საკითხავისამხედრო

უდეი სადამ ჰუსეინი

ს

მე მინდა მოგიყვეთ დიქტატორის შვილზე, ერაყის პრინცზე რომელიც საკმაოდ საინტერესო ფიგურაა…(ქართულ ინტერნეტ სამყაროშI მის შესახებ არაფერია ცნობილი)

უდეი ჰუსეინი დაიბადა ერაყში 1964 წელს. იგი სადამის უფროსი ვაჟი იყო მის გარდა, დიქტატორს ორი ქალიშვილი და 1 ვაჟი ჰყავდა. უდეი გამოირჩეოდა სისასტიკით ვანდალიზმითა და შეუბრალებლობით იგი არავის არ ინდობდა ადამიანებს როგორც ცხოველებს ისე უყურებდა. სკოლიდან იტაცებდა მოზარდ გოგოებს აუპატიურებდა და შემდეგ კლავდა მათ. სასტიკად აწამებდა ყველას ვინც არ მოეწონებოდა აკეთებდა ყველაფერს რაც მოესურვებოდა.

მის ფანტაზიას საზღვარი არ ჰქონდა. აღსანიშნავია მისი და მამამისის ურთიერთობა სადამს მიუხედავად იმისა რომ ძალიან უყვარდა უდეი პერიოდულად სჯიდა ხოლმე და საკანში ამწყვდევდა.

ერთ ერთი წვეულების დროს დიქტატორის უახლოესი მეგობარი კამელ ჰანა ავტომატს ისროდა უმისამართოდ, ეს უდეის არ მოეწონა და უბრძანა მას გაჩერებულიყო, მაგრამ კამელმა უთხრა რომ მხოლოდ სადამის ბრძანებებს შეასრულებდა რის შემდეგაც უდეიმ მას ყელი გამოჭრა და შემდეგ იარაღით შუბლი გაუხვრიტა. ამ ამბავმა განარისხა სადამი, მან შვილი საკანში გამოამწყვდია და ჯარისკაცებს აწამებინა იგი.

ფგ

აქამდე მიჩნდებოდა კითხვა პრინცს რომელსაც არ აკლია არაფერი რაც მოესურვება ყველაფერს მიიღებს რატომ ჰქონდა ასეთი მკაცრი მეთოდები,,, მაგრამ მისი ბავშვობა და შემდეგი პერიოდიც მეტყველებს იმაზე რომ სადამი მართლაც მკაცრი მშობელი და დიქტატორი იყო.

სადამმა შექმნა ეპოქა ერაყში იშოვა მილიარდობით დოლარი, ხალხს იგი უყვარდა ის ნამდვილი ბელადი იყო, როგორც უდეის ორეული ამბობს იგი გამოირჩეოდა რელიგიურობით. უდეი კი ყველაფერს აფუჭებდა.

ფ

პრინცი აქტიურად იყო ჩართული სპორტში დაყვებოდა ფედერაციას ოლიმპიადებზე ხოლო ვინც მედალს ვერ მოიპოვებდა მათაც სასტიკად უსწორდებოდა.

უდეის ფსიქოლოგიური პორტრეტის შესწავლის შემდეგ ექიმები ამტკიცებდნენ რომ მას აშკარა ფსიქიური აშლილობა ჰქონდა.
აქტიურად მოიხმარდა კოკაინს, სასმელს. მისი სისუსტე იყო ქალები და მანქანები.

უდეის დაახლოებით ათასამდე მანქანა ჰყავდა, უიშვიათესი მოდელები ძვირადღირებული ბრენდი მანქანები
Ferrari, porsche, bentley, rolls royce, mercedes-benz, lamborghini და უამრავი სხვა.

უდეი ძალიან კარგი მოსწავლე იყო უნივერსიტეტში 76 მოსწავლეს შორის პირველი იყო სწავლობდა ინჟინერიის ფაკულტეტზე.
მე წინა პოსტში ვისაუბრე ლატიფ იაჰიაზე უდეის ორეულზე (იხილეთ პოსტი) უდეი მასაც აწამებდა ხან იარაღს ესროდა ხან ციხეში ამწყვდევდა.

2003 წელს 22 ივლისს უდეი მისი ძმა და ძმისშვილი ამერიკის არმიის მეოცე დანაყოფმა გაანადგურა.
უდეი 39 წლის ასაკში გარდაიცვალა და დატოვა უდიდესი კოლექცია მანქანებისა რომელიც ეხლახანს გახდა ცნობილი

2011 წელს გამოსულ ფილმში “ეშმაკის ორეული” უდეის და ლატიფის პერსონაჟი დომენიკ კუპერმა გენიალურად განასახიერა. ფილმში სცენარი ცოტათი განსხვავდება რეალობისგან პატარ-პატარა ნიუანსები შეცვლილია. ფილმის რეჟისორს თვით ლატიფ იაჰია ეხმარებოდა გადაღებაში. ფილმის სცენარიდან ამოღებულია ზედმეტად ვანდალური ფაქტები და ქმედებები რათა კინო არ დამძიმებულიყო

dcv

უდეის ბოლო სურათი მორგში

d

აქ მონათხრობი ინფორმაცია არის ჩემს მიერ ნათარგმნი სხვადასხვა საიტებიდან და ვიდეოებიდან.

თეგები

Rainless

who Am I

მსგავსი ამბები

Close
Close