გართობაუცნაური

10 პოპულარული ფილმი, რომლებიც ადამიანებს უბიძგებენ კრიმინალისკენ

6761b15f9f2b
ხშირად ისე ხდება, რომ დაუჯერებელი და წარმოუდგენელი ისტორიები იქცევიან მხატვრული ფილმების ფუძემდებლებათ, ხშირად ისეც ხდება, რომ კინოსურათი იმდენად საინტერესო და მიმზიდველი გამოდის, რომ ადამიანს სცენარის გადმოტანა რეალურ ცხოვრებაშიც უნდება, მაგრამ უმეტეს წილად ადამიანებს სურთ, რომ გავდნენ არა კეთილს, არამედ გარეწრებს. რეჟისორებმა და მსახიობებმა ეს შეიძლება მიიჩნიონ თავიანთი ნიჭის დასაბუთებად, რადგან ფილმის გმირი ხდება ბევრისთვის მისაბაძი პერსონაჟი, მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ კინემატოგრაფიისგან განსხვავებით ყველაფერი ჰეფი-ენდით არ სრულდება. წარმოგიდგენთ ათ ფილმს, რომლებიც იქცნენ რეალობათ.
6761b15f9f2b
ქურდების ქალაქი (2010)
ბენ აფლეკის კრიმინალური დრამა გვიყვება ქურდზე, რომელიც მეგობრებთან ერთად წარმატებით ასუფთავებს ბანკებს და საინკასატორო მანქანებს, მაგრამ ერთხელაც მთავარ გმირს შეუყვარდება თავისი “სამუშაოს” ერთ-ერთი თვითმხილველი და რათქმაუნდა შეყვარებული ყველანაირად ეცდება, რომ მთავარი გმირი დააბრუნოს ჭეშმარიტების გზაზე – ამაზეა აგებული კინოსურათი.

ბენ აფლეკის და რებეკა ჰოლის რომანტიული ურთიერთობებით სრულებით არ დაინტერესებულან მამაკაცები ნიუ-იორკიდან, მათ უფრო მოეწონათ ბანკების მოხერხებულად გაძარცვის ტექნიკა.

ბანდამ ჩაიდინა 62 ძარცვა და საერთო ჯამში მოახერხეს $217 ათასი. დამნაშავეებმა გამოიყენეს ზოგიერთი მაგალითი ბენ აფლეკის კინოშედევრიდან – თიშავდნენ ელ-ენერგიას ბანკში, რომ ბანკს დამხმარე ძალა არ გამოეძახებინა, იცმევდნენ მეშახტის ფარნებს, რომ უშუქობის შემთხვევაში მოეხდინათ ბანკში ორიენტირება და ანადგურებდნენ თავიანთ ანაბეჭდებს მათეთრებლით. ამ ყველაფერმა ისინი დანაშაულებებზე პასუხის გებამ მაინც ვერ გადაარჩინა და ალბათ კიდევ დიდი ხნით იჯდებიან ციხეებში. პოლიციას მათ თვითონვე უთხრეს, რომ გაძარცვებზე ისინი “შთააგონა” ფილმმა “ქურდების ქალაქი”.
1cab35175d93
პროექტი იქს (2012)
ალბათ ახალგაზრდული კომედიის – პროექტი იქსის შემქმნელებს საერთოდ არ უფიქრიათ იმაზე, რომ მათი ფილმის სიუჟეტი გახდებოდა ბევრი ამერიკელი მოზარდისთვის როლური მოდელი. თუკი ფილმი არ გინახავთ მოკლე შინაარსი შემდეგნაირია: სანამ მშობლები იყვნენ გასულები, მანამდე ახალგაზრდა ადამიანების კომპანიამ მოაწყო წვეულება, მაგრამ ყველაფერი ცუდად წავიდა, რადგან წვეულებას მოჰყვა ნარკოტიკები, ხანძარი და სროლა.

ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ აშშ-ს რამდენიმე შტატში დაფიქსირდა მოზარდებს შორის კრიმინალის ზრდა, რადგან ახალგაზრდები აწყობდნენ “პროექტის” რემეიქს – ისინი შედიოდნენ მიტოვებულ სახლებში, იქ აწყობდნენ წვეულებებს და ემალებოდნენ მშობლებს.

