არქივი

Ke$ha – კეშა

0c173123ba8f

კეშა როუზ სებერტი ამერიკელი მომღერალი და კომპოზიტორი. ჩემი ალბომით მე მსურს, ადამიანები გავაბედნიერო. ვფიქრობ, ჩემი მუსიკა ერთგვარი დღესასწაული იქნება ახალგაზრდებისა და, მთლიანად, სიცოცხლისათვის“, – ასეთი თამამი განცხადება დაურთო თავისი პირველი ალბომის — Animal-ის პრეზენტაციას კეშამ, რომლის სინგლმა – „Tik Tok“, წერტილი დაუსვა ბრიტანული „ნიჭიერის“ ვარსკვლავის – სიუზან ბოილის ექვსკვირიან ლიდერობას ჩარტებში.

c033eda7fd85

ცხოვრების ადრეული წლები

ამერიკელი მომღერალი კეშა როუზ სებერტი, 1987 წლის 1 მარტს ლოს ანჯელესში დაიბადა.იგი დედასთან კომპოზიტორ პიბ სებერტთან და უფროს ძმებთან – ლაგანთან და ლუისთან ერთად ცხოვრობდა. სებერტების ოჯახი მძიმე ფინანსურ კრიზისს განიცდიდა და 1991 წელს პიბიმ ტენესის შტატის ქალაქ ნეშვილში, ამერიკული ქანთრის სამშობლოში, თავის მშობლებთან საცხოვრებლად გადასვლა გადაწყვიტა, სადაც გაიარა კიდეც კეშას ბავშვობამ. პიბი ადგილობრივი ხმის ჩამწერი სტუდიების ხშირი სტუმარი იყო და მას მუდამ თან ახლდა კეშა, რომელიც სკოლისგან თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს სტუდიებში ატარებდა. სკოლაში კი კეშა ყველასგან გამორჩეული იყო: იისფრად შეღებილი თმისა და უზარმაზარი, მეწამული ფერის შარვლის ტარების გამო, კეშას ხშირად იძახებდა თავის კაბინეტში დირექტორი შენიშვნის მისაცემად, ხოლო თანაკლასელები მასთან ურთიერთობაზე უარს აცხადებდნენ, რადგან, ექსტრავაგანტური გარეგნობის მომავალ ვარსკვლავს მარსიდან ჩამოფრენილად მიიჩნევდნენ.

17 წლის ასაკში კეშა დაბრუნდა ლოს-ანჯელესში, სადაც გაიცნო მუსიკოსები და პრომოუტერები მაქს მარტინი და დრ. ლუკი, რომლებმაც მას თანამშრომლობა შესთავაზეს. პოპულარობის გზაზე დამდგარ კეშას თავდაპირველად მრავალი პრობლემა აწუხებდა, უპირველეს ყოვლისა კი, ეს იყო უბინაობა. დამწყები მომღერალი ახალგაცნობილ მეგობრებთან ერთად პატარა ოთახს ქირაობდა ლოს ანჯელესის გარეუბანში, საიდანაც ქირის გადაუხდელობის გამო ხშირად აგდებდნენ და კეშას არაერთხელ აქვს ღამე გატარებული მეგობრების ავტომობილებში. ასევე, კეშას ფინანსური პრობლემებიც ჰქონდა და მუსიკის წერისგან თავისუფალ დროს, ძირითადად ღამით, ის ოფიციანტად მუშაობდა ერთ-ერთ სასადილოში, გარდა ამისა, ტელემარკეტშიც უკეთებდა რეკლამას სხვადასხვა საქონელს, საიდანაც დამატებით შემოსავალს იღებდა. კეშა ბევრს მუშაობდა სტუდიაში, წერდა სიმღერებს და თანამშრომლობდა პროდიუსერებთან, მაგრამ მის მიმართ ინტერესს არ იჩენდნენ. სხვათა შორის, პირველად კეშას სახელი მუსიკალურ სამყაროში მაშინ გაჟღერდა, როდესაც დამწყები მუსიკოსი ვარსკვლავ პრინსის სახლში შეიპარა და მისთვის თავისი სიმღერების დისკის გადაცემა სცადა, მაგრამ „პრინცის“ დაცვამ თინეიჯერი კეშა სახლიდან გამოაგდო.

