“თვითმფრინავის ბიჭების საქმე” (ჯინსების თაობა-1983 წელი)


ქართულის გაკვეთილზე გადავწყვიტეთ ჩაგვეტარებინა რაიმე ღონისძიება სკოლის დამთავრებასთან დაკავშირებით.. გვინდოდა მოგვეწვია ვინმე ცნობილი და საინტერესო პიროვნება და მასწავლებელმა მოგვაწოდა იდეა წაგვეკითხა დათო ტურაშვილის წიგნი “ჯინსების თაობა”,შეგვედგინა კითხვები, დაგვეწერა წერილები ამ საკითხთან დაკავშირებით და მოგვეწია თვით დათო ტურაშვილი. სიმართლე რომ გითხრათ თავიდან იმის გამო, რომ არ ვიცოდით ვინ იყო ეს პიროვნება და საერთოდ წიგნის სახელწოდებამაც დიდად ვერაფერი გვითხრა მის შესახებ დიდი ინტერესით არ მოვკიდებივართ ამ საქმეს.. გადიოდა დღეები, ჩვენ თითქმის დაგვავიწყდა კიდეც ჩვენი ღონისძიება, თუმცა მასწავლებელს რას დაავიწყებ..

კატეგორიულად გამოგვიცხადა, რომ ეს წიგნი აუცილებლად უნდა წაგვეკითხა! 1 კვირა მოგვცა საამისოდ.. მეც ისევე როგორც, ჩემ დანარჩენ კლასელებს სხვა გზა არ გვქონდა.. შევაწუხეთ მშობლები და ვაყიდინეთ ეს წიგნი.

მომიტანეს თუ არა წავიკითხე მისი უკანა ყდაზე არსებული მონაკვეთი წიგნის შესახებ,დაუჯერებლად მიმაჩნდა სანამ დედაჩემმა არ დამიდასტურა იგი. დიდი ინტერესი გამიჩნდა და მაშინვე დავიწყე კითხვა. ცრემლებს ვერ ვიკავებდი,ეს ისეთი ამაღელვებელი იყო და თან წარმოუდგენელიც.. არ ვიცოდი რა მეფიქრა,გმირები თუ ტერორისტები? ამ თემაზე თანამედროვე საქართველოშიც დღემდე კამათობენ. ჩემთვის კი ნამდვილად გმირები! თავისუფლებისთვის,ბედნიერი ცხოვრებისთვის გაწირული სიცოცხლე! გეგა კობახიძე,ადამიანი რომელიც ძალიან შემიყვარდა,მისით მოვიხიბლე და იმდენად გამიტაცა,რომ ცხოვრებაში არასდროს მიგრძვნია ის რაც მაშინ დამეუფლა მის მიმართ.. არ ვიცი ამას რა დავარქვა.. ვერ ავღწერ.

თინა ფეტვიაშვილი,გეგა კობახიძე,თემურ ჩიხლაძე,გია ტაბიძე,სოსო წერეთელი.კახა და პაატა ივერიელები,ბერი თეოდორე..
დათო ტურაშვილის “ჯინსების თაობა” სწორედ ამ ტრაგიკულ ამბავს ეძღვნება,წაიკითხეთ.. დამიჯერეთ არ ინანებთ!

ამონარიდი წიგნიდან:

“მაგრამ სიყვარული არსად არ არის აკრძალული.
-თავისუფალ ქვეყანაში ალბათ ასეა.
-ჰოდა,მეც თავისუფალ ქვეყანაში მინდა ცხოვრება,შენ არ გინდა?
-მე შენთან ერთად მინდა.
-თავისუფლება არ გინდა?
-შენთან ერთად ჩემთვის ყველგან თავისუფლებაა.
-რომ წავიდე,წამომყვები?
-მე ვერ გადავცურავ ზღვას.
-ვერც მე,ასე კარგად ცურვა არ ვიცი.
-აბა,რას აპირებ?
-გადავფრინდები.
-ფრენა უკეთესად იცი?
-შენ ხომ ანგელოზი ხარ,მთავარია,შენი ფრთები ორივეს გვეყოს
-სერიოზულად გეკითხები რას აპირებ?
-მეც სერიოზულად გეუბნები,რომ ანგელოზი ხარ.
-მართლა გეკითხები
-მეც მართლა გავფრინდები,ოღონდ შენთან ერთად..” (გეგა და თინა)

