არქივი

ვენეციური საკარნავალო ნიღბები

94949daac4e7

ძველად ხალხს სჯეროდა, რომ სიკვდილი გვერდს უვლის ადამიანს, თუ ვერ დაინახავს მის სახეს, ამიტომაც ვენეციელებისთვის ნიღაბი არა მარტო საკარნავალო, არამედ ყოველდრიური ატრიბუტი გახდა. 

ვენეცია ყოველთვის იყო მატერიკისგან გამოყოფილი არც ისე დიდი ქალაქი, შესაბამისად იქ მცხოვრებთა უმეტესობა ერთმაენეთს სცნობდა. ქუჩაში ნაცნობის ნახვა ვენეციელების უმეტესობას ხელს უშლიდა პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამიტომ მათ შემოიღეს ნიღბის ტარების ჩვეულება, რომელიც შესაძლებლობას აძლევდათ დაემალათ თავიანთი სახე,  წარმომავლობა და სქესიც კი. ნიღაბი ყველაზე მეტად მომგებიანი საყვარლებისთვის იყო, რომლებიც თავისუფლად უმალავდნენ თავიანთ რომანებს კანონიერ მეუღლეებს.

ანონიმურობა ასევე ხელს აძლევდა ჩვეულებრივ მოქალაქეებს, რომლებიც ხანდახან სტუმრობდნენ კურტიზანთა სახლებს ან თამაშობდნენაზარტულ თამაშებს. არავინ იქნებოდა  კმაყოფილი იმით, რომ მევალეებს ან მძარცველებს გაეგოთ დიდი მოგების ან წაგების შესახებ. შენიღბული არისტოკრატები თავისუფლად გამოდიოდნენ ამორალური თავგადასავლების საძებნად, მოძალადეები და მკვლელები კი შეუმჩნევლად იტყუებდნენ და უსწორდებოდნენ მსხვერპლს, დანაშაულის ადგილსაც შეუმჩნევლად ტოვებდნენ. თუმცა არ უნდა ვიფიქროთ რომ ნიღაბი მხოლოდ ბოროტების ჩადენას ემსახურებოდა.

საბოლოოდ, ქალაქის მმართველებმა აკრძალეს ნიღბების ტარება. განსაკუთრებით აკონტროლებდნენ, რომ საეკლესიო დღესასწაულის დროს არავის ევლო დაფარული სახით. ნიღბების ტარება მხოლოდ წლის გარკვეულ პერიოდებში შეიძლებოდა, ერთ-ერთი იყო კარნავალი.

კარნავალის ნიღბების უმეტესობა იტალიური კომედიური ქუჩის თეატრის დელ არტეს ნიღბებს წარმოადგენდა. ესენია: არლეკინი, კოლომბინა და პედროლინო.

99785cc45609
1b92e1326ee0
47d7f63d2af2

თითოეული ეს ნიღაბი ერთმანეთისგან განსხვავდება თავისი სტილით, ხასიათით და ტარების მანერით.

კლასიკურ ნიღბებად, რომელთაც არანაირი კავშირი არ ჰქონდათ თეატრთან მიიჩნევა ბაუტა,  ვენეციელი ქალბატონი, კატა, ჭირის მკურნალი და ვოლტო.

ბაუტა ( Bauta) –  ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვენეციური ნიღაბი. ის შემოვიდა 17 საუკუნეში და მისით ინიღბებოდა ნებისმიერი სოციალური ფენის და სქესის წარმომადგენელი. მიუხედავად უციამოვნო შესახედაობისა, მაინც დიდი პოპულარობით სარგებლობდა და მასთან ერთად ძირითადად ატარებდნენ შავ წამოსასხამს, რომელიც ფარავდა ფიგურას და სამკუთხა ქუდს (tricorno). სახელის წარმოშობა უცნობია, თუმცა არსებობს რამდენიმე ვერსია. ერთის ტანახმად სახელი წარმოდგება იტალიური სიტყვებისგან “ bau ” ან“ babau ” (ჩვენებურად “ბუა”) , ეს იყო საშინელი მხეცი, რომლითაც ბავშვებს აშინებდნენ. ბაუტა ითვლებოდა იდეალურ შესანიღბად გავლენიანი არისტოკრატებისთვის, რათა შეუმჩნევლად შესძლებოდათ ხალხში გამოსვლა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ნიღბის ქვედა ნაწილი ისეა გაკეთებული, რომ შესაძლებელია ჭამა და ლაპარაკი ნიღბის მოუხსნელად.

