საკითხავისასარგებლოსურათები

ინდოეთის ქუჩები

ვფიქრობ ძალიან საინტერესო პოსტი იქნება მათთვის ვისაც უყვარს, აინტერესებს ან სურს რომ იმოგზაუროს ინდოეთში.

ინდოეთის ქუჩებში უამრავი რამ ხდება. ა ხშირად  სახლების შესასვლელებში განლაგებულია სხვადასხვა სუვენირები  (ბუდას ქანდაკებები, სხვადასხვა ზომის  სპილოს ფიგურები, ორნამენტები, ჯართის მატერიალისგან დამზადებული ჩანთები და სხვ.)  ან სამკაულები, რომელნიც აუცილებლად მოხვდებათ მყიდველებს თვალში. აქ შეხვდებით უამრავ სამაჯურს რომლებიც დამზადებულია მინისა და მეტალისაგან.  ხოლო მესმე ყველაზე პოპულარული მატერია  სამკაულის დასამზადებლად   არის ქვა.  ქუჩებში ასევე ადვილად იყიდით   სანელებლებს  როგორებიცაა : დარიჩინი, „ჩილი“ და სხვ.  ინდოელები ასევე ყიდიან ხილს.  მათ შორის ყველაზე პოპულარულია  ბანანი, ფორთოხალი და პაპია

ქუჩაში ბაზრებზე ასევე შეხვდებით მათხოვრებს, რომელნიც მოწყალებას ითხოვენ. და ზოგჯერ „ფაკირებსაც“ რომელთაც სავარაუდოდ ისეთი ჯადოსნური ძალაუფლება გააჩნიათ, რომელიც აძლევს ძალას გაიარონ ცხელ ქვებზე და დაწვნენ ეკლიან საწოლზე.

ხოლო ჩრდილოეთ ინდოეთში კვლავაც შეგიძლიათ იპოვოთ ადამიანები, რომელნიც  უკრავენ დუდუკზე (ეს არის ფლეიტის მსგავსი ინსტრუმენტი) რომლის გაგონებაზეც დაკლაკნიკი გველები ჰიპნოზდებიან და ცეკვა-ცეკვით ეშვებიან კალათში.

ინდოეთის ქუჩებისთვის ასევე დამახასიათებელია რომ ხელოსნებმა აწარმოონ საკუთარი საქონელი გამვლელების პირდაპირ მათ დასანახავად, ამიტომაც არ არის გასაკვირი რომ ინდოეთის ქუჩებში სეირნობა ძალიან მომხიბვლელია.

ერთი და იგივე ადგილას თქვენ შეგიძლიან შეხვდეთ სპილოებს, რომელნიც გამოიყენებიან  ტვირთის გადასაზიდად ან სულაც ტაქსად. მაგრამ ახლა  ხალხი  იწყებს მანქანების გამოყენებას და სპილოები ტურისტების გასათობი ხდება.

თქვენ არ მოგიწევთ თავად გაწმინდოთ თქვენი ფეხსაცმელი. საკმარისია უბრალოდ გახვიდეთ გარეთ, ქუჩაში და   ზუსტად სახლის კუთხეში  შეხვდებით ფეხსაცმლის მწმენდავს, რომელიც  რაღაცის საფასურად გაგიწმინდავთ ფეხსაცმელს.

ინდოეთში ყველაზე პოპულარული ტრანსპორტი ველოსიპედია. თქვენ ადვილად შეგიძლიათ გადაადგილდეთ „ტაქსი ველოსიპედით“ რომელსაც რიქშას ეძახიან.

ზოგჯერ ქუჩებში მაიმუნსაც კი შეხვდებით, ასეთ შემთხვევაში აუცილებლად უყურეთ მათ, რადგან მათ მოსწონთ ხუმრობები და  სახალისო რაღაცეების კეთება, მაგრამ თქვენ შეიძლება დაკარგოთ ხილი რომელსაც ჭამთ ან სულაც შარფი რომელიც ხელში გიჭირავთ.

ინდოეთის ქუჩები ძალიან ხმაურიანი და უწესრიგოა. ამიტომაც თქვენ მოგიწევთ თვალი ადევნოთ ყველაფერს, მანქანებს, ველოსიპედებს, სპილოებს, რიქშებს…  დადექით სადგომებზე და იყავით ფრთხილად რადგან ადგილობრივი ქალებს ისევ უკავიათ მძიმე ჩანთები და სხვადასხვა ნივთები მათ ხელში.

ძალიან საინტერესო კი ის არის რომ თქვენ ხშირად შეხვდებით  ძროხებს, რომლებიც უბრალოდ „მისეირნობენ“ ქუჩებში.

ესეც ინდოეთის ქუჩაში ექსტრემალურად მოსიყვარულე ძროხები :)))))))))):))))))))))))))

რამდენიმე წლის წინ ქუჩებში ძროხების გამოჩენა  ასოცირებული იყო მოძრაობის გაჩერებასთან და დაცდასთან სანამ ისინი წავიდოდნენ. ახლა მათზე ისე ზრუნავენ როგორც სხვა ცხოველებზე, მაგრამ ისინი მაინც უნიკალურ ცხოველებად რჩებიან.  პირველი საცხობი რომელმაც ინდოეთში დაიწყო ფუნქციონირება  მუშაობა ძროხების გამო შეწყვიტა, ეს იმიტომ ხდება რომ ინდუსები ძროხებს საკრალურ ცხოველებად მიიჩნევენ და თაყვანს სცემენ მათ.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close