კულტურა

კომუნისტური გადატრიალება

dc3201350887
მოგესალმებით, გადავწყვიტე შემექმნა ერთ-ერთი საინტერესო პოსტი ჩვენი ქვეყნის ისტორიაზე. არ დაგეზაროთ ამის წაკითხვა, ეს ინფორმაცია ყველა ქართველმა უნდა იცოდეს

ისტორია
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან, კომუნისტები რესპუბლიკის დამხობას და ქვეყანაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებას ცდილობდნენ. 1918 წლის მაისის ბოლოს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ბოლშევიკთა ჯარებმა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შეუტიეს ჩრდილოეთ კავკასიიდან, რომელიც იმ დროისთვის დაპყრობილი იყო ბოლშევიკთა მიერ. შემოსევა ორი მხრიდან დაიგეგმა – კავკასიის მთებიდან,   დარიალის ხეობის გავლით თბილისის მიმართულებით და შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ  სოხუმის მიმართულებით. დარიალთან კომუნისტებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საჯარისო შენაერთები დახვდნენ, რომლებმაც ისინი დაამარცხეს და უკან დაახევინეს. სოხუმის მიმართულებით კომუნისტებმა გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს, თუმცა დროებით. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარებმა კონტრშეტევის დროს დაამარცხეს მოწინააღმდეგე რამდენიმე შეტაკებაში, გაწმინდეს რესპუბლიკის ტერიტორია და დამარცხებულ მტერს საზღვრებს მიღმა, ჩრდილოეთის მიმართულებით  ტუაფსემდე მისდიეს. 1918 წლის 26 ივლისს ისინი ტუაფსეში შევიდნენ.

რუსეთში ჯერ კიდევ სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა, რამაც განაპირობა ის, რომ კმუნისტებმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დასაპყრობად მრავალრიცხოვანი ჯარის გაგზავნა ვერ მოახერხეს. ამიტომ, მათ დროებით ხელი აიღეს ღია აგრესიაზე და სანაცვლოდ, საბჭოთა პროპაგანდისტულ საქმიანობას შეუდგნენ. ათასობით აგენტმა ადვილად შეაღწია საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის ტერიტორიაზე, რადგან ქვეყნის სასაზღვრო დაცვა და პოლიცია ჯერ კიდევ არ იყო სათანადოდ ჩამოყალიბებული. იარაღი, აღჭურვილობა და ფული ურიგდებოდათ დეზერტირებს, ბანდიტებსა და სხვა დამნაშავეებს, რომლებიც საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, როგორც ყველა სხვა ქვეყანაში, კომუნისტების ძირითად საყრდენ ძალას წარმოადგენდნენ.”საჭიროებს წყაროს მითითებას”>1918 წლის შემოდგომის ბოლოსთვის, კომუნისტების მართულმა დაჯგუფებებმა დუშეთის რაიონში არეულობა მოაწყვეს, მაგრამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მცირერიცხოვანმა სამხედრო შენაერთებმა აჯანყება ადვილად ჩაახშვეს.

1919 წელი და 1920 წელი რუსეთში სამოქალაქო ომის ფაქტობრივი დასრულებით აღინიშნა. რუსი თეთრგვარდიელები დამარცხდნენ; კომუნისტები საყოველთაო გამარჯვებას ზეიმობდნენ. მათ კიდევ ერთხელ იგდეს ხელთ ჩრდილოეთი კავკასია.

1920 წლის აპრილში, კარგად დაგეგმილი სახელმწიფო გადატრიალების გზით, წითელგვარდიელებმა  აზერბაიჯანის დედაქალაქ   ბაქოში ხელში ჩაიგდეს ძალაუფლება, რასაც მაშინვე მოჰყვა წითელი არმიის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთ მოსაზღვრე რესპუბლიკის ტერიტორიის დაკავება და მთელი ქვეყნის ოკუპაცია. შუა აპრილისთვის ისინი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვრებსაც მოადგნენ და აზერბაიჯანში ადვილად მიღწეული წარმატებით შეგულიანებულნი,საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე შემოიჭრნენ. ამავე დროს, კომუნისტებმა სცადეს სახელმწიფო გადატრიალება თბილისში. კომუნისტთა აგენტების შეიარაღებული ჯგუფი თავს დაესხა საქართველოს კადეტთა სკოლა (ჯერ არაა დაწერილი)” საქართველოს კადეტთა სკოლას, სადაც ერთი საჯარისო ბატალიონი იყო განთავსებული; დანარჩენი ბატალიონები ფრონტზე იყვნენ. მათი მცდელობა მარცხით დასრულდა. კადეტმა ოფიცრებმა დაამარცხეს კომუნისტები, რომელთაგან გაქცევა ვერც ერთმა მოახერხა.

აზერბაიჯანიდან შეტევაზე გადმოსული რუსული ჯარების მიზანი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქის, თბილისის, დაპყრობა იყო. თბილისი საზღვრიდან 60 მილით იყო დაშორებული. ამჯერად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო ძალები მათ დასახვედრად მზად იყვნენ. იმ დროს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმია 35 000 კაცს ითვლიდა.არმიის დიდი ნაწილი(დაახლოებით 25 000 ჯარისკაცი) შეტევაზე გადმოსული წითელი არმიის რეგულარული ნაწილის წინააღმდეგ გადაისროლეს. გამოცხადდა საყოველთაო მობილიზაცია. ფოილოს ხიდთან გამართულ ბრძოლაში, სადაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არტილერიამ განსაკუთრებით გამოიჩინა თავი, რუსები სასტიკად დამარცხდნენ და სწრაფად დაიხიეს უკან. აყვანილ ტყვეებს შორის ყველა რუსი იყო, შესაბამისად კომუნისტების განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას აზერბაიჯანის ჯარებმა შეუტიეს და არა რუსებმა, აშკარა სიცრუე იყო.

1954 წლის 13 ოქტომბერს, კომიტეტის წინაშე ფიცის დადებით, საქარღველოს დემოკრატიული რესოუბლიკის სამხედრო ძალების ყოფილმა ოფიცერმა სიმონ კობიაშვილმა განაცხადა:

1920 წელს საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი საბჭოთა ნაწილები ძირითადად იმ დანაყოფებისგან შედგებოდა, რომლებმაც ურალის ფრონტი გამოიარეს ადმირალ კოლჩაკის არმიაში ბრძოლისას. მაშინ და 1921 წლის შემდეგ, საბჭოთა ჯარებს არ ჰყავდათ არც ერთი არარუსი დანაყოფი ფრონტზე. (საქართველოს წინააღმდეგ არც ერთ არარუს ჯარისკაცს არ უბრძოლია. ყველა საჯარისო დანაყოფი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა, დაკომპლექტებული იყო რუსებით, რომელთა უმრავლესობა რუსეთიდან ჩამოიყვანეს)). ჩემი აზრით, თავიანთ არმიაში არა-რუსები რომ ჰყოლოდათ კიდეც, ისინი არ იბრძოლებდნენ, დაუყოვნებლივ დატოვებდნენ მათ და ჩვენ მხარეს გადმოვიდოდნენ.”ფოილოსთან გამარჯვების შემდეგ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა კვინიტაძემ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას სთხოვა ნებართვა, დამარცხებულ მტერს რესპუბლიკის საზღვრებს მიღმა დადევნებოდა. იგი, ისევე როგორც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო არმიის შტაბის ოფიცრების უმრავლესობა, დარწმუნებული იყო, რომ რესპუბლიკის ჯარებს თავისუფლად შეეძლოთ აზერბაიჯანის გათავისუფლება და რუსების განდევნა ამიერკავკასიიდან, კავკასიონის გადაღმა. თუმცა, დასავლეთის მოკავშირეების წარმომადგენლების რჩევით, თბილისში მთავრობამ უარი თქვა ბრძოლის გაგრძელებაზე. ეს იყო საბედისწერო შეცდომა, რადგან სულ მალე, წითელმა არმიამ სომხეთიც დაიკავა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სრულიად მარტო აღმოჩნდა მტრის წინაშე.

