გამოგონებაგასართობიკრეატივი

Holiday Inn-ს ექსტრავაგანტული ნომრები

h

Holiday Inn-ს პირველი სასტუმრო იყო გახსნილი 60 წლის წინ. სწორედ ამ დროიდან ამერიკაში და მთელ მსოფლიოში სასტუმროს ნომრების დიზაინი გახდა ერთფეროვნული და სტანდარტული. ბევრი ტურისტისთვის მთავარია რომ მისი ნომერი იყოს სუფტა და ჩვეულებრივი. მაგრამ არიან ისეთი ადამიანებიც რომლებიც ყველგან ეძებენ რამე უჩვეულოს. ყველა 9 ჩამოთვლილთაგან სასტუმროს ნომერი გამოიყენება დღემდე მაგრამ მათი ნაწილი თავდაპირველად იყო აშენებული რეკლამის მიზნით. 

სასტუმრო Holiday Inn – Key Card

keycard

2009 წელს კომპანიის ხელშეწყობის მიზნით სასტუმრო Holiday Inn-ში მანჰეტენზე იყო გახსნილი სასტუმროს ნომერი რომელიც იყო გაფორმებული მხოლოდ და მხოლოდ პლასტიკური ბარათი-გასაღებით. ნომრისთვის ფართობით 37კვ. მ. იყო გამოყენებული 200 ათასი ბარათი-გასაღები. მათ გან იყო გაკეთებული რეცეფშენი, საწოლი და სააბაზანო.

შუშის კუბი

cube

ბუნებასთან შერწყმული “ფარული თავშესაფარი ტყეში”. შუშის კუბი დამაგრებულია ხის მორზე და მჭიდროდ დაფიქსირებულია ტროსებით. შვედური კომპანია Treehotel ამაგრებს ამ კუბებს რომელშიც იმყოფება დიდი საწოლი, ნათურა და სააბაზანო, ნებისმიერ ტყეში რომელშიც ინებებთ.

ნომერი Godiva Chocolate Suite

godiva

თუ გადაწყვიტეთ Godiva Chocolate Suite-ს ნომერში დარჩენა მაშინ ძალიან უნდა გიყვარდეთ ტკბილეული. სასტუმროს ნომერი იყო აშენებული 2008-2009 წლებში Bryant Park-ს სასტუმროში ნიუ-იორკში. შოკოლადის მწარმოებელი კომპანია Godiva-მ გააფორმა სასტუმროს ნომერი თავისი პროდუქციით. ნომერი გათვლილი იყო როგორც საჩუქარი ვალენტინობის დღისთვის. ნომერში ყველაფერი გაფორმებულია შოკოლადისკაგ: ნახატები, კედლები, ლამპარი.

ნომერი Madonna Inn

madonna inn

სასტუმროს რომელიც იმყოფება კალიფორნიაში აქვს შანსი გახდეს ყველაზე ეკლექტიკური სასტუმრო მსოფლიოში. სასტუმროში 110 ნომერია და ყველა ნომერს გააჩნია თავისი ექსკლუზიური გაფორმება – საფარისგან ლეოპარდის ტყავით კედლებზე გამოქვაბულამდე ჩანჩქერით სააბაზანოში. ხოლო ნომერი რომლის დასახელებაა ”უდაბნოს ქვიშა” შეუძლია იქირაოს ტურისტმაც საშვალო შემოსავლით.

სასტუმრო Tianzi

tianzi

ეს 10 სართულიანი სასტუმრო აშენებულია ჩინეთის ჰებეის პროვინციაში. სასტუმრო შესულია გინესის რეკორდების წიგნში როგორც ყველაზე დიდი შენობა-ქანდაკება. ფასადი წარმოადგენს ჩინეთის ღმერთების ფიგურებს: ფუ,ლუ და შოუ(წარმატების,კეთილდღეობის და დღეგრძელობის ღმერტები). შემოსასვლელი განთავსებულია ღმერთი შოუ-ს მარჯვენა ფეხთან.

სასტუმრო Icehotel

ice

Icehotel –ყველაზე დიდი სასტუმრო თოვლის და ყინულისგან. ყოველწლიურად მხატვრები და დიზაინერები მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოდიან შვედეთის ქალაქ იუკკასიარვში რომ შეადგინონ სასტუმროს და ქანდაკებების მომავალი დიზაინი. ტემპერატურა სასტუმროში შეადგენს 0 გრადუსს ამიტომაც მუშაობის წინ დიზაინერები სათანადოთ ემზადებიან.

სასტუმრო Dog Bark Park Inn

dog

სასტუმრო მდებარეობს აშშ-ს შტატ აიდაჰოში. მისი დიზაინი წააგავს ორ(დიდს და პატარა) ძაღლს ბიგლის ჯიშის. გარდა თავისი დიზაინის სასტუმროში აგრეთვე ძალიან დაბალი ფასებია. მაგალითად დაქორწინებულ წყვილს შეუძლიათ გაატარონ სასტუმროში ღამე მხოლოდ 96 დოლარად. აგრეთვე სასტუმროს მფლობელები თვითონ აკეტებენ ძაღლისა და კატის ფიგურებს და ყიდიან მათ.

სასტუმრო Kakslauttanen

kaksl

ეს ფინური სასტუმრო გაძლევთ საშუალებას აირჩიოთ ან მორებით მოპირკეთებული სახლი ან გამჭვირვალე იგლუ რომლიდანაც შეგიძლიად თვალი ადევნოთ ჩრდილოეთის ციალს. დაივიწყეთ ყოველგვარი კომფორტი რადგან თქვენ მოგიწევთ ძილი არა საწოლზე არამედ საძილე ტომარაში.

კაპსულის სასტუმრო Nine Hours

9

ამ სასტუმროს მფლობელებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მისი კომპაკტურობა და ეკონომიურობა. სტუმრებისთვის გათვალისწინებულია 7 საათი ძილისთვის, 1 საათი შხაპის მისაღებათ და 1 საათი დასვენებისთვის რის შემდეგაც მათ უნდა დაცალონ თავიანთი კაპსულა სხვა მდგმურებისთვის.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close