ჩინეთში გაიხსნა მე-8 საერთაშორისო აკრობატული ხელოვნების ფესტივალი უხანში. თანამედროვე ჩინეთში საცირკო ხელოვნება განიხილება როგორც ეროვნული სიამაყის ობიექტი.
ჩინეთის საერთაშორისო აკრობატების ხელოვნების ფესტივალი ყოველწლიურად ტარდება- მხოლოდ იცვლება მისი ჩატარების ადგილი. ფესტივალი იმართება უზარმაზარ საცირკო შენობაში, რომელიც იტევს ორი ათას მაყურებელს. ტრადიციულად, კონკურსში მონაწილეობს 30 ნომერი, შესრულებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქის მიერ, რომელიც მოიცავს აკრობატიკას, ილეთებს, გაწვრთნილ ცხოველებს, ფოკუსებს და მასხარებს.