ფოილოსთან დამარცხების შემდეგ კომუნისტებმა ზავი ითხოვეს, რომელსაც ხელი მაისის დასაწყისში მოეწერა. აღსანიშნავია, რომ მაშინ, როცა საბჭოთა ჯარები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ესხმოდნენ თავს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დელეგაცია მოსკოვში იმყოფებოდა საბჭოთა მთავრობასთან შეთანხმებაზე მოსალაპარაკებლად. მას შემდეგ, რაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიის ძალით დაპყრობის მცდელობა კრახით დამთავრდა, ხოლო რუსეთის ჯარმა მძიმე დამარცხება განიცადა ფოილოს ხიდთან ბრძოლაში, საბჭოთა მთავრობამ საბოლოოდ გადაწყვიტა საქართველოს დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობასთან შეთანხმება. შედეგად, 1920 წლის 7 მაისს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და საბჭოთა რუსეთს შორის მოსკოვში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას.

შეთანხმების ძირითადი დებულებები
პუნქტი 1. ვინაიდან რუსეთის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა ცნობს ყველა ერის თვითგამორკვევის უფლებას, მათ შორის იმ სახელმწიფოდან გამოსვლის უფლებას, რომლის ნაწილსაც ისინი წარმოადგენენ, რსფსრ უსიტყვოდ ცნობს ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს, და საკუთარი ნებით უარს ამბობს ყველა იმ სუვერენულ უფლებაზე, რომელიც რსფსრ-ს ჰქონდა ქართველი ხალხისა და მისი ტერიტორიის მიმართ.
პუნქტი 2. ამ ხელშეკრულების პირველ პუნქტში აღიარებული პრინციპის თანახმად, რსფსრ იღებს ვალდებულებას საქართველოს საშინაო საქმეებში ჩაურევლობის შესახებ.

მაგრამ მოხდა ისე, რომ საბჭოთა რუსეთი ამ შეთანხმების ხელმოწერიდან 9 თვის შემდეგ მრავალრიცხოვანი ჯარით ყოველგვარი საბაბის გარეშე თავს დაესხა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას. ამ მოღალატურ თავდასხმას პატარა ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვა მოყვა. შემდეგ წლებში მთელი მსოფლიო დარწმუნდა, რომ კომუნისტების ნდობა არ შეიძლებოდა და რომ ისინი შეთანხმებებს ხელს მხოლოდ იმიტომ აწერდნენ, რომ შემდეგში თვითონვე დაერღვიათ, მაგრამ 1920 წელს ჯერ კიდევ იყო იმედი, რომ საბჭოთა მთავრობა ისე მოიქცეოდა, როგორც ნებისმიერი ცივილიზებული მთავრობა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა შეცდა, როდესაც მოსკოვის კომუნისტი ხელმძღვანელების სიტყვას ენდო. მათ იმედი ჰქონდათ, რომ საბჭოთა რუსეთთან ,,მშვიდობიანი თანაცხოვრება” შესაძლებელი იყო, მაგრამ ეს იმედი მათ ძვირად დაუჯდათ.

რუსულ-ბოლშევიკური მმართველობის ტერორი საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში 1921 წელს ქვეყნის დაპყრობასთანავე დაიწყო. მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა და ინტელიგენციის დიდმა ნაწილმა დატოვა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორია და საცხოვრებლად დასავლეთ ევროპაში გადავიდა(საფრანგეთში,კერძოდ სოფელ ლევილში,რომელიც პარიზს 25 კილომეტრით არის დაშორებული). ტერორის ხანა საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში (და მთელ კავკასიაში) უკვე 33 წელია გრძელდება. საქართველო ისევე არ შეურიგდა მეორე დაპყრობას, როგორც პირველს. ქვეყანაში შეიქმნა საიდუმლო ორგანიზაციები, რომელთაც ვეტერანი მებრძოლები ხელმძღვანელობდნენ. 1924 წელს მოხდა დიდი აჯანყება, მაგრამ არათანაბარ ბრძოლაში აჯანყება ჩაახშეს, 7000 ქართველი სიკვდილით დასაჯეს და 20 000 გადაასახლეს.

ეს იყო პირველი სისხლისღვრა, რომელსაც მრავალი ამგვარი სისხლისღვრა მოჰყვა. 1921-1941 წლებში სიკვდილით დასჯილთა რიცხვმა 60 000-ს, ხოლო დეპორტირებულთა რაოდენობამ 200 000-ს მიაღწია. და ეს იმ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობა 4 მილიონს სულ მცირედ აღემატება.

თავისუფალმა მსოფლიომ საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადა მის მცდელობაში, თავი დაეღწია რუსული ბოლშევიკური უღელისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, მხოლოდ მორალურად. მან გამოთქვა პროტესტი საქართველოს დამოუკიდებლობის წართმევასთან დაკავშირებით, მაგრამ ვერ შეძლო ქმედითი ზომების გატარება ბოლშევიკების წინააღმდეგ. ერთა ლიგამ და სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებმა მიიღეს საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციები.

ლიგის V სხდომაზე გამოითქვა გულითადი თანაგრძნობა ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც მამაცურად იბრძოდა თავისუფლებისთვის. დეკლარაციას პირველ რიგში ხელი მოაწერეს ინგლისელმა, ფრანგმა და ბელგიელმა დელეგატებმა. ეს მოხდა 1924 წლის დიდი აჯანყების შემდეგ.

1920 წლის 7 მაისის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, საბჭოთა მთავრობამ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში წარგზავნა ,,დიპლომატიური” მისია ავადხსენებული კიროვის ხელმძღვანელობით, რომელიც მოგვიანებით ლენინგრადში მოკლეს. მან სწრაფადვე დაამყარა კავშირი საქართველოს კომუნისტური პარტიის ლიდერებთან (რომლის არსებობაც საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ნებადართული იყო) და შეუდგა ახალგაზრდა რესპუბლიკის წინააღმდეგ ძირგამომთხრელ საქმიანობას. მას საამისოდ დიდი თანხები და ბევრი გამოცდილი აგიტატორი, პროვოკატორი და აგენტი გააჩნდა. დაარსდა კომუნისტური უჯრედები და მებრძოლი ჯგუფები. მომზადდა ,,მეხუთე კოლონა”. შეთანხმების მე-6 მუხლის უხეში დარღვევით, საბჭოელებმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიის გარეთ ,,საქართველოს მთავრობაც” კი შექმნეს. აღსანიშნავია, რომ ე.წ. ,,მთავრობის” წევრები სტალინმა სულ რამდენიმე წლის შემდეგ დახვრიტა.

ამ ძირგამომთხრელი საქმიანობის პარალელურად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვრებთან სამხედრო მზადება მიმდინარეობდა. საბჭოთა სამხედრო მზადების შესახებ მალე მთელმა მსოფლიომ შეიტყო. მოსკოვში გაიგზავნა საპროტესტო ტელეგრამა ლორდ კერზონის მიერ, რომელიც იმ დროისათვის დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. ტელეგრამას საგარეო საქმეთა საბჭოთა კომისარმა ჩიჩერინმა ასეთი პასუხი გასცა:

რუსეთმა ცნო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. რუსეთის პოლიტიკა მხარს უჭერს მცირე ერების თვითგამორკვევის პრინციპს. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისაგან ჩვენ არაფერი მოგვითხოვია. საბჭოთა რუსეთს საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ არ ჩაუდენია და არც ჩაიდენს არანაირ მტრულ ქმედებას. მაგრამ როდესაც ჩიჩერინი ამ ტელეგრამას წერდა, რუსები უკვე თავდასხმისთვის ემზადებოდნენ. საბჭოთა გარესამყაროსთან ურთიერთობაში რუსეთს არასოდეს ჩაუდენია უფრო ვერაგული დანაშაული, ვიდრე საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან მიმართებაში და მისი აგრესია არასოდეს ყოფილა უფრო ღია და ცინიკური.

