არქივი

ცნობილი როკერების სიკვდილის შესახებ (ნაწილი 2)

425514ca6788

ცნობილი მუსიკოსების ისტორიები და სიცოცხლის ბოლო დღეები.

e0f22f3a6a95

1) Master of Puppets -ის მხარდამჭერი ევროპული Damage Inc. ტურნეს დროს ჯგუფის წევრები უჩიოდნენ ავტობუსის მოუხერხებელ და უკომფორტო საძინებლებს. 26 სექტემბრის საღამოს გადაწყვიტეს კარტი ეთამაშათ იმის გასარკვევად, ვინ ამოირჩევდა პირველი საძინებელს. კლიფმა მოიგო კარტში ტუზ ყვავით (რომელსაც ასევე „სიკვდილის კარტსაც“ უწოდებენ) და აირჩია კირკის საძინებელი. დილის შვიდ საათს რამდენიმე წუთი ეკლდა, როცა მძღოლმა მართვაზე კონტროლი დაკარგა და ავტობუსი რამდენჯერმე ამობრუნდა, მძღოლის ვერსიით, ყინულზე მოცურდა. ამ დროს ყველას ეძინა. ეს მოხდა დორარპის მახლობლად, შვედეთის სამხრეთ აგრალურ ნაწილში, ორი მილით ჩრდილოეთით ლიუნგბაიდან. ჯეიმზმა, ლარსმა და კირკმა უმნიშვნელო დაზიანებები მიიღეს, ხოლო კლიფი ფანჯრიდან გადმოვარდა და ავტობუსის ქვეშ მოყვა. უკვე იყო თუ არა კლიფი მკვდარი, გაურკვეველი რჩება. ამწეს, რომელიც ავტობუსს ეწეოდა, ბაგირი გაუწყდა და ავტობუსი მეორედ დაეცა კლიფს.
მოგვიანებით ჯეიმზმა განაცხადა, რომ პირველი შთაბეჭდილებით მას ეჯერა, რომ ავტობუსის ამოტრიალება მძღოლის ბრალი იყო, რადგან ინციდენტის შემდეგ ალკოჰოლის სუნი ამოსდიოდა პირიდან. მისივე განცხადებით, მან დიდი მანძილი გაიარა ფეხით უკან გზაზე ყინულის ძებნაში, მაგრამ ვერაფერი იპოვა. ადგილობრივმა ფოტოგრაფმა ლენარტ უენბერგმა, რომელიც ავარიის სცენას შეესწრო, შეკითხვაზე რამდენად დიდი იყო ალბათობა, რომ ავარია ყინულს გამოეწვია, უპასუხა, რომ ეს შეკითხვა არ უნდა დაესვათ, რადგან გზა მშრალი იყო, ხოლო ტემპერატურა ორი გრადუსი ცელსიუსით (37 ფარეჰეიტით). ეს ვერსია დადასტურდა ასევე ლიუნგბაის დეტექტივის არნ პეტერსონის მიერ ადგილობრივი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში, სადაც აღნიშნული იყო, რომ გზაზე ნაპოვნი თვლების კვალი ზუსტად ემთხვეოდა კვალს, რომლის ნახვაც მაშინ შეიძლება, როდესაც მძღოლს სძინავს საჭესთან. თუმცა მძღოლმა დაიფიცა, რომ მთელი დღე ეძინა და სრულიად დასვენებული იყო. ამ მტკიცებულებას ადასტურებდა სხვა ტურნეს ავტობუსის მძღოლი. მძღოლი უდანაშაულოდ ცნეს და არავითარი სანქციები არ იქნა მის მიმართ გატარებული.

425514ca6788

2) Kurt Cobain კურტ კობეინი რომლის სიკვდილის შესახებაც ალბათ ყველას სმენია რაღაც, თუნდაც ის რომ კობეინიც 27 იანების კლუბშია. როლინგ სთოუნის გამოკითხვების მიხედვით კურტი მეტორმეტე ადგილზეა საუკეთესო გიტარისტებს შორის.სიცოცხლის ბოლო თვეების განმავლობაში კურტი ღრმად იყო ჩაფლობილი დეპრესიაში კლინიკაშიც მოხვდა რამოდენიმეჯერ ნარკოტიკის გადაჭარბებული დოზის გამო. კურტს ასევე გაუფუჭდა ურთიერთობა თავისი ჯგუგის ჭევრებთან, ის ამბობდა კიდეც რომ ნირვანას ვეღარ იტანდა.კობეინმა თავი სიეტლში საკუთარ სახში სანადირო საფანტის თოფიტ მოიკლა , სიკვდილამდე ის R.E.M ს უსმენდა.კურტის ფანებმა მაშინვე კორტნი ლავი დაადანაშაულეს კურტის სიკვდილში, მაგრამ ეს მხოლოდ ბრალდება იყო