ასეთი წვეულებების გამო მოიმატა ვანდალიზმის, ალკოჰოლურ და ნარკოტიკულ მდგომარეობაში მოზარდების დაკავების რიცხვმა, ბევრი ადამიანი იჭრებოდა ცეცხლსასროლი იარაღის არასწორად მოხმარების გამო, ხოლო ზოგიერთი დაიღუპა კიდეც. პრობლემა ისეთი გახდა, რომ კომპანია Warner Brothers-მა გადაწყვიტა გამოეშვა ფილმი ოფიციალური განცხადებით, რომელიც მოუწოდებდა ახალგაზრდებს არ მიებაზათ სურათის გმირებს.
657b60066046
კივილი (1996)
უეს კრეივენის კლასიკური ტრილერი გამოსვლის მომენტში აღმოჩნდა ნამდვილი სენსაცია. ალბათ ფილმის სცენარი თქვენთის კარგად ნაცნობია.

მოჩვენების სახის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მიმბაძველი აღმოჩნდა ბელგიელი ტიერი ჟარადენი, რომელმაც 2001 წელს მოკლა 15 წლის ელისონ კემბირი, ხოლო თვითონ ტიერი იმ დროს იყო 24 წლის.

ახალგაზრდა ტიერიმ შესთავაზა გოგონას შეხვედრა, მაგრამ გოგონამ ტიერი უარით გაისტუმრა, ტიერი ამაზე გაბრაზდა ჩაიცვა თავზე ცნობილი ნიღაბი და აიღო სამზარეულოს ორი დიდი დანა. მან ელისონს დაარტყდა 30-ჯერ როგორც ფილმის პირველ სცენაშია და როდესაც დარწმუნდა, რომ გოგონა მკვდარი იყო თვითონვე დაურეკა პოლიციას და მოუყვა ყველაფერი. დაკითხვაზე ტიერი ამტკიცებდა, რომ დიდიხანი უნდოდა ამ კინო-ეპიზოდის შექმნა, რაზეც პოლიცია მან ჩიხში შეიყვანა – ტიერის მანამდე კანონთან ან ფსიქიკასთან არანაირი გართულება არ ჰქონია, მაგრამ ამ მკვლელობაზე ის სრულებით წყნარად საუბრობდა.
ee23dc8ba918
მებრძოლთა კლუბი (1999)
ჩაკ პალანიკის შედევრულ რომანის ეკრანიზაცია პრაქტიკულად ყველასათვის ნაცნობია, ეს კი არის დევიდ ფინჩერის ნათელი და ტალანტური რეჟისურის დამსახურება. “მებრძოლთა კლუბის” სამყარო ადამიანებისთვის იმდენად დამაჯერებელი და მიმზიდველია, რომ ბევრმა გადაწყვიტა შეექმნა ან გაწევრიანებულიყო მებრძოლა კლუბში.

2009 წელს აშშ-ში აღნიშნავდნენ ერთ-ერთ მთავარ სახელმწიფო დღესასწაულს – მოხსენიების დღეს. ნიუ-იორკის ზოგიერთ კუთხეში გაისმა აფეთქებების ხმა. ტერორისტები ბაძავდნენ ფილმის გმირებს და მოაწყვეს იმ კორპორაციების შენობების აფეთქება, რომლებსაც ისინი თვლიდნენ მოქალაქეების მთავარ მჩაგვრელებათ. აფეთქებების ორგანიზატორი მალევე იპოვეს და აღმოჩნდა ვიღაც კაილ შოუ, რომელიც იყო “მებრძოლთა კლუბის” ადგილობრივი დანაყოფის წევრო, ისინი გამოჩნდენ მთელ მსოფლიოში ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ.
49c49635e4a7
ფულის მატარებელი (1995)
ორი ქურდი ძმობილის შესახებ კინოს უარყოფითად შეხვდნენ კრიტიკოსები, მაგრამ სამაგიეროდ ის გულთბილად მიიღეს მაყურებლებმა. ფილმის ერთ-ერთ ეპიზოდში ქურდი აპირებს, რომ თვითმხილველი დაწვას ცოცხლად ბენზინით, მაგრამ სიუჟეტის მიხედვით ის ახერხებს გადაურჩეს მკლელს, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ასე არ გამოვიდა.