წითელი არმიის შემოსვლა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
1921 წლის 11 თებერვალს, 4 საჯარისო ერთეულისგან შემდგარი წითელი არმია საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას თავს ერთდროულად ხუთი მხრიდან დაესხა. ორი ძირითადი შეტევა აღმოსავლეთიდან (აზერბაიჯანი) და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან (სომხეთი) განხორციელდა. სამი დანარჩენი თავდასხმა კავკასიონის მთებიდან დარიალის და მამისონის გავლით და შავი ზღვის ნაპირის გასწვრივ მოხდა.

ამ დიდ ძალას საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ყველა ფრონტზე დაახლოებით 40 000 კაციანი არმია დაუპირისპირა (მუდმივი ჯარი და სახალხო გვარდია). სამწლიანი დამოუკიდებლობის განმავლობაში საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას დასავლეთიდან არც ერთი თოფი ან ამუნიციაც კი არ მიუღია. ქვეყანას საერთოდ არ ჰყავდა ავიაცია და ტანკები. ასე რომ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმატების შანსი ძალზე მცირე იყო. მიუხედავად მისი არმიის გასაოცარი გმირობისა, ქვეყანამ ვერ გაუძლო საბჭოთა შემოსევას, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამ ომში თურქეთი საბჭოთა რუსეთის მხარეს ჩაება. აღსანიშნავია, რომ იმ დროს ქემალ ფაშას თურქეთს საბჭოთა რუსეთთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, რომლისგანაც იგი იარაღითა და აღჭურვილობით დახმარებას იღებდა საბერძნეთისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ.

1921 წლის 6 მარტს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ ბათუმში ბოლო სხდომა ჩაატარა და რესპუბლიკის მთავრობას ქვეყნის დატოვება, ევროპაში გამგზავრება და იქიდან ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენაზე ზრუნვა უბრძანა. მთავრობამ ქვეყანა მეორე დღესვე დატოვა, რუსეთის ჯარი კი ბათუმში 20 მარტს შემოვიდა. ასე რომ, ღალატის, ვერაგობისა და სასტიკი ძალის გამოყენებით კომუნისტურმა რუსეთმა ბოლო მოუღო რესპუბლიკის დამოუკიდებლობას, ისევე როგორც ცარისტულმა რუსეთმა 120 წლით ადრე, 1801 წელს.

თავდაპირველად, კომუნისტებმა სცადეს ყველაფერი ისე წარმოეჩინათ, რომ თითქოსდა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში შეჭრასთან მათ საერთო არაფერი ჰქონდათ. სხვა საბუთი რომ არ არსებობდეს, ამ სიცრუის წინააღმდეგ ის ფაქტიც საკმარისი მტკიცებულება იქნებოდა, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარების მიერ აყვანილი ყოველი ტყვე ძირითადად რუსეთის პროვინციებიდან წამოსული ეთნიკური რუსი იყო, და ის, რომ თითოეული მათგანი რუსეთის რეგულარულ არმიაში მსახურობდა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ნ. ჟორდანიას არაერთი მიმართვა საბჭოთა მთავრობისა და პირადად ლენინისადმი სისხლისღვრის შეჩერების და ყველა საკითხზე შეთანხმების შესახებ უპასუხოდ დარჩა.

მოსკოვს განზრახული ჰქონდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიის ხელში ჩაგდება და ვერანაირი მოსაზრება, გარდა ზემდგომი ძალისა, მას ვერ შეაჩერებდა. უდავოა, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაზე იერიშის მიტანის მთავარი წამქეზებელი იყო სტალინი – თავად ქართველი, რომელსაც სძულდა საქართველო იმის გამო, რომ თავის დროზე ქართველებმა იგი არ აღიარეს. ლენინი, სავარაუდოდ, წინააღმდეგი იყო საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში შეჭრისა. მას ეშინოდა იმ გავლენის, რომელიც ამ უმიზეზო, ღია აგრესიას შეიძლება მოეხდინა გარესამყაროს საზოგადოებრივ აზრზე. მაგრამ სტალინს შურისძიება სწყუროდა და მან აისრულა კიდეც საკუთარი წადილი.

აი, რას აღნიშნავს ტროცკი გადასახლებაში დაწერილ და გამოქვეყნებულ წიგნში სტალინის შესახებ:

“როგორც ჩანს, სტალინმა დაივიწყა, რომ 1920 წლის 7 მაისს ჩვენ მეგობრობისა და თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი, 1921 წლის 11 თებერვალს კი წითელმა არმიამ თვითნებურად გადალახა საქართველოს საზღვრები. ჩვენ არ ვაპირებთ იმ როლის დამალვას ან შემცირებას, რომელიც წითელმა არმიამ კავკასიაში საბჭოელების გამარჯვებაში ითამაშა. 1921 წლის თებერვალში არმიამ რევოლუციას ძლიერი მხარდაჭერა აღმოუჩინა. საქართველოს წინააღმდეგ ჯარების გაგზავნის საწინააღმდეგო არაფერი გვქონდა.”

მაგრამ ამ წიგნის დაწერამდე დიდი ხნით ადრე, 1922 წლის აპრილში, ტროცკიმ, რომელიც წითელი არმიის მთავარი კომისარი იყო, განაცხადა:

“ჩვენ საქართველოს დატოვებას არ ვფიქრობთ, მაგრამ თუ სიტუაცია ისე შეიცვლება, რომ სხვა გზა აღარ გვექნება, კარებს ისე მოვიჯახუნებთ, რომ იქ ქვა ქვაზე აღარ დარჩეს.საქართველოს კომუნისტური პარტიის ბეჭდვითი ორგანო გაზეთი ,,კომუნისტი” 1921 წლის 5 მაისის ნომერში, ოკუპაციიდან ექვსი კვირის შემდეგ, წერდა:

“ჩვენს კლასობრივ ბრძოლაში დაგვეხმარა და ანტანტის კლანჭებიდან გვიხსნა ჩვენი მოძმე საბჭოთა რუსეთის წითელმა არმიამ.საქართველოში შემოჭრის მეთხუთმეტე წელს, 1936 წლის თებერვალში, ბერია წერდა:

1921 წლის თებერვალში საქართველომ საბჭოთა არმიის დახმარებით შეძლო გათავისუფლება და საბჭოთა დიქტატის დამყარება. იმავე მოვლენასთან დაკავშირებით მოლოტოვმა შემდეგი განაცხადა:

“მხოლოდ რესეთის დიდი ოქტომბრის რევოლუციის საშუალებით მოხერხდა მენშევიკების [საქართველოს დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის] დამარცხება. საქართველოს მოსახლეობის გათავისუფლება დაიწყო მაშინ, როდესაც რუსეთში გამარჯვების შემდეგ, საბჭოთა ბოლშევიკური რევოლუცია წითელი არმიის დახმარებით, 1920 წელს კავკასიაში გადავიდა. 1921 წელს კი მან აუცილებელი დახმარება აღმოუჩინა საქართველოს მოსახლეობას და საქართველო დაიკავა.”