4d21e0672d07

3) ჯიმი ჰენდრიქსი აღიარებული როგორც როკის ისტორიაში საუკეთესო გიტარისტი გარდაიცვალა 27 წლის ასაკში. 1969 წელს ის იყო როკ ფესტივალ ვუდსტოკის მტავარი სტუმარი.ვუდსტოკს 500 ათასი ადამიანი ესწრებოდა. ჯიმი ჰენდრიქსმა სიკვდილამდე დამამშვიდებელთან ერთად ლუდიც დალია და დაიძინა შემდეგ კი ის მკვდარი იპოვეს სიკვდილის მიზეზი ღებინების გამო ასფიქსია რაც სასუნთქი გზების დახშობითაა გამოწვეული,ჰენდრიქსისა და ლედ ზეპელინის დრამერის სიკვდილი ერთი და იგივე მიზეზით იყო გამოყვეული.

e3175527591d

4)ევროპული ტურის დაწყებამდე მარლიმ ფეხბურთის თამაშისას დაიზიანა ფეხის თითი. 1977 წელს მას აღმოუჩინეს ავთვისებიანი სიმსივნის, მელანომის ერთ-ერთი ფორმა. მიუხედავად ავადმყოფობისა, მან განაგრძო ტური და უარი თქვა თითის ამპუტაციაზე, ვინაიდან რასტაფარის რწმენის მიხედვით, აკრძალული იყო ყველანაირი სახის ქირურგიული მოკვეთა. აღსანიშნავია, რომ 1980 წლის 4 მაისს მარლი ეთიოპიის მართლმადიდებელ ეკლესიაში მოინათლა (ნათლობის სახელი – ბერხანე სელასიე, ამჰარულად – წმიდა სამების ნათელი). მოგვიანებით მას მიენიჭა იამაიკის ღირსების ორდენი.
დაგეგმილი იყო, რომ ჯგუფი Inner Circle ასევე გამოჩნდებოდა ბობის შოუებზე, მაგრამ ამას ხელი შეუშალა ტრაგიკულმა მოვლენამ – მისი ლიდერი, ჯეიკობ მილერი, გარდაიცვალა იამაიკაზე, 1980 წლის მარტში. ალბომი Uprising გამოვიდა 1980 წლის მაისში (ბლექუელის პროდიუსერობით). ერთ-ერთი სიმღერა ამ ალბომიდან, Redemption Song განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მარლის მიერ საკუთარი სიკვდილის მოლოდინზე. ძირითადი კონცერტები ევროპაში მაინც შედგა, მათ შორის – მილანში, სადაც შოუს 100.000-მდე ადამიანი დაესწრო. ამ ტურის შემდეგ მარლი დაბრუნდა ამერიკაში, დაუკრა მედისონ სკვერზე, ტურის Uprising Tour ფარგლებში. კონცერტის შემდეგ, ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში სირბილისას მან გონება დაკარგა. მისი ჯანმრთელობა გაუარესდა და მწვავე კიბო მთელ სხეულს მოედო. ტურის დარჩენილი კონცერტები გააუქმეს. რვა თვის მანძილზე მარლი ისელსის კლინიკაში (ბავარია) გადიოდა მკურნალობის სპეციალურ კურსს, მაგრამ უშედეგოდ. იგი იამაიკისაკენ გაფრინდა.
გზად გერმანიიდან იამაიკისაკენ, მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. მაიამიში (ფლორიდა) თვითმფრინავის სასწრაფო დაშვებისთანავე იგი სასწრაფოდ იქნა გადაყვანილი საავადმყოფოში. ბობი 1981 წლის 11 მაისს გარდაიცვალა, 36 წლის ასაკში. მელანომის გავრცელება მის ფილტვებსა და ტვინში გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად დასახელდა. უკანასკნელი სიტყვებით მან შვილს, ზიგი მარლის მიმართა – ფულით სიცოცხლეს ვერ იყიდი.
მარლის საფლავში ჩააყოლეს გიტარა წითელი ლეს პოლი, მარიხუანის ერთი გრაგნილი ბიბლია და ბეჭედი რომელსაც ის არასდროს არ იხსნიდა

adeeed2b686f

5) სიმონ ჯონ რიჩი რომელიც ყველასათვის სიდ ვიშესით არის ცნობილი. მიუხედავად იმისა რომ ის ვერ უკრავდა ბას გიტარაზე განსაკუთრებულად სიდის პანკ სტილი განსაკუთრებული იყო. ვიშესი ლონდონში დაიბადა მისი დედა იყო ჰიპი და პირველად დედამ შესთავაზა სიდს ნარკოტიკები. ერთერტი კონცერტის შემდეგ მან გაიცნო ნარკომანი გოგო ნენსი რომელიც კონცერტზე იმისთვის მივიდა რომ ჯგუფის წევრებთან დაწოლილიყო, სიდს კი ის შეუყვარდა.ნენსის ყველა ცუდად ახასიათებდა მადრამ ვიშეს და ნენსინ ერთმანეთი ძალიან უყვარდა.1978 წელს ნენსი ნარკოტიკის ზედმეტი დოზისდან გარდაიცვალა , თავიდან ეჭვმიტანილი სიდი იყო ის ციხეშიც გადაიყვანე მაგრამ მალევე გაანთავისუფლეს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ სიდმა თვითმკვლელობაც ცადა მაგრამ გადაარჩინეს შემდეგ მან ერთ დღეში ორჯერ მიიღო ნარკოტიკის გადაჭარბებული დოზა საბოლოოდ სიდის დედამ დილით ის გარდაცვლილი იპოვა. ვიშიუსი მხოლოდ 21 წლის იყო

მსგავსი ამბები

Back to top button