არქივი

დავიძინოთ თუ არა?

a74d8b3b3521

ისევ და ისევ ძილი…..მერამდენე პოსტია ძილზე,აღარ ვიცი..სათვალავი ამერია…ცოტა რამ საინტერესო…

1.ჩვენ უკეთესად გვძინავს,ვიდრე გვგონია

ძილის უკმარისობა- ეს უფრო ხშირად ფსიქოლოგიური თვითმოტყუებაა.მერილენდის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ გვაჩვენა,რომ 8 საათიანი ძილი ნორმაა,ზრდასრული ადამიანისთვის.

2.რაც უფროსი,მით ნაკლები ძილი

ძილი ასრულებს არა მარტო რელაქსაციის ფუნქციას,არამედ სხვა ფიზიოლოგიური,ფსიქიკურ და ფსიქოლოგიკურ ფუნქციებს.ძილის გარეშე ცხოვრება შეუძლებელი იქნებოდა.პარადოქსია,მაგრამ რაც უფრო უფროსები ვხვდები,მით უფრო ცოტა დრო გვჭირდება ძილისთვის.მოსწავლისთვის ნორმა 8-9 საათია,უფროსებისათვის- 7-8,ხოლო მოხუც ადამიანებს უმცირდებათ 5-6 საათამდე.

3.ბავშვის და უფროსის ძილი

ბავშვებს მრავალფაზიანი ძილი აქვს(ვინც ჩემი მკითხველია,წინა პოსტში მაქვს ნალაპარაკები ფაზებზე)…ამიტომ ისინი ხშირად იღვიძებენ ღამით.მაგრამ უფროსებს ორფაზიანი ძილი აქვთ.ეს იმას ნიშნავს,რომ ღამით დასვენების გარდა,საჭიროა ასევე დღისითაც ძილი.

4.ოხ ეს ცხოველები!

ზარმაცა,საინტერესო ცხოველია სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში.სძინავს დაახლოებით 9 საათი დღეში.ახალდაბადებული ვეშაპებს შეუძლიათ 1 თვის განმავლობაში სულ არ ეძინოთ.ასე თუ ისე,ამის გაკეთება არ არის რეკომენდირებული ადამიანებისთვის.1 უძილო ღამის შემდეგაც კი ადამიანი ხდება გაღიზიანებული და ნაკლებად აქტიური.ავარიები გზებზე ამის გარეშეც გვყოფნის!

5.მიეჩვიეთ დაღლილობას და უძილობას?

მე ვერაფრით დაგეხმარებით,თუ არ მოინდომებთ თვითონ.

გაგრძელებაში სხვა ახალს ვერაფერს ნახავთ.მე მხოლოდ იმას გეტყვით,რაც იცით,მაგრამ არ აკეთებთ.საჭიროა დასაძინებლად ერთი და იმავე დროს დაწოლა.უნდა დაიტოვოთ საკმარისი დრო,რომ გამოიძინოთ და შეასრულოთ თქვენი ნორმა.ძილამდე 4-6 საათის განმავლობაში კოფეინი არ მიიღოთ,ასევე მძიმე და ცხარე საჭმელები,ალკოჰოლი და მედიკმენტები.სასარგებლოა რამე არც ისე მძიმე აქტიობა ძილის წინ.მაგრამ,არანაირი ტელევიზორის ყურება.ყველაზე მთავარია- არ მიეჩვიოთ თქვენს დაღლილ და გამოუძინარ მდგომარეობას.პრობლემის გააზრება არაა საკმარისი.საჭიროა ნებისყოფა და ცოტა ძალაც,რომ შეცვალოთ თქვენი ცხოვრების რითმი.ეს ხომ თქვენი ჯანმრთელობაა და თქვენს გარდა,სხვა ვერავინ გიშველით.

კეთილი სურვილებით

BY ნაწკა :thanks:

მსგავსი ამბები

Back to top button