არის კიდევ ერთი, ყველაზე მრავლისმთქმელი, თავად კომუნისტების მიერ დატოვებული მტკიცებულება. ეს არის საქართველოს კომუნისტური პარტიის მაშინდელი თავმჯდომარის, ფ. მახარაძის მიერ მოსკოვში რუსეთის კომუნისტური პარტიისთვის 1921 წლის 6 დეკემბერს გაგზავნილი ანგარიში. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე ამონარიდი ამ ანგარიშიდან: წითელი არმიის შემოსვლა და საქართველოში საბჭოთა ძალაუფლების დამყარება გარეგნულად საბჭოთა ოკუპაციას ჰგავდა, რადგან ქვეყანაში არ ჩანდა ის ძალა, რომელიც მზად იყო აჯანყებაში ან რევოლუციაში მონაწილეობის მისაღებად. საბჭოთა რეჟიმის დამყარებისას საქართველოში არ მოიძებნებოდა პარტიის არც ერთი წევრი, რომელიც საქმიანობის ორგანიზებას ან წარმართვას შეძლებდა. ეს დავალება უმეტესად საეჭვო და ზოგჯერ, კრიმინალურმა ელემენტებმა შეასრულეს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოში მასები შეეჩვივნენ საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას. გულახდილად თუ ვიტყვით, თავდაპირველად ჩვენ, გარეგნულად მაინც, სწორი მიდგომა შევიმუშავეთ – ვაცხადებდით, რომ საბჭოთა რუსეთი არ აპირებდა საქართველოსთვის დამოუკიდებლობის წართმევას და წითელი არმია ქვეყანაში მხოლოდ იმისთვის შევიდა, რომ მშრომელები გაეთავისუფლებინა. დაისვა კითხვა: შევძლებდით თუ არა ჩვენ ამ პოზიციის შენარჩუნებას? ნათლად უნდა გვეჩვენებინა, რომ ჩვენი პოზიცია საქართველოს დამოუკიდებლობაზე დავაფუძნეთ, მაგრამ მხოლოდ სიტყვიერად, მაშინ როცა ფაქტობრივად ჩვენ უარი ვთქვით მასზე და ამგვარი მიზანი საერთოდ არ გვამოძრავებდა. აუტანელი სიტუაციაა, რადგან წარმოუდგენელია მასების მოტყუება პოლიტიკურად, განსაკუთრებით კი ქართველი ხალხის მოტყუება, რომელმაც ბოლო წლებში საშინელ გამოცდას გაუძლო. ჩვენ განვაცხადეთ, რომ დამოუკიდებელი საქართველოსთვის ვიღწვოდით, მაშინ როცა თანმიმდევრულ ნაბიჯებს ვდგამდით ამ პირობის დასარღვევად.

საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში შეჭრის, მისი ოკუპაციისა და გასაბჭოების შემდეგ კომუნისტები გამუდმებით აცხადებდნენ, რომ ,,გაათავისუფლეს საქართველო იმპერიალისტურ-კაპიტალისტური უღლისაგან”. მაგრამ რეალობა სულ სხვაგვარი იყო. საბჭოთა რუსეთმა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას დამოუკიდებლობა შემდეგი მიზეზების გამო წაართვა:

1. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სტრატეგიული მდებარეობის განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო ახლო და შუა აღმოსავლეთთან მიმართებაში;
2. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეკონომიკური სიმდიდრის – მანგანუმის, ქვანახშირის, სპილენძის, ხე-ტყის, თამბაქოს, ჩაის, ციტრუსის, ბამბის და სხვა რესურსთა გამო, რაც ასე ძლიერ სურდა რუსეთს;
3. კომუნისტების იმ ფაქტთან შეურიგებლობის გამო, რომ მათ საზღვართან ეარსება ნამდვილად დემოკრატიულ, დამოუკიდებელ სახელმწიფოს, რომელსაც, როგორც მაგნიტს, შეეძლო კავკასიის სხვა ხალხების მიზიდვა;
4. სტალინის საქართველოსადმი პირადი სიძულვილის გამო;
5. კომუნისტების მიერ ცარისტული რუსეთის იმპერიალისტური ექსპანიის პოლიტიკის გაგრძელების გამო.

კომუნისტური პროპაგანდა მკაცრად მიყვებოდა ლენინის პრინციპებს. ლენინმა ერთხელ განაცხადა, რომ ,,საზოგადოებაში მიმდინარე რთულ პროცესებთან დაკავშირებით, ყოველთვის ადვილია ისეთი მაგალითებისა და ცალკეული მონაცემების შერჩევა, რომლებითაც შესაძლებელია იმის დამტკიცდება, რაც ჩვენ გვსურს”.

საქართველოს ოკუპაციიდან მცირე ხნის შემდეგ, კომუნისტებმა განახორციელეს ის, რასაც თავად ,,სკოლის რეფორმას” უწოდებდნენ. ყველა საშუალო სკოლა (გიმნაზია) დაიხურა როგორც ,,ბურჟუაზიულ-თავადური” ტიპის სასწავლო დაწესებულება და მათ მაგივრად გაიხსნა ე.წ. მშრომელთა სკოლები. სასწავლო პროგრამები მთლიანად შეიცვალა. მაგალითად, გარკვეული დროით აიკრძალა საქართველოს ისტორიის სწავლება, რის მაგივრადაც შემოიღეს ,,კლასობრივი ბრძოლის” ისტორია. ყველაზე მეტი ყურადღება მარქსიზმის სწავლებას ეთმობოდა. რუსული ენის სწავლების საათების რაოდენობა განუზომლად გაიზარდა, დასავლური ენების, ლათინურის და ბერძნულის სწავლება კი ან მინიმუმამდე შემცირდა ან საერთოდ გაუქმდა. გაჩნდა ქართული ლიტერატურის ახალი სახელმძღვანელოები, რომლებშიც არ იყო მოცემული რამდენიმე უდიდესი ქართველი მწერლის ნაწარმოებები, სამაგიეროდ შეტანილი იყო კომუნისტი მწერლების ნაწარმოებები.

სახელმწიფო უნივერსიტეტმა სრული რეორგანიზაცია განიცადა. ზოგიერთი ფაკულტეტი მთლიანად გაუქმდა; დანარჩენებს სასწავლო პროგრამები შეუცვალეს. მათ დაუმატეს ახალი ,,ინსტიტუტები”, როგორიცაა მაგალითად: ,,საბჭოთა პედაგოგიური”, ,,საბჭოთა სამართალი”, ,,საბჭოთა საფინანსო-ეკონომიკური”, რომელსაც შემდეგ ,,კოლმეურნეობის ფაკულტეტი” მიუერთდა, და სხვა მრავალი. დაითხოვეს, დააპატიმრეს, გადაასახლეს ან სიკვდილით დასაჯეს არაერთი პროფესორ-მასწავლებელი, რომელთა ადგილიც უვიცმა ადამიანებმა დაიკავეს – მათი ერთადერთი კვალიფიკაცია ის იყო, რომ ისინი საიმედო კომუნისტები იყვნენ. ისევე, როგორც საბჭოეთის სხვა ქვეყნებში, აკადემიური დამოუკიდებლობა აქაც დაუშვებელი გახდა. ყველაფერი უნდა ესწავლებინათ იმგვარად, როგორც ამას მოსკოვი ბრძანებდა. ყოველი გადახრა მოსკოვის მიერ ნაკარნახევი ხაზიდან მკაცრად უნდა გაკონტროლებულიყო. ისტორია, პოლიტიკური მეცნიერება, ეკონომიკა და სხვა დისციპლინები კომუნისტურ იდეოლოგიასა და თეორიებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით ხელახლა დაიწერა. ისტორიის საგანი ყველაზე მეტად დაიჩაგრა. ისტორიული ფაქტები დროდადრო სხვადასხვანაირად მახინჯდებოდა. პროფესორს, რომელიც იმ დროის საბჭოთა ხაზს მიჰყვებოდა, გარკვეული საფრთხე მაინც ემუქრებოდა, რადგან რამდენიმე წლის შემდეგ, ან იქნებ უფრო ადრეც, შესაძლო იყო ოფიციალური პარტიული ხაზის ცვლილება, რაც მას ,,უკლონისტად” ან ,,მოღალატედ” აქცევდა. იმ ქართველ პროფესორ-მასწავლებელთა სია, რომლებიც კომუნისტებმა სიკვდილით დასაჯეს ან რომლებიც ციხეებსა და კოლონიებში დაიხოცნენ, ძალზე გრძელია. ის მოიცავს ქართული ინტელექტუალური ელიტის საუკეთესო წარმომადგენელთა და არაერთი მსოფლიო რეპუტაციის მქონე ადამიანის სახელს.

