გასართობისაკითხავისასარგებლო

ჩვენი მზის სისტემა


მოგესალმებით. ეს გახლავთ ჩემი პირველი პოსტი ამ საიტზე და გადავწყვიტე, რომ დამეწერა მზის სისტემაზე, რომლის შესახებაც ყველას გააჩნია მცირედი ინფორმაცია მაინც, მაგრამ მგონი უინტერესო არ უნდა იყოს. ბევრს აღარ გავაგრძელებ და პირდაპირ გადავალ თემაზე.

ჩვენი მზის სისტემა

მზის სისტემაში შედის მზე და ყველა ის ობიექტი, რაც მის გარშემო ბრუნავს, კერძოდ: პლანეტები და მთვარეები, ქვისა და ყინულის ნატეხები და კოსმოსური მტვერი. დღეს მეცნიერებისთვის მზი სისტემის გარშემო მბრუნავი რვა პლანეტაა ცნობილი.

პლანეტები

პლანეტა დიდი სფეროსებრი სხეულია, რომელიც ვარსკვლავის ირგვლივ წრიულ ორბიტაზე მოძრაობს. ამ დროს პლანეტა საკუთარი ღერძის (პლანეტის პოლუსებზე გამავალი წარმოსახვითი წირის) გარშემოც ბრუნავს.

ვარსკვლავები

ვარსკვლავები გაზის უზარმაზარი სფეროებია, რომლებიც სითბოსა და სინათლეს გამოყოფენ. ის ვარსკვლავები რომელთაც ცაზე ჩვენ ვხედავთ, პატარები იმიტომ გვეჩვენება, რომ ჩვენგან ძალიან შორს არიან. მზე ყველაზე ახლომდებარე ვარსკვლავია. ის ჩვენგან დაახლოებით 146 მილიონი კილომეტრის მანძილზე მდებარეობს. სინათლის სხივი ჩვენამდე მოღწევას რვა წუთს ანდომებს.

მთვარეები

მთვარეები ჩვენი მზის სისტემის პლანეტების უმეტესობას აქვს. მთვარე პლანეტების გარშემო მოძრაობს ორბიტაზე, სწორედ ისე, როგორც თავად პლანეტა მოძრაობს ვარსკვლავის გარშემო. დედამიწას მხოლოდ ერთი მთვარე აქვს. თუმცა, არის პლანეტები, რომელთაც რამდენიმე მთვარე აქვთ. მაგალითად, სატურნის გარშემო, სულ ცოტა, 31 მთვარე ბრუნავს.

კოსმოსური ლოდები

ასტეროიდები და კომეტები ქვის, ყინულის, მტვრისა და ქვიშისგან შემდგარი სხეულებია, რომლებიც ჩვენი მზის სისტემაში მოძრაობენ. მეცნიერთა აზრით, ეს სხეულები ის ნარჩენებია, რაც კოსმოსში მზის სისტემის ჩამოყალიბების შემდეგ დარჩა. ამათ გარდა მზის სისტემა სავსეა უფრო პატარა ნამსხვრევებით, რომელთაც მეტეორიტებს უწოდებენ. მეტეორიტი შეიძლება იყოს კომეტიდან გამოსროლილი მტვრის მარცვლების გროვა, კლდის დიდი ნატეხი ან გახლეჩილი ასტეროიდის ნაწილი.

გალაქტიკები

გალაქტიკა მრავალი მილიონი ვარსკვლავისგან შემდგარი ჯგუფია. ის იმდენად დიდია, რომ მისი ერთი ბოლოდან მეორემდე მოგზაურობას სინათლის სხივი ათასწლეულებს ანდომებს. დღეს მეცნიერებისთვის 6 მილიარდი სხვადასხვა ფორმისა და ზომის გალაქტიკაა ცნობილი. თუმცა, ვარაუდობენ, რომ მათი რიცხვი გაცილებით მეტია. გალაქტიკებს ერთმანეთისგან უზარმაზარი ცარიელი სივრცე ჰყოფს. ჩვენი სისტემა ერთ-ერთი გალაქტიკის ნაწილია. ამ გალაქტიკას ,,ირმის ნახტომს” უწოდებენ.

იმედია მოგეწონათ პოსტი…

წყარო: გეოგრაფიის ენციკლოპედია. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

თეგები

saba_xavi

var 15 wlis

მსგავსი ამბები

Close
Close