გასართობისაკითხავისასარგებლო

მელოდიები აბების სანაცვლოდ

იმისათვის, რომ ძალ-ღონე და ენერგია შეინარჩუნოთ, დღეში 2-3-ჯერ, ოცდაათი-ორმოცი წუთის განმავლობაში მოუისმინეთ მუსიკას, რომელიც სიტუაციის მიხედვით უნდა შეარჩიოთ. 

იაპონიაში და ჩინეთში გამოშვებულია დისკები ევროპელებისთვის უჩვეულო დასახელებებით : „თავის ტკივილი“, „უძილობა“, „გული“, „ღვიძლი“ და ასეთი სახელწოდებითაც კი- „კონცერტი ორკესტრისთვის და თირკმლისთვის“. მუსიკალური „კოქტეილის“ შემადგენლობა ირჩევა იმავე პრინციპებით, როგორიც არის სამკურნალო მცენარეების შეგროვება: განსაზღვრული სენისთვის ინდივიდუალური რეცეპტი, განკუთვნილი.

1. თავის ტკივილი? თქვენი არჩევანი მენდელსონის „საგაზაფხულო სიმღერაზე“, დვორჟაკის „იუმორესკებზე“, გერშვინის „ამერიკელებნი პარიზში“-ზე შეაჩერეთ. სტრესი მოგეძალათ? დაიღალეთ უცხო ადამიანებთან ურთიერთობით? „პიკის“ საათებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გიწევთ მგზავრობა? საკუთარ სახლში ადგილს ვერ პოლობთ სტუმრად ჩამოსული ნათესავების გამო? ყურსასმენი გამოიყენეთ, რომ თქვენი პირადი მუსიკალური ტერიტორია შემოფარგლოთ. ასეთ შემთხვევაში სასიამოვნო იქნება, მოუსმინოთ შუბერტს, შუმანს, შოპენს, ჩაიკოვსკის, ლისტის რომანტიკულ მელოდიებს. ასთი მუსიკა სივრცის შთაბეჭდილებას შეგიქმნით.

2. დეპრესიას თავს ვერ აღწევთ? უკიდურესობამდე გაღიზიანებული ხართ? ტემპერამენტული აფრიკული მუსიკის რეპერტუარიდან მოუსმინეთ რამე- მაგ: ჯაზი, ბლუზი, რეპი. ასეთი მუსიკა განწყობას აგიმაღლებთ და გრძნობათა ღელვას განმუხტავს.

3. დაიღალეთ? ნერვები სიმებივით გაქვთ დაჭიმული? კუნთები დაგეძაბათ? მაშინ დროულია, როკ-მუსიკას მოუსმინოთ, მაგალითად, „როლინგ-სტოუნზს“, ელვის პრესლის, მაიკლ ჯეკსონს.

4. დანაღვლიანებული ხართ? ფიზიკურ და სულიერ ტკივილს განიცდით? უძილობა გაწუხებთ? მოუსმინეთ ბელინის და იტალიური ბელკანტოს სხვა წარმომადგენლებს.

თეგები

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Close
Close