რელიგიის დევნა
წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციისთანავე, კომუნისტები ეკლესიისა და ქართველი ხალხის რელიგიური რწმენის ნგრევას შეუდგნენ. თავდაპირველად მათ საეკლესიო ქონების ჩამორთმევა განიზრახეს. ეკლესიების დიდი უმრავლესობა ან მთლიანად დაანგრიეს, ან სამთავრობო შენობად, კომუნისტური პარტიის ოფისად, კლუბად, საწყობად ან გომურად გადააკეთეს. არაერთი უძველესი სალოცავი, საკათედრო ტაძარი, ეკლესია, მონასტერი, რომელსაც ყველა ქართველი ეთაყვანებოდა, განადგურდა და შეიბღალა. მათ შორისაა მე-5 საუკუნის ჯვრის მონასტერი; ვარძიის ცნობილი კლდეში ნაკვეთი მონასტერი, თამარ მეფის საფლავად მიჩნეული ადგილი; თბილისის საკათედრო ტაძრები; ნიკორწმინდა; ბედია; მოქვი; გუმბათი (მის თავზე აღმართული ჯვრის ნაცლად ლენინის ბიუსტი დაიდგა) და მრავალი სხვა. ყველა ჯვარი, ზარი, ჩუქურთმა, ხატი და სხვა საეკლესიო ნივთები ეკლესიებიდან გატანილ იქნა. ზოგიერთი მათგანი მუზეუმში შეინახეს, მაგრამ მათი უმრავლესობა საბჭოთა რუსეთში გაგზავნეს. იქ ამ ხატებიდან ძვირფასი ქვები ამოიღეს, ოქრო-ვერცხლი კი გადაადნეს.

ოკუპაციისთანავე დაფუძნდა ,,მებრძოლ ათეისტთა საბჭო”, რომლისთვისაც დიდი ოდენობის თანხები, შენობები, ბეჭდვითი პრესა და ა.შ. გამოიყო. მას დაევალა ანტირელიგიური პროპაგანდა ლენინის მიერ ჯერ კიდევ 1905 წელს წარმოთქმულ სიტყვებზე დაყრდნობით: რელიგია ხალხის ოპიუმია. რელიგია სულის არაყივითაა, რომელშიც კაპიტალის მონები თავიანთ ადამიანურ სახეს და ღირსების გრძნობას კარგავენ. საქართველოში კომუნისტური წყობის დამყარებამდე ათასობით ეკლესია იყო, ერთი წლის შემდეგ კი, 1922 წელს, ქართული ეკლესიის მამათავარმა, კათოლიკოსმა ამბროსიმ დაიჩივლა, რომ საქართველოში 1 500 ეკლესიაღა დარჩა. 1951 წელს, კათოლიკოსმა კალისტრატემ, თბილისში გაზეთ ,,ნიუ იორკ ტაიმსის” წარმომადგენელთან, ჰარისონ სოლზბერისთან საუბარში განაცხადა, რომ საქართველოში მხოლოდ 100 ეკლესია შემორჩა. სხვა ფაქტები რომ არც არსებობდნენ, ესეც საკმარისი იქნებოდა იმის სადემონსტრაციოდ, რაც კომუნისტებმა ქართულ ეკლესიას დამართეს.

იკრძალებოდა რელიგიური რიტუალიები. დაუშვებელი იყო, მაგალითად, ბავშვების მონათვლა ან ეკლესიაში ჯვრისწერა (ეს აკრძალვა შემსუბუქდა მეორე მსოფლიო ომის დროს). ქართველი მღვდლის შვილის, ვალერიან სანგულიას 1954 წლის 13 ოქტომბრის ჩვენებიდან ირკვევა, თუ როგორი რეაქცია ჰქონდეთ ქართველებს ამ დადგენილებაზე: მინდა აღვნიშნო, რომ სამღვდელოების დევნასთან ერთად, კომუნისტები პრაქტიკულად ანადგურებდნენ ქართულ ეკლესია-მონასტრებს. ალბათ იცით, რომ ქართული ეკლესიის ისტორია IV საუკუნის დასაწყისიდან იღებს სათავეს. საუკუნეების განმავლობაში, ქართველები იცავდნენ საკუთარ რწმენას და საქართველოს ყველა კუთხეში უამრავი მონასტერი, საკათედრო ტაძარი და ეკლესია იყო.

საქართველოს დაპყრობისთანავე კომუნისტები ეკლესია-მონასტრების განადგურებას შეუდგნენ. შენობებს ან ანგრევდნენ – როგორც დაანგრიეს მაგალითად საკათედრო ტაძარი თბილისში, ან კლუბებად და გომურებად იყენებდნენ – ყოველნაირად ბღალავდნენ მათ. შემიძლია კონკრეტული მაგალითიც მოვიყვანო – მათ ერთ უძველეს, ძალიან ცნობილ ტაძარს გუმბათიდან ჯვარი ჩამოხსნეს და მის მაგივრად იქ ლენინის ბიუსტი აღმართეს.

საქართველოში არსებული ათასობით ეკლესიიდან, 1922 წელს მხოლოდ 1500 დარჩა. ეს ჩაიწერა კათოლიკოს ამბროსის მიერ საზღვარგარეთ გაგზავნილ მემორანდუმში. საინტერესოა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1949 ან 1950 წელს, ცნობილ ჟურნალისტ სოლზბერის, რომელიც თბილისში იმყოფებოდა კათოლიკოსმა შეხვედრისას უთხრა, რომ იმ დროისთვის ეკლესიების რაოდენობა საქართველოში 100-ს არ აღემატებოდა.

ეკლესიების ნგრევისა და შებღალვის გარდა, კომუნისტები, რა თქმა უნდა, ეკლესიებს ძარცვავდნენ და ართმევდნენ ქონებას, რომლებიც მათ საუკუნეების განმავლობაში დაუგროვდათ. ქართველი ხალხი ძალიან რელიგიურია, საკათედრო ტაძრები და ეკლესიები ქართველი მეფეებისგან, არისტოკრატიისა და ხალხისგან ძვირფას შესაწირს ღებულობდა. ეს საგანძური საუკუნეების განმავლობაში ინახებოდა, მაგრამ კომუნისტებმა გაძარცვეს ეკლესიები და რაც საინტერესოა, ნაძარცვი რუსეთში გაგზავნეს.

გაიძარცვა დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ცნობილი მონასტერიც. მასში ინახებოდა ცნობილი ქართველი მეფის მიერ შეწირული განძი. ამის გამო, კომუნისტურ მთავრობას საპროტესტო წერილით მიმართეს და ამ განძის დაბრუნება ითხოვეს.