“-მაინც რატომ არ გეშინია არაფრის?
-იმიტომ რომ სიყვარულის არ მეშინია..”(გეგა და თინა)

“გეგა კიდევ დიდხანს ვერ ხვდებოდა რატო ეხუმრა თინას ასე ბოროტად,თუმცა თინას პასუხმა მაშინ გეგა უბრალოდ გააოგნა:
-ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს,თქვენ ხეიბარი ხართ თუ არა. ჩემთვის მთავარი ადამიანია.”(გეგა და თინა)

“და უცებ,იმ კედელზე,თავს ზემოთ,იმ ინგლისური სიმღერის ტექსტი დაინახა,რომელსაც ყველაზე ხშირად უსმენდნენ გეგა და თინა,როცა ისინი ერთად იყვნენ და კედელზე ინგლისურად ეწერა მხოლოდ ორი სიტყვა იმ სიმღერიდან: “wish you”
გეგამ მოასწრო და სახელოში დამალული კალმით ორი სიტყვა მიაწერა კედელზე იმ ტექსტის ქვემოთ,სადაც თინას ნიშანი ეგულებოდა: “were here” “(გეგა და თინა)

“გეგას იმ ოთახში შეყვანისთანავე,ჯალათმა,რომელიც გეგას ელოდებოდა,ინსტრუქციის თანახმად,უკნიდან ესროლა სიკვდილმისჯილს,მაგრამ ტყვია არ გავარდა . პროფესიონალი მკვლელისთვის ეს ისეთი მლოულოდნელობა იყო,რომ იგი დაიბნა და აღელდა კიდეც. გეგა კი,საიდანღაც მოგონილი სიმშვიდით,ჯალათისკენ შემოტრიალდა მაშინვე და ღიმილით უთხრა:-ადრე ხალხის დახოცვა მაინც შეგეძლოთ,ახლა ეგეც აღარ შეგიძლიათ.
მკვლელმა მეორედ გაისროლა და ყველაფერი დამთავრდა… რამდენიმე დღეში სიკვდილმისჯილების ოჯახებს ქვითრები მიუტანეს და ოფიციალურად გადაახდევინეს მათი შვილების მოკვლისთვის დახარჯული ტყვიების საფასური. “

“-გაფრენა არ გინდოდათ?
-გაფრენა ყოველთვის მინდოდა,ახლაც მინდა და გავფრინდები ოღონდა არა თვითმფრინავით..
-რომ ვერ გაფრინდეთ?
-მაშინ ზღვას გადავცურავ..
-რას?
-ზღვას..
-როგორ?
-სიმღერით..
-ხუმრობთ?
-არ ვხუმრობ!
-დაკითხვის ოქმშიც ასე შევიტანო?
-კი ბატონო..
-მაინც როგორ ჩავწერო?
-სიტყვა-სიტყვით
-მაინც როგორ?
-მე გადავცურავ ზღვას..! ” (ირაკლი ჩარკვიანი და გამომძიებელი)

მინდა ავღნიშნო რომ ირაკლი ჩარკვიანმა სწორედ ამ მოვლენას მიუძღვნა მისი ცნობილი სიმღერა “მე გადმოვცურავ ზღვას”..

“უფროსების მოტყუება ყოველთვის უფრო ადვილია,ვიდრე პატარების..”

” არაფერი არ ღირს თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლის ფასად … ყოველი ადამიანის სიცოცხლე მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის და მხოლოდ ღმერთის გადასაწყვეტია მისი სიკვდილიც “

” მსხვერპლი ყველგან არის სადაც იარაღია “

” თვითმფრინავის გამტაცებლები ახლაც ცოცხლები არიან და სადღაც შორს, ძალიან შორს ამ ბოროტებით სავსე სამყაროდან , რადგან მათ უნდოდათ გაფრენა და მართლა გაფრინდნენ…”


ავტორი: Nene

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

© 2008 - 2014 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია ITDC