გართობაუცნაური

საინტერესო ამბები ყველაფერზე ნაწ. 5

5510150f82c2
კაბები ტუალეტის ქაღალდისგან
1000-ზე მეტი საქორწილო კაბა შექმნილია რიგით მეშვიდე ყოველწლიური კონკურსისათვის „საქორწილო კაბები ტუალეტის ქაღალდისაგან“.მასალად შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ტუალეტის ქაღალდი, წებო, წებოვანი მისაკრავი და ძაფი. მაგრამ მიხედავად ამისა, ბევრი ასეთი კაბის მოდელები არაფრით განსხვავდებოდა ძვირადღირებული ქსოვილისაგან. კონკურსანტების შეფასების მთავარი კრიტერიუმი მაინც იყო -ორიგინალობა.
1. პრიზი $1000 ერგო გამარჯვებულს სიუზან ბრენანს, რომელმაც თავის უნიკალურ კაბაზე დახარჯა ქაღალდის 5 რულონი.
5510150f82c2
2. მეორე ადგილი და $500. დაიხარჯა ტუალეტის ქაღალდის 5 რულონი.
9f2be71daf8e
3. მესამე ადგილი და $250 დაიხარჯა 20 რულონი.
cb3a68229aeb
ვიდეო:

მწვანე მდინარე
ინციდენტი მოხდა 2010 წლის 29 დეკემბერს გოლდსტრიმის პარკში,კანადა. მდინარის წყალი, რომელიც მიედინებოდა გოლდსტიმის პარკის გასწვრივ გახდა მწვანე-ნეონის ფერი. არა, ეს ნამდვილად არ იყო ოპტიკური ილუზია. 1 საათის შემდეგ, მდინარემ კვლავ მიიღო ბუნებრივი ფერი.მას შემდეგ, რაც გარემოს დაცვის ადგილობრივმა სამინისტრომ ჩაატარა წყლის ანალიზი, აღმოჩნდა წყალში სპეციალური ნივთიერება, ფლურესცეინი. არც თვითონ ნივთიერება და არც მისი დაშლის პროდუქტები არ არიან ტოქსიკური, ასე რომ, ექსპერტები თვლიან, რომ არავითარი ზიანი არ იყო მიყენებული მდინარის ბინადარებისათვის. ინციდენტის დამნაშავენი ჯერ კიდევ არ არიან ნაპოვნი.
86b92447e031
b880200b8b32
ვიდეო:

მტკვარსაც რომ შეურიოთ ასეთი ურიგო არ იქნება მგონი :D

მუმბაის საოცრება
მუმბაიში, ინდოეთი, არქიტექტორმა ჯეიმს ლომ Cybertecture International დააპროექტა საცხოვრებელი შენობა Parinee Ism Tower.გთავაზობთ შევხედოთ შიდა და გარე შენობის სურათებს, ბალკონებზე წყლის აუზებითა და მაღალჭერიანი ოთახებით.
ecd8492d5bbc
3dd380710edf

კრეატივი ბანანებისგან
იაპონელმა მხატვარმა, სახელად სუ-მ გამოიყენა კრეატიული მიდგომა ბანანებისადმი. მან შექმნა მართლაც-და უჩვეულო 3D ნამუშევრები.ნაკლებად სავარაუდოა, რომ თქვენ მოგინდეთ ამ უცნაური და საშიში პერსონაჟების დაგემოვნება, როგორი ბანანის მოყვარულიც არ უნდა იყოთ
cc730fe82e7d
31254ca35ef4
65b2cad5da24
192252956123

ყველაზე დიდი მიწისქვეშა მდინარე ლონდონში
ცოტამ თუ იცის, რომ მთელი ლონდონი სავსეა მიწისქვეშა გასასვლელებით. ეს ფაქტი თავისთავად საოცარია, მაგრამ ეს ყველაფერი არაა; იქ მიედინება ასევე მიწისქვეშა მდინარე, რომელიც „Fleet“ (ფლიტი) სახელს ატარებს და ნიშნავს პატარა მდინარეს, ნაკადულს. „Fleet“ არის ყველაზე დიდი წყალქვეშა მდინარე ლონდონში.ძველად, ვიქტორიანელმა ინჟინრებმა ააგეს გვირაბების მთელი სისტემა ლოდონის ქვეშ.. მდინარემ შეიძლება გაავსოს გვირაბი 30 წუთში, ასე რომ, თუ თქვენ აღმოჩნდებით ლონდონში და გადაწყვიტავთ გაიაროთ კატაკომბები ( მიწისქვეშეთი ქვაბული), არ დაგავიწყდეთ ფხიზლად ყოფნა. როცა ეს ადგილი აშენდა , მდინარე იყო სუფთა, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერი შეიცვალა. გვირაბები გახდა ნაგვის გადაყრისა და ფიზიკური ანგარიშსწორებების ადგილი
217845b66b0a
a80f39965c78
176398d3df91

მუზეუმი
6731f8de63cc
მრავალი ასეული წლის განმავლობაში ქალაქი ალექსანდრია ძველი სამყაროს კულტურული და სავაჭრო ცენტრი იყო. იგი ალექსანდრე მაკედონელმა ააგდო მდ.ნილოსის შესართავში,სადაც თავს იყრიდა ევროპის,აზიის, აფრიკის სავაჭრო გზები.იქ ჯერ კიდევ ადრე არსებობდა ბიბლიოთეკა, რომელშიც თითქმის 700 ათასი ხელნაწერი გრაგნილი ინახებოდა. დაახლოებით 2200 წლის წინ ეგვიპტის მეფეებს ალექსანდრიაში “მუზეონო”-მუზების ტაძარი დაუარსებიათ.მისი პირვანდელი დანიშნულება, ცხადია, ისეთი არ იყო,როგორც დრეს აქვთ მუზეუმებს,მაგრამ დროთა განმავლობაში იქ თავი მოუყრია უამრავ იშვიათ ნივთს,ხელნაწერს,იარარს მსოფლიოს ყველა კუთხიდან.ამ მუზეუემების კედლებში მუშაობდნენ გამოჩენილი ასტრონომები,მათემატიკოსები, გეოგრაფები, ფილოსოფოსები,რომელბმაც უდიდესი გავლენა მოახდინეს ანტიკური მეცნიერების განვითარებაზე.საუკუნეების წინათ ალექსანდრიაში არსებული ამ თავისებური სამეცნიერო კერის სახლს-მუზეუმს დღეს ვუწოდებთ ყველა იმ დაწესებულებას,სადაც ისტორიული ,ლიტერატურული ან სხვა სამეცნიერო კოლექციები ინახება და კვლევითი თუ კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობა წარმოებს

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button