მათ ძალიან ცინიკურად მიუგეს, რომ განძი მოსკოვში გაიგზავნა სარესტავრაციოდ. რა თქმა უნდა, მას შემდეგ ამ განძის შესახებ არავის სმენია. ტერორისა და დევნის მიუხედავად, მიუხედავად ყველაფრისა, რაც კომუნისტებმა ქართველებში რელიგიური გრძნობის ჩაკვლის მიზნით ჩაიდინეს, მათ წარმატებას ვერ მიაღწიეს. მახსენდება არაერთი შემთხვევა, როდესაც არა მარტო ჩემი სოფლის, არამედ მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლებიც მოდიოდნენ ჩუმად მამაჩემთან და ბავშვის მონათვლას ან სხვა რელიგიური რიტუალის ჩატარებას სთხოვდნენ მას. ასეთ დროს, ჩვენ კარ-ფანჯარას საკეტით ვკეტავდით, მათზე ზეწრებს ვაფარებდით და გარეთ ყარაულს ვაყენებდით (ოჯახის წევრს), რათა მას კომუნისტის ან ინფორმატორის მოახლოვება შეეტყობინებინა ჩვენთვის. საქმე კიდევ უფრო რთულად იყო, როდესაც მამას სხვაგან მისვლას სთხოვდნენ სასიკვდილოდ განწირული ადამიანებისთვის რიტუალის ჩასატარებლად. ამის გაკეთება დღისით თითქმის შეუძლებელი იყო და ამიტომ იგი ღამით სიარულს ამჯობინებდა. მახსოვს ერთხელ ადგილობრივი კომუნისტი ხელმძღვანელის, კაპიტან თორიას მეუღლემ როგორ მოიყვანა საკუთარი შვილი მოსანათლად. მან ეს საიდუმლოდ გააკეთა, ისე, რომ ქმარსაც კი არ უთხრა. თუმცა, მალე ინფორმაციამ გაჟონა და ორივე, ისიც და მისი მეუღლეც, დააპატიმრეს. იგი თანამდებობიდან გადააყენეს და კომუნისტური პარტიიდან გარიცხეს. შემდეგ კი ის საერთოდ დაიკარგა.

ქართული სამღვდელოების დევნა ოკუპაციის პირველივე დღიდან დაიწყო. ათასობით ქართველი მღვდელი, ბერი და მონაზონი დაიჭირეს, გადაასახლეს, აწამეს, სიკვდილით დასაჯეს ან უბრალოდ მოკლეს. ვალერიან სანგულიამ ჩვენება მოგვცა იმის შესახებ, თუ როგორ ექცეოდნენ კომუნისტები ქართულ სამღვდელოებას. მან თქვა:

კომუნისტები ჩავიდოდნენ რომელიმე სოფელში და მოსახლეობას სოფლის მოედანზე ან სხვა ადგილას შეკრებას უბრძანებდნენ (ვაი მას, ვინც არ დაესწრებოდა); პროპაგანდისტები მიმართავდნენ სოფლის მოსახლეობას და აღფრთოვანებით საუბრობდნენ რელიგიის წინააღმდეგ. მათი პროპაგანდა მუდმივად ერთსა და იმავეს იმეორებდა – ,,რელიგია ოპიუმია, ხალხის საწამლავი; იგი მხოლოდ ექსპლუატატორთა და მდიდართა მოგონილია ხალხის დასამონებლად, ღარიბებსა და უკმაყოფილოებს ისინი სიცოცხლის შემდეგ სამოთხეს პირდებიან და ამით ამშვიდებენ. ისინი ხალხს ეუბნებიან, რომ რაც მეტად დაიტანჯებიან აქ, მით მეტად დაფასდებიან იმქვეყნად; ეკლესია იმპერიალისტებისა და მდიდრების მსახურია, ყველა მღვდელი კი ხალხის მტერია. სწორედ ამიტომ ვიბრძვით ჩვენ, კომუნისტები, ხალხის ინტერესების ნამდვილი დამცველნი, რელიგიისა და ეკლესიის წინააღმდეგ. იძიეთ შური გამყიდველებსა და თქვენს ყველაზე საშიშ მტრებზე” და ა.შ.

ასე მიმართავდნენ კომუნისტები ხალხს. Dშემდეგ მათი აგენტები იწყებდნენ ყვირილს: ,,მღვდელი, მღვდელი, მოიყვანეთ აქ მოღალატე”. დაახლოებით 10-15 აგენტი მივიდოდა მღვდელთან და შეხვედრაზე ძალით მოიყვანდა ხელებშეკრულს და კისერზე თოკშემოხვეულს. კომუნისტები სცემდნენ და უმოწყალოდ ურტყამდნენ მას, ახევდნენ ტანსაცმელს, აგლეჯდნენ წმინდა ჯვარს კისრიდან, ასხამდნენ ტალახს, ბოლოს კი მიწაზე დასცემდნენ და წვერ-ულვაშს ჰპარსავდნენ.

ამ სანახაობის დასასწრებად ძალით მოყვანილი ხალხი გარინდული იდგა ხოლმე. თავიდან, ბევრი პროტესტს გამოთქვამდა და მსხვერპლის გათავისუფლებას ცდილობდა, მაგრამ მათ ადგილზევე ხვრეტდნენ. ამიტომ, ცოტა ხნის შემდეგ ხმის ამოღებას ვეღარავინ ბედავდა. ერთი ქალი თუ იტირებდა თანაგრძნობითა და სიბრალულით.

მამაჩემსაც ისევე მოექცნენ, როგორც ბევრ სხვა მღვდელს. როდესაც სახლიდან ძალით გაიყვანეს, საწყალი დედაჩემი გაეკიდა და მეც თან გამიყოლა. მაშინ პატარა ვიყავი, მაგრამ ყველაფერი მახსოვს, რაც მოხდა. კიდევ სხვა საშინელი ამბავიც მახსოვს. მამაჩემს ყავდა მეგობარი, ასევე მღვდელი, მ. ხარეშავა. იგი ჯერ თითქმის სიკვდილამდე სცემეს, ხოლო შემდეგ წვერი ცეცხლის ალით მოაწვეს. როგორც მე ვიცი, ეს არ იყო ამგვარი წვალების ერთადერთი შემთხვევა. და ყოველთვის, როცა კომუნისტები მღვდლებს სცემდნენ და აწამებდნენ, ეკითხებოდნენ: ,,სად არის ახლა თქვენი ღმერთი? რატომ არ გეხმარებათ?”. კომუნისტებმა ბევრი იღონეს იმისთვის, რომ ხალხში რელიგიური გრძნობა ჩაეკლათ და მიეგნოთ მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ინარჩუნებდა რწმენას. ვალერიან სანგულიამ შემდეგი ჩვენება მისცა:

მახსოვს, შობის, აღდგომისა და სხვა რელიგიური დღესასწაულების შემდეგ სკოლაში როგორ მოდიოდნენ კომუნისტები და ყველა ბავშვს სათითაოდ კითხავდნენ. ვაი იმ ოჯახს, ვისი ბავშვიც იტყოდა, რომ დღესასწაულის აღსანიშნად რაიმე განსაკუთრებული ჰქონდათ სახლში. აღდგომის კვირის შემდეგ კომუნისტები ყოველთვის ამოწმებდნენ ბავშვების თითებს. და ვაი იმ ოჯახს, ვისი ბავშვების თითებზეც წითელ, ლურჯ ან სხვა ფერის ლაქებს შეამჩნევდნენ. ეს იმის მანიშნებელი იყო, რომ მათ აღდგომისათვის კვერცხები შეეღებათ. [საქართველოში, როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, აღდგომისთვის ტრადიციულად კვერცხს ღებავენ სხვადასხვა ფერად]. ამ ბავშვების მშობლებს აუცილებლად სჯიდნენ, როგორც წესი, დეპორტაციით.წითელი არმიის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, როდესაც ყველა, ვინც შეძლო, საზღვარგარეთ გაიქცა, ერთ ქართველ მღვდელს არ დაუტოვებია სამშობლო. ყველა მათგანმა თავის მრევლთან დარჩენა და მისი ბედის გაზიარება არჩია. მათ შორის იყო ქართული ეკლესიის მამათავარი, კათოლიკოსი ლეონიდე. იგი იმავე წელს გულის შეტევით გარდაიცვალა, რის შემდეგაც საქართველოს საეკლესიო საბჭომ კათოლიკოსად ამბროსი აირჩია. 1922 წლის თებერვალში კათოლიკოსმა ამბროსიმ მემორანდუმითა და თხოვნით მიმართა გენუას კონფერენციას. მან აღწერა ის საშინელი პირობები, რომელშიც წითელი არმიის მიერ დაპყრობის შემდეგ ქართველ ხალხს უხდებოდა ცხოვრება. კათოლიკოსი ამ ფორმით დახმარებას სთხოვდა ცივილიზებულ სამყაროს. ამ მიმართვის გამოქვეყნებისთანავე კომუნისტებმა იგი დააპატიმრეს და ერთი წლით ციხეში ჩასვეს. როდესაც კომუნისტებმა ჩათვალეს, რომ კათოლიკოსი ამბროსი გატეხეს, მაშინ მას საჯარო სასამართლო მოუწყვეს. შეუძლოდ მყოფმა და ღონემიხდილმა, ქართული ეკლესიის ასაკოვანმა და პატივსაცემმა პატრიარქმა ისეთი სულიერი სიმტკიცე და გამბედაობა გამოავლინა, რომ მისი სასამართლო ეკლესიისა და ქართველი ხალხის ზნეობრივი გამარჯვებით დასრულდა.

