საკითხავისასარგებლო

წიგნების სამყარო

ყოველი ხელოვნების ნიმუში მშვენიერია. იგი არის სულის აღზრდის და სრულყოფის საშუალება. ხელოვნება სრულჰყოფს ადამიანს. მწერლობაც ხომ ხელოვნებაა… შეაბიჯო წიგნების სამყაროში, ეს დიდი სიამოვნებაა. თითოეულ გმირში, პერსონაჟში ხომ საკუთარ თავს ვხედავთ. 

წიგნის სამყაროს ადამიანი თავდაპირველად ზღაპრების, მოთხრობების საშუალებით ეზიარება. პირველი წიგნები, რომლებიც უნდა წაიკითხო “ტომ სოიერის თავგადასავალი” და “ჰეკლბერიფინის თავგადასავალია”. ეს წიგნები პირველი და მნიშვნელოვანი საფეხურია წიგნთა სამყაროში.

თავდაპირველად წიგნების არჩევა გემოვნების მიხედვით უნდა მოხდეს. ეს პატარა მკითხველს უფრო უღვივებს ინტერესს. თანდათან კი უფრო სერიოზული წიგნები უნდა შევუნაცვლოთ.

“პეპი გრძელი წინდა”,”კარლსონი”,”ხუთოსანთა სახლი”,”ყვითელი კოდალას ორდენი”… ეს მცირე ჩამონათვალია იმისა, რაც ყველას წაკითხული უნდა ჰქონდეს.

შემდეგ კი სასურველია ადამიანი სათავგადასავლო ჟანრის წიგნებს გაეცნოს, იკითხოს დეტექტივი. სათავგადასავლო ჟანრის წიგნებიდან გამოირჩევა “საიდუმლო კუნძული”,”80 000 კმ წყალქვეშ”,”კაპიტან გრანტის შვილები”,”80 დღე დედამიწის გარშემო”,”დედამიწიდან მთვარემდე”,

“მთვარის გარშემო”,”15 წლის კაპიტანი” და სხვ. ხოლო დეტექტივებიდან ძალიან საინტერესოა შერლოკ ჰოლმსის შემოქმედება. განსაკუთრებით, “ბასკერვილების ძაღლი”. თუმცა მე უფრო მეტად მომწონს აგატა კრისტის დეტექტივები: “მოციმციმე ციანიდი”,”ენდჰაუზის საიდუმლოება”,”აღმოსავლეთის ექსპრესი” და სხვ.

ნელ-ნელა რომანებსაც უნდა გაეცნოს მკითხველი. “თეთრი თათმანი”,”თეთრი ბელადი” და ა.შ.

ამის შემდეგ კი ადამიანმა უნდა წაიკითხოს ისეთი წიგნები, რომლებიც მას ცხოვრებას სხვანაირად დაანახებენ, მიზეზ-შედეგობრიობის პრინციპს ასწავლიან და უდიდეს გამოცდილებას მისცემენ. მე მკითხველს ვურჩევდი, რომ ამისთვის ჯერ “დორიან გრეის პორტრეტი” წაეკითხა. შემდეგ კარგი იქნებოდა წაეკითხა “შაგრენის ტყავი”,”მარტინ იდენი”. არანაკლებ მნიშვნელოვანია ქართული ლიტერატურა: “დათა თუთაშხია”, “დიდოსტატის მარჯვენა”….

გოდერძი ჩოხელის და ნოდარ დუმბაძის მოთხრობები გამოირჩევა თავისი ინდივიდუალობით და საინტერესოა მკითხველისთვის.

ამის შემდეგ კი როცა წიგნთა სამყაროს სრულიად შეიცნობთ, წაიკითხეთ წიგნები, რაც ადრეც წაგიკითხავთ და თქვენ მათში დაინახავთ იმას, რასაც შეიძლება ადრე ვერ ხედავდით. “გრაფი მონტე-კრისტო”,”დონ კიხოტი”… აუცილებლად წაიკითხეთ ცხოვრებაში ბევრჯერ ანტუან დე სენტ ეგზიუპერის “პატარა უფლისწული”.

და მაშინ, თქვენ წიგნებიდან შეიცნობთ ცხოვრებას, ჩასწვდებით მის მიზანს და დაინახავთ, რომ არაფერი არ სრულყოფს ადამიანს ისე, როგორც ხელოვნება. შეიყვარეთ წიგნები როგორც თქვენი მეგობრები და ისინი არასოდეს გიღალატებენ. წიგნთა სამყარო მშვენიერებაა, სილამაზეა, აქ თითქოს დროებით ვივიწყებთ ჩვენს პრობლემებს და ტკივილს…

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close