვნელოვნად ამარაგებს ორგანიზმს,ზრდის მის წინააღმდეგუნარიანობას ინფექციური დაავადებებისა და გარე სამყაროს არასასურველი ზემოქმედების მიმართ. მას იყენებენ დიეტურ კვებაში,ასევე ურჩევენ ავთვისებიანი კიბოთი დაავადებულ ავადმყოფებსაც. ის შეიცავს მინერალურ მარილებს-კალციუმს,ფოსფორს,რკინას.

d77b2f48bc1e

ატამი:

ატამი გამორჩეულია წვნიანი ნაყოფით. თუ ნაყოფს კურკა იოლად სცილდება,ეს ყველაზე სასარგებლო და გემრიელი ატამია. შედარებით მაგარია მოთეთრო ატამი,რომელსაც კომპოტების მოსამზადებლადაა კარგი. ატამში არსებული კალიუმის გამო,თუ მას დიდი რაოდენობით მივიღებთ აქვს შარდმდენი ეფექტი. რკინა ატამში ორჯერ მეტია ვიდრე ვაშლში.

წყარო: www.intermedia.ge

თეგები

Nene

:))

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close