”ჩემი სული მაღალ ღმერთს ეკუთვნის, _ განაცხადა მან, _ ჩემი გული სამშობლოს, მძორი კი თქვენთვის დამითმია, მტარვალნო!” კომუნისტებმა ამბროსის სიკვდილით დასჯა ვერ გაბედეს, მაგრამ ეს დიდებული და ღირსეული ადამიანი ციხეში ჩასვეს, სადაც იგი მალევე გარდაიცვალა.

ამბროსი არ ყოფილა ერთადერთი პატრიარქი, რომელიც კომუნისტებმა სიკვდილით დასაჯეს. მისი ერთ-ერთი მემკვიდრე, კათოლიკოსი კალისტრატე, რომელიც ,,ნიუ იორკ ტაიმსის” ჟურნალისტ სოლზბერის ესაუბრა, სადაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართველ ხალხს ამერიკელ ხალხთან მეგობრული ურთიერთობის დამყარების სურვილი ჰქონდა, დააპატიმრეს. წამების შემდეგ 1952 წლის თებერვალში კათოლიკოსი კალისტრატე ციხეში გარდაიცვალა. ყოველგვარი სასამართლოს გარეშე, შეუბრალებლად მოკლეს აგრეთვე ქართული ეკლესიის მაღალი რანგის სასულიერო პირი, ქუთაისის მთავარეპისკოპოსი ნაზარი.

ქართველი კომუნისტების წინააღმდეგობა მოსკოვისადმი. 1937-1938 წლების დიდი ,,წმენდა”
საქართველოში კოლექტივიზაციის წინააღმდეგ ბრძოლა აგრესიული რუსული ჰეგემონიის წინააღმდეგ მიმართული ეროვნული მოძრაობის აღორძინებასა და გაძლიერებას დაუკავშირდა. საბჭოთა მთავრობას ჰქონდა სათანადო მიზეზი იმისათვის, რომ დარწმუნებულიყო, რომ არა მარტო ხალხი, არამედ ზოგიერთი ქართველი კომუნისტიც ხელს უწყობდა ეროვნული მოძრაობის ხელახალ აღმავლობას. ბევრი მათგანი არ უჭერდა მხარს ერთიანი კომუნიზმის იდეას; ეროვნული კულტურის აღორძინებითა და განვითარებით დაინტერესებული პირები ცენტრალური მთავრობისადმი არასაკმარის ერთგულებაში დაადანაშაულეს.

ქართველ კომუნისტებში ეჭვი მოსკოვმა 1922 წელს შეიტანა, რადგან ცნობილი იყო, რომ სსრკ-ს კონსტიტუციის შემუშავებისას, ქართველი კომუნისტები, ე.წ. ,,უკლონისტები” საკავშირო კონსტიტუციიის შექმნის წინააღმდეგი იყვნენ და მათი აზრით, საქართველო და სხვა ეროვნული საბჭოთა რესპუბლიკები შეთანხმებების საფუძველზე უნდა დაკავშირებოდნენ ერთმანეთს. ,,უკლონისტები” თვლიდნენ, რომ დაგეგმილი კონსტიტუცია საკავშირო რესპუბლიკების ცენტრალიზაციას და მათთვის უფლებების წართმევას ნიშნავდა. მაგრამ ამ დაპირისპირებაში სტალინის მოსაზრებამ გაიმარჯვა.

საქართველოში ეროვნული მოძრაობის მომძლავრებამ, რომელიც კოლექტივიზაციისადმი მედგარ წინააღმდეგობას დაუკავშირდა, 1937-1938 წლებში კრემლი ისე შეაშფოთა, რომ მან ძლიერ ,,წმენდას” მიმართა, რომლის დროსაც საქართველო ,,გაწმინდეს” არა მხოლოდ ინტელიგენციისაგან, არამედ კომუნისტური პარტიის იმ წევრებისგანაც, ვინც კოლექტივიზაციაში და კრემლის მიერ აქტიურად წარმართულ ,,რუსიფიკაციაში” საქართველოსადმი საფრთხე დაინახა. ,,ტიტოიზმი” შედარებით ახალი სიტყვაა, მაგრამ კონცეფცია ძველია. ბევრი ქართველი კომუნისტი, ალბათ მათი უმეტესობა, ,,ტიტოისტი” იყო. არაერთი მათგანი გარდა იმისა, რომ სტალინის სამშობლოდან იყო, მისი ბავშვობის მეგობარიც გახლდათ, მაგრამ ,,დიდ რუსებს” შორის ,,ყველაზე დიდმა რუსმა” ისინი არ დაინდო. ეჟოვს, რომელიც იმ დროს საძულველი შინსახკომის (НКВД, საიდუმლო პოლიცია) ხელმძღვანელი იყო, და მის ჯალათებს მაღალ თანამდებობაზე მყოფი თითქმის ყველა ქართველი კომუნისტის ლიკვიდაცია დაევალათ.

ულმობელი შინსახკომის მიერ ჩატარებულ წმენდას ვერც ერთი სამთავრობო დეპარტამენტი, კომუნისტური პარტია და რა თქმა უნდა, ვერც ერთი სხვა ორგანიზაცია ვერ გადაურჩა. ,,ეროვნული გადახვევა” გამოცხადდა მიზეზად იმ ფართომასშტაბიანი სიკვდილით დასჯისა, დეპორტაციის და ყველაფერი იმის განადგურებისა, რაც ქართველებს თავიანთ წარსულს, დაკარგულ თავისუფლებებს და დამოუკიდებლობას გაახსენებდა.

