გასართობისაკითხავისასარგებლო

საინტერესო ფაქტები ყველაფერზე

წარმოგიდგენთ ფაქტებს ყველაფრის შესახებ…


• ყოველწლიურად ნაგავსაყრელზე დაახლოებით 40 ტონა მობილური ტელეფონი იყრება.


• ანტარქტიდის საერთაშორისო სატელეფონო კოდია – 672


• თუ ჩაის კოვზს იმ ნივთიერებით გავავსებთ, რომლისგანაც ნეიტრონული ვარსკვლავი შედგება მისი წონა 11 მილიონი ტონა იქნება.


• ტელეფონის გამომგონებელი ალექსანდრ ბელი არასოდეს სარგებლობდა ტელეფონით, რადგან ყრუ იყო.


• ლეონარდო და ვინჩიმ გამოიგონა მაღვიძარა, რომელიც მძინარე პატრონს ფეხებს ფხანდა.


• დინამიტის დასამზადებლად აშშ_ში იყენებენ არაქისს, ხოლო რუსეთში სოიას.


• ფილემატოლოგია ეწოდება კოცნის პროცესს.


• ყველაზე დიდი რიცხვი, რომელსაც სახელი აქვს, არის ცენტილიონი. იგი 600 ნულით იწერება და იგი პირველად ჩაწერეს 1852 წელს.

• არაბული ციფრები ინდოელებმა გამოიგონეს.

• თუ 1_დან 100_მდე ყველა ციფრს შევკრებთ, მივიღებთ 5 050_ს.

• თუ 21 978_ს 4_ზე გავამრავლებთ, მივიღებთ რიცხვს, რომელიც გასაყოფის უკუღმა დალაგებული ციფრებისგან შედგება. 21 978 რომ გავამრავლოთ 4_ზე მივიღებთ 87 912_ს.


• ყინულისა და ბეტონის სიმკვრივე თითქმის ერთნაირია.


• ერთი 75-ვატიანი ნათურა უფრო მეტად ანათებს, ვიდრე 3-25ვატიანი ნათურა.


• თვითმფრინავის შავი ყუთი სინამდვილეში ნარინჯისფერია.


• ცხელი წყალი უფრო მძიმეა, ვიდრე იგივე მოცულობის ცივი წყალი.


• გრანიტი ბგერას 10_ჯერ უკეთესად ატარებს, ვიდრე ჰაერი.


• სუფთა ოქროს ხელით „მოზელაც“ კი შეიძლება.


• ყელ-ყურ-ცხვირის ექიმის სრული სახელწოდება ოტორინოლარინგოლოგია და არა ოტოლარინგოლოგი.


• ლეგენდარულ ფეხბურთელს – გარინჩას 11 ქალიშვილი ჰყავდა.

თეგები

Mozika

Nothing interesting

მსგავსი ამბები

Close
Close