გასართობისაკითხავისასარგებლო

პროექტი მტრედების მხარდასაჭერად

35 ნათელი შეფერილობის მტრედი დააფიქსირეს კოპენჰაგენის სახურავებზე და გადაიყვანეს წმინდა მარკის მოედანზე, სადაც იმართებოდა ვენეციური ბიენალე..ფრინველების სპეციალურად შეუღებავთ “მტრედების მანქანით”, რომელიც სრულიად უსაფრთხოა.ა მ პროექტის ავტორი გახლავთ შვეიცარიელი მხატვარი ჟულიანი შარიერი. მან ასეთი მიდგომით გადაწყვიტა შეეცვალა ევროპელებში მტრედების მიმართ აუგი დამოკიდებულება , რომლებიც ამ ფრინველებს მავნებლებად და არასასარგებლო არსებებად თვლიან.

შარიერის თქმით, საღებავი არანაირად არ იმოქმედეს მტრედების ჯანმრთელობაზე. იხილეთ გერმანელი ფოტოგრაფის- იულიანი ფონ ბისმარკის შესანიშნავი ფოტოები. მტრედი არის-მტრედი თანავარსკვლავედი, მშვიდობის და კეთილდღეობის მტრედი და ასევე, სული წმინდის სიმბოლო ქრისტიანულ რელიგიაში. მტრედებს, აღმოსავლეთის ქვეყნებში, ოდითგანვე თვლიდნენ წმინდა ფრინველებად და ღმერთების მაცნეებად. როგორც ვიცით, მტრედები სიყვარულის, ბედნიერების, მშვიდობის სიმბოლოა, ხოლო ჩვენთან საქორწილო მტრედების გაშვების ტრადიცია დიდი ხანი არაა რაც ევროპიდან შემოვიდა.

მშვიდობის მომხრეთა პირველი მსოფლიო კონგრესი ჩატარდა 1949 წელს პრაღაში და პარიზში. ამ კონგრესის ემბლემაზე კი გამოსახულია თეთრი მტრედი, რომელსაც ნისკარტით უჭირავს ზეთის ხილის ხის ტოტი.

თეგები

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Close
Close