გასართობისაკითხავისასარგებლო

ფარული საფრთხე


ათი ცხოველი – ერთი შეხედვით ყველაზე უვნებელი და უწყინარი, მაგრამ სინამდვილეში – უცნაური და საშიში.

უკვდავი მედუზა.
მედუზების რბილი ზედაპირი, რომელიც მათ სილამაზეს ანიჭებს , ადამიანისათვის მათი ერთი შეხებაც კი შეიძლება სასიკვდილო იყოს. უკვდავ მედუზას 1-მეტრიანი საცეცი აქვს, რომლებიც მსუსხავ კაფსულას წარმოადგენს. მედუზა Turritopsis Nutricula ითვლება ჩვენს პლანეტაზე ერთადერთ უკვდავ არსებად. სიმწიფეს მიაღწევს თუ არა, Turritopsis Nutricula-ს შეუძლია კვლავ გახდეს ახალგაზრდა ინდივიდი და შესაძლებელია გაიმეოროს ეს ციკლი განუსაზღვრელი ვადით, ამდენად, ამ ტიპის მედუზა იღუპება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჭამეს ან მოკლეს.

კოალა.
ერთი შეხედვით, ეს ცხოველი ჰგავს რბილ სათამაშოს, მაგრამ რეალურად ფარული საფთხე იმალება მასში. არასდროს შეეხოთ კოალას ! ! ახლახან მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ამ ცხოველების უმრავლესობა ქლამიდიოზით ინფიცირებულია. ქლამიდიას უნაყოფობის მიზეზად მიიჩნევენ, ეს პაწაწინა მიკროორგანიზმი ხშირად იწვევს კვერცხსავალი მილების ანთებას. თუ ქლამიდიოზით დაავადებული ქალი დაორსულდა, ინფექციამ შესაძლოა მძიმე შედეგამდე მიგვიყვანოს: ნაადრევი მშობიარობა, თვითნებითი აბორტი და გესტოზი. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მათ ემუქრებათ სრული გადაშენება მომდევნო 30 წლის განმავლობაში.

ხოჭო-ჰერკულესი
გარეგნულად თითქოს არ წარმოადგენს არავითარ საფრთხეს; მსოფლიოს ეს გიგანტი მწერი ითვლება ყველაზე ძლიერ ცოცხალ არსებად ჩვენს პლანეტაზე. მას შეუძლია თავის წონაზე- 850 ჯერ მეტი წონის აწევა, რაც ჩვეულებრივი ადამიანისათვის 70 ტონის ექვივალენტია.

ვომბატი-მცირე ზომის ჩანთოსანი დათვი.
ავსტრალიის კონტინენტის კიდევ ერთი წარმომადგენელი, რომელიც გამოიყურება საკმაოდ კეთილგანწყობილად. სინამდვილეში, ფუმფულა ვომბატები ხშირად ნადირობენ დინგოზე (ძაღლზე,რომელიც ნადირობს ცხვარზე) და სხვა ცხოველებზე. ეს რა თქმა უნდა, ყველაფერზე მეტყველებს. ჩვენს წინაშე არ არის საყვარელი teddy-bear-დათუნია, არამედ საშიში მტაცებელი თავისი გრძელი ფრჩხილებით.

ნუტრია.
ნუტრია, ასევე ცნობილია, როგორც წყლის ვირთხა- დიდი მღრღნელი სამხრეთ ამერიკიდან. უკანა კიდურების თითები აპკითაა შეერთებული და კარგად ცურავს, ნუტრიას აქვს ძალიან ძვირფასი ბეწვი. თავდაპირველად ისინი მოაშენეს, როგორც კალიების მოსპობის საშუალება, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ნუტრია ანადგურებს არა მხოლოდ კალიებს, არამედ ანადგურებს თითქმის ყველაფერს თავის გზაზე! მხოლოდ მერილენდის შტატში ნუტრიამ მიაყენა ზარალი 3 000 ჰექტარს და მთავრობა იძულებული გახდა მიეღო მღრღნელებთან ბრძოლის პროგრამა.