ce5392d3f951
6ffd3061a935

ვენეციელი ქალბატონი (Dama di Venezia) – ელეგანტური და თავაზიანი ქალის ნიღაბი, ზუსტად ტიციანის ეპოქის ვენეციელი ქალის პროტოტიპი – კარგად შემოსილი, ძვირფასეულობით მორთული,  საინტერესო და უცნაური  თავსაბურავით შემკობილი.

9b3fbf3c6bf9
cdf5d6c217ba

კატა (Gatto) – ვენეციაში ცოტა კატა იყო, ამიტომაც მათ პატივის სცემდნენ და ერთ-ერთი საკარნავალო ნიღაბიც მიუძღვნეს. არსებობს ლეგენდა კაცზე, რომელიც ჩინეთიდან ჩამოვიდა, ჯიბეში ერთი გროშიც არ ეგდო, მაგრამ კატა ჰყავდა. კატა ბებერი იყო, მაგრამ მთელი სასახლის თაგვები დააფეთა, რითაც დოჟი ძლიერ გაახარა. კატა ვენეციაში დარჩა, ჩინელი კი მდიდარი დაბრუნდა სამშობლოში. მისი ერთი მეზობელი იმდენად განცვიფრდა, რომ იფიქრა კატაში თუ ასეთ ფულს იხდიან, ძვირფას აბრეშუმში უფრო მეტს მომცემენო. გაემგზავრა კიდეც ვენეციაში. დოჟს ძლიერ მოეწონა აბრეშუმის ნაჭრები და ვაჭარს დაჰპირდა, რომ სანაცვლოდ ყველაზე ძვირფას რამეს მისცემდა რაც კი გააჩნდა. ასე აღმოჩნდა ბებერი კატა კვლავ ჩინეთში.

e5050c679ffd
97058a1430ff

ვოლტო (Volto) – ასევე ცნობილია სახელით “მოქალაქე” (Citizen), რამდენადაც მას რიგითი მოქალაქეები ატარებდნენ ნებადართულ დღეებში. შედარებით ნეიტრალური ხასიათისაა სხვა ნიღბებთან შედარებით, იმეორებს ადამიანის სახის კლასიკურ ფორმებს. თავზე მაგრდება ლენტით, ზოგიერთს კი თასმების ნაცვლად ნიკაპტან აქვს ხელის მოაკიდებელი.

949480262ec9
3092f2912d2a

შავი ჭირის მკურნალი (Medico della Peste) – ვენეციის ერთ-ერთ საშინელ კოშმარს შავი ჭირი წარმოადგენდა, რამდენჯერმე დაატყდა ქალაქს ეს უბედურება და ბევრი იმსხვერპლა. ამ ნიღაბს საკარნავალოდ არ იყენებდნენ, მაგრამ მას იკეტებდნენ ექიმები შავი ჭირის დროს, როდესაც პაციენტების მოსანახულებლად მიდიოდნენ. მის გრძელ ცხვირში ასხამდნენ სხვადასხვა სახის არომატის ზეთს ან სხვა ნივთიერებას, ფიქრობდნენ რომ ეს დაიცავდათ დაავადებისგან. ნირაბთან ერთად ატარებდნენ შავ ქუდს და მოსასხამს, რომელიც სელისგან ან რაიმე პრიალა ნაჭრისგან იყო შეკერილი, ამიტომაც ხშირად წააგავდა ბოროტ ფრინველს, ხელში კი ჯოხი ეჭირა, იმისთვის რომ დაავადებულს ხელით არ შეხებოდა.

df0648c42db7
a9a29921f59e

Niloufer

fjfjhfjkhkiuilu;j;n;n;jk;

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button