ვიდეოებისაკითხავი

ცნობილი როკერების სიკვდილის შესახებ

მემგონი არის ამ საიტზე რამდენიმე ამდაგვარი პოსტი მაგრამ მე მინდა დავწერო უშუალოდ ცნობილი როკ სტარების უკანასკნელი დღეების ან საათების შესახებ

1) John Bonham ბონ ბონემი ყველა დროის საუკეთესო დრამერი გარდაიცვალა 32 წლის 1980 წელს მისი სიკვდილის მიზეზი გადაჯარბებული ალკოჰოლის მიღება გახდა. მისი მეგობრები იხსენებენ რომ 1980 წლის 25 სექტემბერს რესტორანში შესულმა ბონემმა 11 ჭიქა არაყი დალია და ერთი დიდი ნაჭერი ხორცი ჭამა ამის შემდეგ მან კიდევ ისადილა. სტუდიაში მისვლის შემდეგ მან კიდევ დალია და შემდეგ პლანტთან წავიდა სახში სადაც ჩაეძინა და მეგობრებმა საწოლზე დააწვინეს მეორე დღეს კი ჯონ პოლ ჯონმა მკვდარი იპოვა. გაკვეთის შემდეგ დადგინდა რომ ცნობილი დრამერის სიკვდილის მიზეზი ნარწყევის შედეგად შექმნილი ასფიქსი იყო, გაკვეთით ასევე დადგინდა რომ ბონემს არანაირი ნარკოტიკული საშუალებები არ ქონდა მოღებული. დრამერის სიკვდილის შემდეგ ლედ ზეპელინი დაიშალა

2)Ian Curtis იან კურტისი ცნობილი ბრიტანული ჯგუფის Joy Division ვოკალისტი. Joy Division იყო პოსტ პანკ ბენდი რომლის პირველმა ალბომმა Unknown Pleasures რომელიც 1979 წელს გამოვიდასაკმაოდ დიდი წარმატება ხვდა წილად და ხალხშიც მალე გახდა პოპულარული, მაგრამ მიუხედავად ამ წარმატებისა კურტისი ნელ ნელა უფრო და უფრო ეფლობოდა დეპრესიაში და თან ამას ხელს ისიც უწყობდა რომ მისიპირადი ცხოვრება არც თუ ისე კარგ მდგომარეობაში იყო ასევე იანს აწუხებდა ჯანმრთელობის პრობლემები, კერძოდ მას ქონდა ხოლმე ეპილეფსიური შეტევები რომელიც მას კონცერტის დროსაც ახსენებდა თავს საბოლოოდ 1980 წლის 187 მაის მან თავის სახში სამზარეულოში ჩამოიხჩო თავი კურტისი 23 წლის იყო.მისი სიკვდილის შემდეგ Joy Division ის დარჩენილმა წევრებმა ახალი ჯგუფი შექმნეს სახელად New Order.]

3)Jim Morrison ჯიმ მორისონი დორსის ვოკალისტი.იმის შემდეგ რაც დორსმა მეორე ალბომი Strange Days 1967 წელს გამოუშვა დორსი ამერიკაში ერთერთი ცნობილი ალბომი გახდა რის შემდეგაც ჯიმმა დაიწყო დალევა კონცერტებზე დაგვიანება ასევე ის არადეკვატურად იქცეოდა კონცერთებზე რის გამოც რამოდენიმეჯერ პოლისიამ ჯიმი პირდაპირ სცენაზევე დააკავა. L.A. Woman ის გამოსვლის შემდეგ 1971 წელს ჯიმმა გადაწყვიტა დასვენება და თავის საცოლესთან ერთად გაემგზავრა საფრანგეტში პარიზში სადაც ისევ იღებდა ალკოჰოლს საბოლოო აზრიტაც 3 ივლის მორისონს ალკოჰოლის დიდი რაოდენობის მიღების გამო გული გაუცჰერდა, მაგრამ არსებობს აზრი რომ ჯიმმა მისი შეყვარებულისთვის განკუთვნილი ნარკოტიკები მიიღო.

4)Brian Jones ბრაიან ჯონსი როლინგ სოუნის გიტარისტი და მულტი ინსტრუმენტალისტი ის ასევე 27 იანების კლუბის წევრია. ჯონსის სიკვდილის მიზეზი გახდა აუზში დახრჩობა როგორც მისი შეყვარებული აცხადებდა როდესაც ბრაიანი აუზიდან ამოიყვანეს ჯერკიდევ პულსი ესინჯებოდა,მაგრამ ის დაიღუპა და როდესაც ექსპერტიზაზე ჯონსის სხეული გაკვეთეს ნახეს რომ მისი გული და ღვიძლი საშინელ მდგომარეობაში იყო და ეს შემთხვევაც რო არ მომხდარიყო ის დიდხანს მაინც ვერ იცოცხლებდა, მისი ჯანმრთელობის ესეთი მდგომარეობა კი ბრაიანის ნარკოტიკზე და ალკოჰოლზე დამოკიდებულებამ განაპირობა რისი მიზეზიც ის იყო რომ გიტარისტს უთანხმოებები ქონდა კიტ რიჩარდსთან და მიკ ჯაგერთანდა საერთოდ მისი სიკვდილის პერიოდში ის უკვე აღარ იყო როლინგ სტოუნის წევრი. ასევე არი აზრი რომ ჯონსი მოკლეს მაგრამ ამის მტკიცებულებები არ არსებობს

5)Jeff Buckley ჯეფ ბაკლი მუსიკოსი რომელმაც დიდი გზა განვლო სანამ მუსიკოსი გახდებოდა. ჯეფი უმამოთ იზრდებოდა, მაგრამ ამან გადაწყვიტა მისი ბედი.ბაკლი 8 წლის იყო როდესაც მამინაცვალმა პირველად მოასმენინა ლედ ზეპელინი რის შემდეგაც პატარა ბაკლიმ გიტარაზე დაკვრა გადაწყვიტა. სანამ პირველ ალბომს Grace (1994) გამოუშვებდა ის უკრავდა სხვადასხვა ბარებში ასევე მუწია ნიუიორკში გადასვლა,მაგრამ მალევე დაბრუნდა კალიფორნიაში.მისმა ალბომმა დიდი მოწონება დაიმსახურადა საკმაო წარმატებაც ხვდა წილად. ბაკლის Dალიან უყვარდა წყალი და ერთერთი კონცერტის წინ მან გადაწყვიტა რომ მდინარე ვოლფში ებანავა რომელიც მისისიპის შენაკადია. მისი თანმხლებები იხსენებენ რომ ჯეფი მდინარეში ტანსაცმლითვე გადახტა მას ფეხსაცმელებიც (ბათინკებიც) კი არ გაუხდია. ბაკლის ცხედარი რამდენიმე კვირის შემდეგ იპოვეს

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close