ჩოქელა-კრევეტი
ამერიკაში კრევეტს-ზღვის პატარა კიბოს უფრო „შრიმპს“ ეძახიან, ბრიტანეთში კი „პრუნს“. სამეფო კრევეტი უნდა იყოს ნაცრისფერი და არა ვარდისფერი. ეს კიბოსნაირი საოცარი ფერების კრევეტები საკმაო პოპულარობით სარგებლობენ აკვარიუმების ტექნოლოგიების მცოდნეებში. მათი შენახვის ერთი პირობაა- ექსტრემალური სიფრთხილის გამოჩენა და აი რატომ: თავისუფლებაზე გამოსვლისას ამ კრევეტს შეუძლია საშინელი დარტყმა მიაყენოს თავისი მარწუხებით. და მაინც, ეს მარწუხი, რომელიც ავითარებს წარმოუდგენელ სიჩქარეს 80 კმ/სთ – შთამბეჭდავია და იმსახურებს პატივისცემას.

კოლიბრი.
ეს პატარა, მშვენიერი ფრინველი იკვებება ნექტარით, მაგრამ ყველამ არ იცის, რეალურად რისი გაკეთება შეუძლია მას. მისი დაჩქარებული მეტაბოლიზმი ( დაახლოებით 200- ჯერ სწრაფი ადამინთან შედარებით)- იწვევს საკვების მიღებას გამუდმებით, ან უბრალოდ სიკვდილი გარდუვალი იქნება. სწორედ ამიტომ მათ უხდებათ არა მარტო ნექტარის მიღება, არამედ გაძლიერებული კვება თავიანთი ნათესავების ნეშთებით.

წყნარი ოკეანის ორაგული
ეს თევზი ცნობილია იმით, რომ კარგია შემწვარ სოკოსთან და ბადრიჯანთან. გარდა ამისა, მას აქვს საინტერესო თვისება- იმისათვის რომ შთამომავლობა ეყოლოთ, ისინი გიჟურად მოქმედებენ; ორაგულები გადადიან მშობლიური ოკეანიდან მტკნარ მდინარეებში; იმისათვის რომ ადგილი ქონდეთ კვერცხებისათვის, თევზები აღარ იკვებებიან და სათითაოდ ბრუნდებიან იმ ადგილას, სადაც პირველად მოევლინენ ამ ქვეყანაზე; დასასრულს, დებენ რა კვერცხებს, თევზები უბრალოდ იღუპებიან. აი, შთამომავლობის სურვილი !

კაზუარი
ერთი შეხედვით, ეს უცნაური ფრინველი ჰგავს ინდაურისა და სირაქლემას ნარევს, სინამდვილეში კი კაზუარი აღიარებულია ყველაზე საშიშ ფრინველად მსოფლიოში. პირველ რიგში მათ აქვთ შენიღბვის უნიკალური უნარი, მისი დანახვა შესაძლებელია მხოლოდ ბოლო მომენტში, როდესაც დააპირებს თქვენზე თავდასხმას. ასევე ამ უცნაურ ფრინველს აქვს ძალიან ძლიერი ფეხები, რომლითაც შეუძლია ადამიანის გამოფატვრა ერთი დარტყმით. გარდა ამისა, კაზუარი უკიდურესად აგრესიულია, ხოლო მისი სიჩქარე შესაშურია-იგი აღწევს 75 კმ/სთ.

ჰიპოპოტამი
ალბათ ბევრს წარმოუდგენია ჰიპოპოტამი სქელ, უწყინარ და ბალახისმჭამელ ცხოველად. სინამდვილეში ეს არის პოტენციურად ყველაზე აგრესიული მკვლელი „მანქანა“. ამასთან ერთად, მათ საერთოდ არ ეშინიათ ადამიანების და საკმარისია იოლი პროვოკაცია, რათა ამ გიგანტმა მიზნად დაისახოს ყველას მოკვლა, ვინც ხელთ ჩაუვარდება. თვითონ კი ჰიპოპოტამი, რაც ბერძნულად „ზღვის ცხენს“ ნიშნავს – 45 წელს ცოცხლობს და მისი ნაშიერი დედასთან რჩება 7 წლის განმავლობაში. სტატისტიკის მიხედვით, აფრიკაში ყველაფრისმჭამელ ჰიპოპოტამებზე მოდის მრავალ ადამიანთა სიკვდილიანობა.

თეგები

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Close
Close