რუსეთ-საქართველოს ბრძოლები
1801- წელს რუსეთის იმპერიამ გააუქმა ქართლ-კახეთის სამეფო. 1810- წელს დაიპყრო იმერეთის სამეფო და აქაც გააუქმა მეფობა. 1811- წელს რუსეთმა გააუქმა თორმეტ-საუკუნოვანი ქართული ავტოკეფალიური ეკლესია, და აკრძალა ქართული ღვთისმსახურება.დახურა 15 მონასტერი და 860-ზე მეტი ეკლესია. რუსულმა ეკლესიამ შეათეთრა ქართული ფრესკებით მოხატული ტაძრები და მონატრები.საქართველოს ეკლესიას რუსეთმა ჩამოართვა 140 მილიონი მანეთის ქონება. რუსმა საულიერო პირებმა და ეგზარქოსებმა გაყიდეს იმერეთის საეკლესიო სალაროს მთელი განძეულობა,მათ იმერეთის საკათალიკოსო სამოსიც კი გაძარცვეს საიდანაც 4 კილოგრამადე ოქრო გამოადნეს.მთლიანად დაწვეს ქართული ეკლესიის კანონებისა და დადგენილებების არქივი, რაც გადარჩა მტკვარში გადაყარეს. 1828- წელს მოახდინა გურიის სამთვაროს გაუქმება.ამავე წელს დაიპყრო აჭარა,სამცხე,ჯავახეთი,ართვინი,არტაანი და ოლთისის ოლქები-ანუ მესხეთის დიდი ნაწილი. 1856- წელს სამეგრელო-სვანეთი დაიპყრო და მათი სამთავროები გააუქმა. 1865- წელს აფხაზეთში და ჯიქეთში(ჯიქეთის ქალაქებია:ადლერი,სოჭი,ლაზარევსკაია(ძველი ლაზიკა) და ტუაფსე(იგივე ნიკოფსია) შეიჭრა და აქაც გააუქმა სამთავრო, რომელიც შავი ზღვის ოკრუგს შეუერთა 1865 წელს რუსეთის იმპერიამ ჯიქეთ-აფხაზეთის დაპყრობით დაასრულა საქართველოს ოკუპაცია. საქართველო გუბერნიების სახით დაანაწევრა და მათ გამგებლად რუსები დანიშნა.თბილისის გუბერნიას რუსი ეგზარქოსები ჰყავდა. საქართველოში დაიწყო აჯანყებები. მათი მისია იყო ქართული სახელმწიფოებრივი მონარქიის აღდგენა, დაპყრობილი საქართველოს გათავისუფლება და ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა.მაგრამ რუსეთის იმპერიამ საქართველოს თავისუფლებისათვის მებროლი პატრიოტები სისოცხლეს გამოასალმა და ყველა აჯანყება ჩაახშო. 1860-1870-იან წლებში მილიონზე მეტი კავკასიელი გაასახლეს სამშობლოდან. რუსეთის აგენტებმა მოკლეს: ილია ჭავჭავაძე და წმიდა კირიონ კათოლიკოსი. ასე ტანჯვა – ვაებაში გაატარა ქართველმა ერმა მონობის წლები. 1917 წელს, როგორც იქნა დაეცა რუსეთის მონარქიული იმპერია. საქართველომ მაშინ ამოისუნთქა და 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა. ქართველებს დაუბრუნდათ ასე ნანატრი თავისუფლება. მაგრამ მხოლოდ 1005 დღით. რუსეთის მონარქიული იმპერია დაეცა, მაგრამ გაჩნდა – საბჭოთა კავშირი. ძველ რუსეთის იმპერიასთან შედარებით უფრო მძლავრი იმპერია. ლენინის ბრძანებით დახვრიტეს რუსეთის მეფე ნიკოლოზი, მისი მეუღლე და შვილები-ჯერ კიდევ ბავშვები. აი დიალოგი ლენინის: В своих мемуарах Троцкий обвиняет Ленина в организации расстрела царской семьи: Следующий мой приезд в Москву выпал уже после падения Екатеринбурга. В разговоре со Свердловым я спросил мимоходом: — Да, а где царь? — Кончено, — ответил Ленин, — расстрелян.— А семья где? — И семья с ним.— Все? — спросил я, по-видимому, с оттенком удивления. — Все, — ответил Ленин, — а что?.Он ждал моей реакции. Я ничего не ответил.— А кто решал? — спросил я. — я решал. Ильич считал, что нельзя оставлять нам им живого знамени, особенно в нынешних трудных условиях.

1920 წელს ლენინის საბჭოთა სისხლიანმა იმპერიამ ისევ დააპირა საქართველოს დაპყრობა. მაგრამ ქართულმა ჯარმა გენერალ გიორგი მაზნიაშვილის მეთაურობით- ორჯერ დაამარცხა რუსები.ქართველებმა დაიბრუნეს დაკარგული კუთხე ჯიქეთი(ადლერი,სოჭი,ლაზიკა,ტუაფსე) მაგრამ 1921 წლის 25 თებერვალს რუსები საქართველოში შემოიჭრნენ,და დამოუკიდებელი სახლმწიფო რუსეთმა ისევ დაიპყრო.და ის საბჭოთა საქართველოდ გამოაცხადა. 1921 წელს მოხდა დამოუკიდბლონის დაკარგვის მერე საშინელი ტრაგედია.რუსებმა დაარიგეს ქართული მიწები და საქართველოს ძირძველი ქართული კუთხეები მოწყვიტეს.

1.რუსეთმა საქართველოს ისტორიული კუთხე ჯ ი ქ ე თ ი(ე.წ სოჭი-ტუაფსეს სექტორი) მოწყვიტა ქართულ მიწა წყალს. 2. აფხაზეთმა მიიღო “დამოუკიდებლობა” 3. ბათუმის ოლქის ნაწილი-ბ ო რ ჩ ხ ა. ა რ ტ ა ა ნ ი ს(არდაგანის), ა რ თ ვ ი ნ ი ს და ო ლ თ ი ს ი ს ოლქები გადაეცა თურქეთს.ეს კუთხეები მესხეთის ნაწილებია.—————- 4.ა ჭ ა რ ა გახდა ასსრ. 5. ზაქათალის ოლქი და ფოილოს რაიონი(ყარაიას ველითურთ) გადაეცა აზერბაიჯანის სსრ-ს, რომელმაც 1920 წ. აგსტაფის ხელშეკრულებით უარი თქვა ამ ტერიტორიის მიმართ პრეტენზიებზე საქართველოს სასარგებლოდ.ანუ საქართველომ დაკარგა ისტორიული კუთხე- ს ა ი ნ გ ი ლ ო 6. ე.წ. ლორის ნეიტრალური ზონა ბორჩალოს მაზრის მიმდებარე ნაწილის ჩათვლით გადაეცა სომხეთის სსრ-ს. იყო მცდელობა ჯავახქის ავტონომიის შექმნისა, თუმცა საბოლოოდ მოსკოვმა ეს გადაწყვეტილება არ მიიღო. საქართველომ დაკარგა- ლ ო რ ე 7. საზღვარი რუსეთსა და საქართველოს შორის ისტორიული დვალეთისა და დარიალის გასწვრივ “ჩასწორდა” რუსეთის სასარგებლოდ.ანუ საქართველო დაკარგა უძველესი კუთხე- დ ვ ალ ე თ ი 8. სტალინის დაჟინებული მოთხოვნით და საბჭოთა საქართველოს ადგილობრივი მესვეურების წინააღმდეგობის მიუხედავად შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი.———- სამხრეთ ოსეთი შექმნეს ქართულ კუთხეზე-ს ა მ ა ჩ ა ბ ლ ო ზ ე 1924 წელს- დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ათასობით ახალგაზრდა პატრიოტი დახვრიტეს.ამავე წლებში რუსეთის საბჭოთა იმპერიამ გაანადგურა პატრიოტი ქართული ინტელიგენცია,არისტოკრატია და სამღვდელოება.და ყველაზე მძიმე 400 000 ქართველი ჭაბუკის დაღუპვა მეორე მსოფლიო 1989 წელს ისევ დაიწყო საქართველომ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა- ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას მეთაურობით. 1989 წლის 9 აპრილს თბილისში, თავისუფლების მოედანზე, საბჭოთა დამსჯელმა რაზმმა 21 მშვიდობიანი დემონსტრანტი მოკლა. გაუშვეს მომწამლავი გაზი როლითაც მრავალი ადამიანი დაავადდა და გარდაიცვლა. მიუხედავად ამისა ქართველმა ხალხმა მიზანს მიაღწია და 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ – საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

წყარო: ვიკიპედია

71efa64afb38

719d396cd225

80b8d7db9378

024d749dd3da

c649817b593f

5a9aa94141e0

kavtara

ravici mak daujerebeli saixleebi da minda davaato gavxado saiti ufro saintereso

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button