არქივი

მდოგვის საიდუმლო

b40168617498

რა არის მდოგვი?!-რამდენიმე ათასწლეულის წინ, თანამედროვე გერმანიის ტერიტორიაზე მცხოვრებ ველურებს ამოუთხრიათ ღრმა ორმოები მდოგვის მარცვლების უსაფრთხოდ შესანახად. ისინი მას გაციებისას და რესპირატორული დაავადებების სამკურნალოდ იყენებდნენ. მათ ასევე იცოდნენ, რომ მდოგვი სასარგებლო იყო საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის. მდოგვის გამოყენება ამცირებს ქოლესტერინის შემცველობას სისხლში. თანაც , არ არის უკეთესი საშუალება, გარდა მდოგვისა, მადის გასაღვივებლად. 

3 000 წლის წინ ჩინელმა მკურნალებმაც იცოდნენ მდოგვის სამკურნალო თვისებების შესახებ. თუმცა, როდის გაჩნდა მდოგვი ადამიანების ცხოვრებაში, ამის შესახებ არავინ არაფერი იცის. სავარაუდოდ, მისი ასაკი ძალიან ,,სოლიდურია”.- ვიცით ის, რომ მდოგვის მარცვლებისგან პირველი სოუსი აი ის ჩვენ რომ სოსისთან ერთად მივირთმევთ, სამხრეთ გერმანიის მცხოვრებმა იოჰან კონრად დეველეიმ დაამზადა 1854 წელს. სახელად კი ,,ბავარიული მდოგვი” ეწოდა. ბევრ მდოგვი იწვევს თრობას და ნაბახუსევიც კი ახასიათებს. ეს კარგად უწყიან საფრანგეთის, სკანდინავიის ქვეყნების, ავსტრიისა და ჩეხეთის მცხოვრებლებმა, რომლებიც განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მდოგვს მოიხმარენ. განსაკუთრებული ნუგბარია შოკოლადი მდოგვით.

მერვე საუკუნეში კარლოს დიდი მდოგვის განსაკუთრებული მოყვარული და მისი პლანტაციების მფლობელი გახლდათ არაბეთის კოლონიებში. მას მდოგვის სიყვარულის ნიადაგზე, რომის პაპ იოანე მეთორმეტესთანაც კი მოუვიდა კონფლიქტი, რომელმაც იმპერატორს ერეტიკოსობაში დასდო ბრალი.

განსაკუთრებული რეცეპტები მდოგვის მარცვლებისგან მომზადებული სოუსებისა ეკუთვნის ვინმე ვოლფგანგ შტეფენსს. 1820 წელს მან დააპატენტა მდოგვი ესტრაგონით, მდოგვი ნივრით, ტომატის არომატით, კარამელი მდოგვით და მდოგვი – ხილის პასტა. თუმცა, ამ რეცეპტებით მომზადების მთავარი საიდუმლო მხოლოდ საკუთარ შთამომავლობას გაუმხილა.

Back to top button