საკითხავისასარგებლო

მსოფლიოს უდიდესი მზის ელექტრო სადგური

მსოფლიოში განახლებად ენერგიას დიდი როლი უკავია ისეთ ქვეყნებში როგორიცაა ჩინეთი, ინდოეთი და აფრიკის კონტინენტი. დღეს დღეისობით ჩინეთი და ინდოეთი ამ მხრივ რეიტინგის სათავეში იმყოფებიან . ამ ქვეყნებში განსაკუთრებით ვითარდება ჰიდრო და მზის ენერგიები.

დღეს საუბარი ინდოეთის შესახებ მექნება , რომელსაც დიდი გეგმები აქვს ამ მხრივ. ინდოეთში განახლებად ენერგეტიკას დიდი როლი აქვს როგორც ენერგეტიკის სფეროში , ასევე ეკონომიკურადაც და სოციალურადაც. როგორც მოგვეხსენება ინდოეთში მზიანი დღეების რაოდენობა ძალიან მაღალია , როგორც საქართველოში, მაგრამ გამოსხივების მხრივ ინდოეთი უფრო წინ არის. ახლა რაც შეეხება ინდოეთის გეგმებს მზის ენერგიასთან მიმართებაში. როგორც უცხოური ვებ–გვერდები იუწყებიან ინდოეთის ერთ–ერთ რეგიონში გუჯარათში იგეგმება მსოფლიოში ყველაზე დიდი მზის ელექტროსადგურის მშენებლობა.

ახლა მოკლედ მის მონაცემებს მოგაწვდით

მშენებლობა დაიწყო 2009–ში და დასრულდება 2014 წელს.
ბიუჯეტი– 10 მილიარდი დოლარი
დადგმული სიმძლავრე– 3 გვტ
ფართობი– 150 კვ კმ
გამომუშავებული ენერგია მოამარაგებს –5,2 მილიონ ადამიანს
დასაქმებული –20 000 ადამიანი

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close