არქივი

ინტერნეტ დამოკიდებულება, თუ მარტოობა?

182191 483143328382112 1786392847 n

წაიკითხეთ  ინტერნეტით შეყვარებულის და ინტერნეტდამოკიდებულის გულწრფელი აღიარება. გაიგეთ, რა არის ინტერნეტდამოკიდებულება და ვინაა მიდრეკილი ამისკენ. 

 ,,…ბოლო წლები კომპიუტერზე დამოკიდებული გავხდი ერთი ადამიანის გამო. რეალობასაც კი მოვწყდი.

ამ ეტაპზე ვარ უმუშევარი, მეგობრებიც მიმომეფანტა და აქტიური ცხოვრებით ვერ დავიკვეხნი, თუმცა ამის სურვილი მაქვს. პირად ცხოვრებას ვერ ვალაგებ მასთან დაშორების შემდეგ. ბევრმა ადამიანმაც, ვინც ნამდვილ მეგობრად მიმაჩნდა, იმედები გამიცრუვა. დღეს პასიური ეტაპის გამო თავს მარტოსლად ვგრძნობ…”

1980–იანი წლებიდან მოიმატა სხვადასხვა ჯანმრთელობის და ფიქოლოგიური პრობლემების რიცხვმა. იცით თუ არა, რომ ექიმები ჭარბწონიანთა რაოდენობის 2-ჯერ ან 3-ჯერ მატებას ბოლო 25 წლის მანძილზე (წინა წლებთან შედარებით) ხსნიან აქტიური კომპიუტერიზაციით? ფსიქოლოგებსაც ახალი საქმე მიეცათ  ინტერნეტდამოკიდებულებთან მუშაობის სახით.

ინტერნეტდამოკიდებულებას ახასიათებს ძლიერი სწრაფვა კომპიუტერისადმი, ადამიანი მზადაა თავისი დროის უდიდესი ნაწილი დაუთმოს სოციალურ ქსელებს, ჩატს. კომპიუტერის ჩართვისას ერთ-ერთი პირველი საიტი, რომელიც იხსნება, სოციალური ქსელია. მობილურ ინტერნეტს მომხმარებლები ყველაზე ხშირად სოციალური ქსელებისთვის რთავენ.

სოციალური ქსელები რეალური ურთიერთობის სუროგატები (შემცვლელები)ხდებიან და რაც მთავარია ბევრისთვის არარეალიზებული ოცნების ასრულების საშუალებაა. აქ ყველა ძალიან განათლებული, გავლენიანი, უზრუნველყოფილი, ლამაზი და გაწონასწორებულია. აქ ერთდროულად შეგიძლია იყო კაციც და ქალიც, 15-დან 40 წლამდე ნებისმიერი ასაკის, ისეთი გარეგნობით, როგორის საშუალებასაც ფოტოშოპის ცოდნა გაძლევს: ქათქათა კბილებით, პრიალა კანით და თუ კარგად ჩაუჯდები ამ პროგრამას, იდეალური სხეულის ფორმითაც, იცხოვრებ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში და ,,ჩორნიი ბუმერსაც” შენს საკუთრებად გაასაღებ. ხომ ხვდებით რასაც ვგულისხმობ? ფოტოშოპის მამებს და დედებს. :)

ჩემთვის, როგორც ფსიქოლოგისთვის ძალიან საინტერესოა ანონიმურობის ფენომენი. ეს ყველაზე ფარული სურვილების და საზოგადოებისთვის მიუღებელი აზრების დემონსტრირების შანსს იძლევა: იქნება ეს აგრესია, უხეშობა, მორჩილება, თუ სხვა სქესის მითვისება, ვირტუალური სექსი, ქალიშვილობის ცრუ-დაკარგვა და საყვარელი ქალების უთვალავი რაოდენობა. მოკლედ, სცენის ფარდას ანონიმურობა ხსნის.

როცა ამ ყველაფრის და კიდევ უფრო მეტის საშუალება ეძლევა ადამიანს, ბუნებრივია, რომ ის მოიხიბლება ამით. მაგრამ მოხიბლული და დამოკიდებული სხვადასხვა რამაა.

ძირითადად ინტერნეტ-დამოკიდებულების ,,მსხვერპლნი” არიან ისინი, ვინც კომუნიკაციის მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ცდილობს ვირტუალური ურთიერთობით. ჩნდება კითხვა: რა უშლის მას ხელს, რომ დაამყაროს რეალური ურთიერთობა? ამას რამდენიმე მიზეზი აქვს:

  • ცხოვრების პასიური წესი, უმუშევრობა, საქმის არ ქონა;
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის დეფიციტი;
  • სირთულეები თვითგამოხატვაში;
  • არაკომპეტენტურობა ან სირთულე კონტაქტის დამყარებაში;
  • სხვადასხვა კომპლექსი, ზედმეტი მორიდებულობა, დაბალი თვითშეფასება;
  • ჯანმრთელობის ან ფსიქოლოგიური პრობლემა, რის გამოც ამჯობინებენ თავი აარიდონ ხალხის ირონიას, დაცინვას, კრიტიკას და სხვ.

