გასართობისაკითხავისასარგებლო

პრაქტიკული რჩევები 2 (გაგრძელება)

ეს პოსტი წინა პოსტის გაგრძელებაა, სადაც ასევე რამდენიმე რჩევას შემოგთავაზებთ.

მაცივარი

1) მოათავსეთ მაცივარი სითბოს გამომცემი წყაროებიდან დაშორებით
2) წელიწადში ერთხელ გაწმინდეთ მაცივრის უკანა მხარე
3) არ შეინახოთ მაცივარში ცხელი საჭმელი
4) გაწმინდეთ საყინულე, სანამ ყინულის სისქე 3 მმ–ს მიაღწევს, ამით ენერგიის 30 %–ს დაზოგავთ

კონდიციონერი

1) კონდიციონერის შეძენის დროს მიმართეთ პროფესიონალს რადგან ფართის მიხედვით შეგირჩიოთ თუ რა სიმძლავრის კონდიციონერი დაგჭირდებათ
2) გაციების ტემპერატურა დააყენეთ 25 გრადუს–ცელსიუსზე
3) კონდიციონერი დაამონტაჟეთ ისეთ ადგილზე სადაც დაცული იქნება მზის სხივების პირდაპირი კონტაქტისგან

ახლა გთავაზობთ პრაქტიკულ რჩევებს , თუ როგორ უნდა დავზოგოთ ენერგია საკუთარ ბინებში

1) ელექტრომოწყობილობების შეძენის დროს დააკვირდით ელექტრო იარლიყებს
2) მაქსიმალურად გამოიყენეთ დღის განათება
3) შეცვალეთ ნათურები თანამედროვე ეკონომ ნათურებით
4) სახლიდან სითბოს გადინების შესაჩერებლად დაათბუნეთ კარი და ფანჯრები
5) მშენებლობის დროს ყურადღება მიაქციეთ შენობის მდებარეობას. აღმოსავლეთ დასავლეთის მიმართულებით აშენებულ შენობას ფანჯრები სამხრეთით უნდა ჰქონდეს განლაგებული. ეს ზამთრის პერიოდში გაძლევთ საშუალებას მაქსიმალურად გამოიყენოთ მზის პასიური ენერგია

ეს რჩევები დაგეხმარებათ ნაკლები ელექტროენერგია დახარჯოთ ანუ ეს იმას ნიშნავს რომ ნაკლები გადასახადი მოგივათ .

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close