b1e67b975526

გზა წარმატებისკენ

2006 წელს კეშას დაწერილი მუსიკა პირველად გამოჩნდა ამერიკულ ტელევიზიაში, სხვადასხვა ტელეშოუებსა და სერიალებში. იმავე პერიოდში მან მონაწილეობა მიიღო ავსტრალიური ჯგუფის – „ზი ვერონიქის“ სინგლის შექმნაში, რომელიც პოპულარული გახდა მწვანე კონტინენტზე. გარდა ამისა, კეშას ეკუთვნოდა ბექ-ვოკალი ბრიტნი სპირსის სიმღერაზე – „Lace and Leather“, ხოლო პოპ-სცენის კიდევ ერთმა დამწყებმა ვარსკვლავმა, კეტი პერიმ, კეშა სულაც სათამაშოდ მიიწვია თავის კლიპში. სიმღერას „I Kissed a Girl“ წარმატება ხვდა წილად თინეიჯერებში, ხოლო მუსიკალურ სამყაროში ლაპარაკი დაიწყეს კეტი პერისა და კეშას არატრადიციული ორიენტაციის შესახებ. კეშამ და კეტიმ ერთმანეთი ლოს ანჯელესის ერთ-ერთ კლუბში გაიცნეს და მას შემდეგ განუყრელი მეგობრები არიან. მათ ახალისებთ ის ფაქტი, რომ ისინი ყველას ლესბოსელები ჰგონია. სხვათა შორის, ერთ-ერთ ინტერვიუში კეშამ არ დამალა და განაცხადა, რომ მისთვის საუკეთესო მეგობრები „ცისფერები“ არიან, რადგან მათ არ იციან ღალატი და საიდუმლოს შენახვაც ქალებზე უკეთ შეუძლიათ.

პირველი პოპულარობა კეშასთან მოვიდა რეპერ ფლოუ რაიდთან ჩაწერილი სინგლის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ გაწეული სამუშაოსთვის კეშამ ანაზღაურების მიღებაზე უარი განაცხადა და რაიდს მხოლოდ ლეიბლის პატრონებთან შეხვედრის ორგანიზება სთხოვა. 2009 წლის დასაწყისში კეშამ, როგორც იქნა, მიაღწია და გააფორმა კონტრაქტი „RCA Records–თან“ და იმავე წლის აგვისტოში შედგა მისი დებიუტი დიდ სცენაზე „ლოლაპალუზას“ ფესტივალზე, ხოლო ოქტომბერში მუსიკალურ მაღაზიებსა და რადიოებში კეშას პირველი სინგლი – „Tik Tok“, რომელმაც, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ააფეთქა ჩარტები, ჟურნალ „ბილბორდის“ 2009 წლის ბოლო, დეკემბრის ნაციონალურ ჩარტში „ტოპ-ასეულის“ პირველ პოზიციაზე განთავსდა და ლიდერობიდან სიუზან ბოილი ჩამოაგდო.

საახალწლო დღესასწაულების შემდეგ, კეშამ, რომლის სახელის ინგლისურ ვარიანტში, ლათინური S-ის ნაცვლად დოლარის ნიშანი იწერება, გასაყიდად პირველი სტუდიური ალბომი გამოუშვა, სახელწოდებით „Animal“. აღსანიშნავია, რომ სიმღერები ალბომისთვის შვიდი წლის განმავლობაში იწერებოდა და, საბოლოოდ, დაახლოებით 200 კომპოზიციიდან, კეშამ პირველი ალბომისთვის 14 საუკეთესო შეარჩია.
Pშ. ჩემი საყვარელი მომღერალი

cb77b1ee9e93

023e38af1744

1ad34e9705b1

კლიპები:

TiK ToK

We R Who We R

Your Love Is My Drug

Blow

Blah Blah Blah ft. 3OH!3

სხვა კლიპების ნახვა შეგიძლიათ გვერდზე 

http://www.youtube.com/artist/Ke$ha?feature=watch_video_title

კეშას ალბომები:

Animal-http://www.allmusic.com/album/animal-mw0001950606

Cannibal-http://www.allmusic.com/album/cannibal-mw0002067045

კეშას ოფიციალური ვებგვერდი http://www.keshasparty.com/us/home

წყარო: www.wix.ge

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button