კულტურა

სუპერ ბებია და სუპერ ბაბუა საქართველოში

02cdc6ecbeb0
თურმე კათარზისში ასეთი სახელწოდების კონკურსი იმართება ყოველ წელს. ალბათ ეს ჩემს მსგავსად ბევრ თქვენგანს არ გაუგია, არადა გაგიკვირდებათ და ამის შესახებ უცხოური ბლოგები წერენ. დღეს შემთხვევით წავაწყდი სტატიას და ძალიან გამიხარდა. უცხოელები მოხუცების ასეთ წახალისებას დიდ პატივს სცემენ და ამდაგვარი ღონისძიების გამართვისკენ მსოფლიოს სხვა ქვეყნებსაც მოუწოდებენ.

სათნოების სახლ ,,კათარზისში” წელს უკვე მეშვიდედ გაიმართა საშობაო კონკურსი ,,სუპერ ბებია და სუპერ ბაბუა”. სახელი კია ცოტა ,,რაღაცნაირი”. სუპერზე მუდამ სუპერმენი ან დაკუნთული, ძლიერი არსება წარმოგიდგება თვალწინ, მაგრამ ეგ არაფერი, მთავარია რომ მოხუცებისთვის ერთი გასართობი დღე გამოინახა.
წელს 5 იანვარს ჩატარდა ღონისძიება და 25, 70 წელს გადაცილებული ადამიანი იღებდა მონაწილეობას. ისინი თურმე მღერიან, ცეკვავენ და ასე ამტკიცებენ თავიანთ ,,სუპერობას” : )

გამარჯვებულებს გადაეცათ 300–300 ლარი, ხოლო დანარჩენ მონაწილეებს 50.

908177b13c9e

ავთანდილ მენთეშაშვილი, 81 წლის.

cb1b5d4787d3
მარჯვნივ მარიკა სიხარულიძე- 84 წლის, და მაყვალა ბერძენიშვილი 72 წლის (კულისებში თავიანთ გამოსვლას ელოდებიან)

5ca4209ad3f2

52708fc2fe68
მარიკა სიხარულიძე – 84 წლის და ვახტანგ გოგუაძე – 70 წლის.

e5b8c65e4a91

ლიკა არაბული – 72 წლის.

b96431b45784

გამარჯვებულები – ციური კაკაბაძე 80 წლის და იური მერაბოვი 77 წლის.

პოსტი ეძღვნება სუპერობისკენ მიდრეკილ ყველა ბებიას და ბაბუას : ))

…………………………………………………………………………………………………………………..

100000692931822.1453.2047260951

მსგავსი ამბები

Back to top button