საკითხავისასარგებლო

დაბადებიდან სამ წლამდე…

მოგესალმებით,  პოსტში იხილავთ   ახალშობილის განვითარების ეტაპებს დაბადებიდან  32 თვის (დაახ. 3 წლის) ასაკამდე.ინფორმაცია არის ამოღებული  ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების ინტერვენციის პროგრამიდან, რომელიც შემთხვევით ჩამივარდა ხელში.

P.S. ეს პოსტი მგონი უფრო მომავალი დედიკოებისთვის იქნება საინტერესო :)

1 თვის ასაკში ბავშვთა უმეტესობას შეუძლია…

  • ოდნავ აწიონ თავები როდესაც ეყრდნობიან საკუთარ მუცლებს.
  • უყურონ ობიექტებს მცირე დროის განმავლობაში
  • მოიშორონ( ჩამოიძრონ ) საბანი სახიდან.

3 თვის ასაკში ბავშვთა უმეტესობას შეუძლია…

  • აწიოს თავი და გულ-მკერდი   მუცელზე წოლისას
  • გამოსცენ  (ღუღუნის)ხმები
  • თვალი გააყოლონ მოძრავ ადამიანს
  • საპასუხოდ გაუღიმოს ვინმეს.

6 თვის ასაკში ბავშვთა უმეტესობას შეუძლია…

  • დაჯდეს სხვის მინიმალური დახმარებით
  • გადაგორდეს  ზურგიდან მუცლამდე
  • რეაგირება მოახდინოს  მისი სახელის დაძახებაზე  შემოხედვით

12 თვის  ასაკში ბავშვთა უმეტესობას შეუძლია

  • აწიონ საკუთარი თავი რათა დადგნენ და გადადგან ნაბიჯები ხელმოკიდებულმა
  • გააყოლონ თვალი იმ მიმართულებით რომლისკენაც თქვენ მიუთითებთ
  • ითამაშონ ” peek-a-boo” ,(ჭიტა) გააკეთონ ტაშის კვრის იმიტაცია,  გაჩვენონ რაიმე.
  • თქვან 2 ან 3 სიტყვა
  • ადგნენ როცა მოსთხოვენ

16 თვის ასაკში ბავშვების უმეტესობას შეუძლია…

  • იარონ  ნელ-ნელა
  • კიბეზე ჩასვლა მოზრდილის დახმარებით
  • გამოიყენონ სიტყვეი და ჟესტები(მაგალითად:   წაგიყვანონ ხელით) რათა მიიღონ ის რაც სჭირდებათ
  • შეასრულონ პატარა იმიტირებული ”სპექტაკლი”  მაგალითად  ტელეფონზე საუბარი ან ცხოველის გამოკვება

24 თვის ასაკში ბავშვთა უმეტესობას შეუძლია…

  • ისროლონ დიდი ბურთი
  • აუღწეროსს დაზიანება ან ავადმყოფობა უფროსს
  • გამოხატოს დაინტერესება სხვა ბავშვებში    სათამაშოს  შეთავაზებით ან მათი ხელის აღებით.

32 თვის ასაკში ბავშვთა უმეტესობას შეუძლია…

  • განასახიეროს რომელიმე ცხოველი
  • ილაპარაკოს წარსულსა და მომავალზე
  • ადვილად უპასუხოს კითხვებს  „რა”,  „სად”,  „ვინ“
  • დახატოს ჰორიზონტალური ხაზი ჩვენების შემდეგ

მოკლედ სულ ესაა, იმედია საინტერესი იყო და მოგეწონათ. :)

თარგმანი არის ჩემი, ამიტომ წინასწარ გიხდით ბოდიშს გრამატიკული შეცდომებისა და დამახინჯებული ქართულისთვის. :)

თეგები

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Close
Close