ფილმის გამოსვლის შემდეგ დაფიქსირდა რამდენიმე ასეთი შემთხვევაში: ახალგაზრდა მამაკაცმა მოითხოვა მიეცათ მისთვის ფული და უარის შემდეგ გადაისხა და დაიწვა თავი. რამდენიმე კვირაში მამაკაცი გარდაიცვალა საავადმყოფოში – დამწვრობა შეადგენდა სხეულის 75%-ზე მეტს. დროთა განმავლობაში მოხდა კიდევ შვიდი მსგავსი ინცინდენტი, რამაც გამოიწვია მოქალაქეების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებები, იმაზე, რომ ეკრანზე ასახული იყო ძალადობა.
3b6daacc886a
ხერხი (2004)
ფსიქოპატი ჯონ კრამერი ცნობილი როგორც ხერხი არის ბოროტი პერსონაჟების ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული წევრი. ფრენჩაიზის კონცეფციის თანახმად კრამერი არამხოლოდ კლავს თავის მსხვერპლს არამედ ის იგონებს ჭკვიანურ ხაფანგებს, რომ ამ სასტიკი თამაშების მონაწილეებმა მოახერხონ, გაითავისონ და გამოაწორონ თავიანთი შესაძლებლობები და ამგვარად გადაურჩნენ სიკვდილს. ჯონის სიტყვების მიხედვით ადამიანები თვითონ კლავენ საკუთარ თავებს, თუკი მათ სიცოცხლისაკენ მიდრეკილება არ აქვთ.

გიჟი და ამავდროულად ჭკვიანი გამომგენებლის იდეები გახდნენ ორი მოზარდის აღმოჩენები: ერთ-ერთი მათგანის დედამ შემთხვევით მოისმინა, თუ როგორც აპირებდა თავისი შვილი თავის მეგობართან ერთად მოეტაცებინათ ადამიანები და მოეკლათ ისინი. 15-ი და 14-ი წლის მოზარდებმა შესანიშნავად ადგენდნენ გეგმას, თუ როგორ უნდა მოეკლათ ხერხის სტილის მიხედვით ის ადამიანები რომლებიც მათ ცხოვრებაში ხელს უშლიდნენ – მათ შორის იყვნენ პოლიციის თანამშრომელი და ორი არასრულწლოვანი გოგონა. დეტექტივებს ბიჭებმა შეატყობინეს ისიც, რომ იყიდეს ფოტო და ვიდეოკამერები, რომ გადაეღოთ თავიანთი “თამაშები”.

ტენესის შტატში ხერხის სიუჟეტი გახდა ორი მოზარდი გოგონასთვის წარუმატებელი ხუმრობის შთაგონების წყარო: ხმოვანი ფოსტით გოგონებმა 52 წლის ქალს გაუგზავნეს შეტყობინება, რომელშიც ამბობდნენ, რომ სახლში დამალულია ქალის მეგობარი და ემუქრებოდნენ ქალს, რომ გამოუშვებდნენ ტოქსიკურ გაზს, რომელიც ორივე მათ მოკლავს. როდესაც სასტიკ ხუმრობას ისმენდა ქალი მისი ეზოს გვერდით ტარდებოდა დასაფლავების ცერემონიალი და ქალი იმდენად შეშინდა, რომ გადაიტანა ინსულტი, საბედნიეროდ პოლიციამ მალე იპოვა გოგონები და მათ აუხსნეს, თუ რამდენად საშიშია ამგვარი ხუმრობები.
a7bee93d6131
“საპირისპირო წევა” (1991)
საინტერესო სურათი აშშ-ს მეხანძრეების ბრძოლისა სერიულ ცეცხლის წამკიდებელთან, უეჭველად შთააგონა მაყურებლებს, თუ როგორი ამაყები არიან მეხანძრეები თავიანთი საქმით. ერთი მაყურებელი იმდენად მოიხიბლა ფილმის პერსონაჟებით, რომ ძლიერ სურდა მათ დამსგავსებოდა – ყოველშემთხვევაში სწორედ, რომ ეს განუცხდა მან პოლიციელებს.