ინტერნეტდამოკიდებულება არაა ჯერ შეტანილი დაავადებათა სიაში, მაგრამ იხსნება კლინიკები და განყოფილებები ამ პრობლემაზე სამუშაოდ. დაუზუსტებელი სტატისტიკით, მსოფლიოში ინტერნეტმომხმარებლების 10% გახდა მასზე დამოკიდებული.

ინტერნეტდამოკიდებულება მოგვარებადია, მაგრამ როგორც ყველა პრობლემა – რაც ადრე, მით უკეთესი. რეკომენდირებულია ამ დროს ცხოვრების რეჟიმის შეცვლა, საინტერესო საქმიანობის წამოწყება, სპორტი, ვარჯიში, პიროვნული პრობლემების მოწესრიგება, თვითშეფასების აწევა, მეგობრებთან ურთიერთობის აღდგენა და სოციალიზაციის სხვა საშუალებები. თუკი დამოუკიდებლად ამას ვერ ახერხებს ადამიანი, უნდა მიმართოს ფსიქოლოგს.

527094 483143451715433 1671819299 n

გვწერს ერთი მეგობარი, ქალბატონი, რომელსაც სოციალური ქსელების საშუალებით შეუყვარდა უცხოელი მამაკაცი და ინტერნეტის მიმართ გაუჩნდა დამოკიდებულება.

,,რამდენიმე თვეა დავშორდი ადამიანს, რომელიც ძალიან მიყვარდა (მიყვარს)… არის კიდევ ერთი გოგო, რომელიც მას მოსწონს და რომელმაც განაპირობა ჩვენი ,,დაშორება”. მე ვერ შევეგუე იმას, რომ ორივეს მიმართ იჩენდა ინტერესს. ადრე დარწმუნებით ვიცოდი, რომ ჩემზე ფიქრობდა და ჩვენს შორის ძალიან დიდი ემოციური კავშირი იყო… ეხლა კი ისიც არ ვიცი ვახსენდები, თუ არა. ეს მტკენს გულს და სურვილი მაქვს თავი შევახსენო (ცოტა ცუდად ჟღერს), მაგრამ არ ვიცი როგორ… რაც შეეხება ჩემს გრძნობებს, საკმაოდ დიდი ხანი მიყვარდა უანგაროდ, ფაქტიურად სხვისკენ არც გამიხედავს, იმ რთულ პერიოდში ვცდილობდი თავი დამეჯერებინა, რომ აღარ მიყვარდა, ან უფრო სწორედ, ეს გადამივლიდა მალე, რადგან ვფიქრობდი, რომ ასე უფრო გამიადვილდებოდა მისი დავიწყება. თუნდაც თუკი სხვა ადამიანი გამოჩნდებოდა… ჩემი ცხოვრება დიდი მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა, ბევრი საინტერესოც არაფერი ხდება… ამიტომ ფიქრებით ისევ მას ვუბრუნდები.

დისტანციური ურთიერთობა ძალიან ძნელია. ამ ხნის მანძილზე მეც იმ იმედით ვცხოვრობდი, როდის ვნახავდი ამ ადამიანს (წელიწადში რამდენჯერმე ვნახულობდი). მაგრამ ეს ურთიერთობაც ასე იმიტომ განვითარდა, რომ ეს ადამიანიც უცნაურია ძალიან… ის მეორე გოგო, რომ ვახსენე, ჩემთან შეხვედრამდე გაიცნო და დღემდე არ უნახავს, მხოლოდ ჩატით აქვს მისი ,,ნახვის” საშალება. ამ ადამიანის გამო ბოლო წლები მეც კომპიუტერზე ძალიან დამოკიდებული გავხდი. რეალობასაც კი მოვწყდი. მოგატყუებთ, თუ ვიტყვი, რომ ადრე ძალიან მრავალფეროვანი ცხოვრება მქონდათქო, მაგრამ გაცილებით აქტიური იყო, ვიდრე ახლა. ამ ეტაპზე თან ვარ უმუშევარი, მეგობრებიც მიმომეფანტა და აქტიური ცხოვრებით ვერ დავიკვეხნი, თუმცა ამის სურვილი მაქვს. კომპიუტერზე დამოკიდებული გავხდი ამ ადამიანის გამო. ფსიქოლოგთანაც დავდიოდი, სანამ ამ ნაბიჯს გადავდგამდი (იგულისხმება დაშორება). დაშორების შემდეგ დამოკიდებულებაც მოიხსნა. როცა მინდა მაშინ შემოვდივარ. ალბათ დისტანციამაც განაპირობა დამოკიდებულება, სოცილაური ქსელი მასთან ,,სიახლოვის” ერთადერთი საშუალება იყო. მე ის მაწუხებს, რომ პირად ცხოვრებას ვერ ვალაგებ მასთან დაშორების შემდეგ. ბევრმა ადამიანმაც, ვინც ნამდვილ მეგობრად მიმაჩნდა, იმედები გამიცრუვა. დღეს პასიური ეტაპის გამო თავს მარტოსლად ვგრძნობ.”

 

პატივისცემით, თიკა ევდეევი

წყარო: http://www.facebook.com/psychea.georgia

psychea.georgia

Master of psychology

მსგავსი ამბები

Back to top button