თავის შეყვარებულთან ღარმის გათევისას, ახალგაზრდა მამაკაცმა დაელოდა სანამ ყველა დაიძინებდა და შემდეგ გადაწყვიტა გაეჩინა ხანძარი. საბედნიეროდ სახლში მყოფებმა დროზე იგრძნეს სუნი და ჩააქრეს ცეცხლი მალევე, მაგრამ ცეცხლის ჩაქრობაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია წამკიდებელს.
665c27d2ce35
ინტერვიუ ვამპირთან (1994)
დენიელ სტერლინგი და მისი 8 წლის მეგობარი ლიზა სტელვაჰენი 1994 წლის 17 ნოემბერს აპირებდნენ ეყურებინათ მომდევნო ჰორორი ვამპირებზე. ღამის სამ საათზე ლიზამ გაიღვიძა, რადგან იგრძნო, რომ მას ვიღაცა უყურებდა. საწოლის წინ მან აღმოაჩინა დენიელი, რომელმაც წარმოთქვა შემდეგი სიტყვები: “დღეს შენ მოკვდები. მე შენ მოგკლავ და დავლევ შენს სისხლს”. გოგონამ როგორც ჩანს იფიქრა, რომ ეს იყო სიზმარი და გადაბრუნდა და დაიძინა, მაგრამ დენიელმა ამასობაში მას დაარტყდა 7-ჯერ დანა და შეეცადა დაელია სისხლი.

აუხსნელია, მაგრამ გოგონამ მაშინვე არ დატოვა საწოლი და არ ატეხა ხმაური – “ვამპირმა” მოახერხა ადგილიდან მიმალვა. სისხლისმსმელი დააკავეს და დენიელმა აღნიშნა, რომ ფილმებს არაფერში არ ადანაშაულებს, მაგრამ გამოტყდა, რომ “ინტერვიუმ” მასზე ცოტა გავლენა მოახდინა. მოგვიანებით დენიელს წაუყენეს ბრალდება მკვლელობის მცდელობა განსაკუთრებული სისასტიკით.
09f552b57885
რემბო: პირველი სისხლი (1982)
ფილმი ვიეტნამის ომის ვეტერანზე, რომელშიც მონაწილეობას ღებულობს ლეგენდარული სილვესტერ სტალონე დიდი ხანია რაც გახდა საკულტო ფილმი და მასზე გაიზარდნენ თაობები. ბევრი მოზარდი ბაძავდა ჯონ რემბოს, მაგრამ მხოლოდ რამდენიმემ გადაწყვიტა, რომ გადაეხვია კანონისთვის ბავშვობის იდეალების გამო.

ბოევიკის კინოგაქირავებაში გამოსვლის შემდეგ კაცმა, რომელსაც ეცვლა კამუფლაჟი და თავზე ეკეთა წითელი ბანდანა, მოკლული იქნა კანადის პოლიციის მიერ, რადგან მან მოკლა პოლიციის ოფიცერი ის წინააღმდეგობას უწევდა პოლიციას. ცოტახანში ამ ყველაფრის შემდეგ ტორონტოდან ცოტათი მოცილებით იპოვეს 18 წლის ახალგაზრდა სახეზე კამუფლაჟის საღებავით და უნიფორმით და ასეთი კიდევ რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.
ae7023518cc2
მუქი რაინდი (2008)
2010 წელს შტატ ვისკონსინის მაცხოვრებელს – ჯეიმს ჰოლმსს მიუსაჯეს ერთ წლიანი აპტიმრობა, რადგან ის შევარდა თავისი ბიძაშვილის სახლში და დაესხა მას თავს. კაცი ეჭვობდა, რომ მისი გერლფრენდი იწვა თავის ბიძაშვილთან ერთად, ამიტომაც ჰოლმსმა ჩაიცვა ბეტმენის მთავარი ანტაგონისტის ფორმა და აძვრა სახლში, ხოლო ეჭვები კი გამართლდა – მან შეუსწრო თავის მეგობარ გოგოს თავის ბიძაშვილთან საწოლში, რამაც გამოიწვია გაბრაზება.

მაგრამ ისეთი ჭკვიანი პერსონაჟი როგორიცაა ჯოკერი გადაწყვეტდა, რომ შური ასეთი ბანალური და პრიმიტიული ქმედებით ეძია, მას ალბათ უფრო მოეწონებოდა ისეთი ისტორია როგორიც მოხდა 2009 წელს ინდიანაში: ერთ-ერთი სკოლის მოსწავლე თავს დაესხა ადგილობრივი სკოლის მასწავლებელს სამართებელით, ხოლო სანამ ამას მოახდენდა მან მოითხოვდა ტუალეტი და გაიკეთა ისეთი ღიმილი, როგორიც აქვს ჯოკერს პირზე.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button