საკითხავისასარგებლოუცნაური

არცერთი დღე მოცარტის გარეშე


ძველად ამბობდნენ: „ყველაფერი საწამლავია და ყველაფერი წამალია, მთავარია, სწორად განსაზღვრული დოზა“. ეს ეხება ხელოვნებასაც: ბომარშეს მამა, როდესაც მისი შვილი „სევალიელ დალაქს‘’ უკითხავდა, მოზღვავებული ემოციებისგან გარდაიცვალა. მუნჯი კინოს მომავალი ვარსკვლავი-ვერა ხოლოდნაია დრამატული თეატრის პრიმა მსახიობის-ვერა კომისარჯევსკაიას ბრწყინვალე სცენური თამაშის შემდეგ ერთი კვირა ნერვულმა ციებ-ცხელებამ შეიპყრო და ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს. სტენდალმა აღფრთოვანებისგან გრძნობა დაკარგა, როდესაც ერთ-ერთ ფლორენციულ მუზეუმში აღორძინების ეპოქის მხატვრების ნაწარმოებები იხილა.

ხელოვნება ატომურ ენერგიას გავს:გაუფრთხილებელი მოპყრობის შედეგად ფეთქებადი ეფექტი აქვს.აქვე გავიხსენოთ ჟერარ დეპარდიეს მაგალითი: სიყრმეში ის იმდენად ენაბლუ იყო, რომ წინადადებების ბოლომდე დამთავრება უჭირდა,ტექსტებს ცუდად იმახსოვრებდა და მოძრაობაც მოუხერხებელი ჰქონდა.ასეთი მონაცემების პატრონისთვის მსახიობ კარიერაზე ოცნებაც კი ზედმეტი იყო,მაგრამ დეპარდიეს სხვა არაფერზე სურდა ფიქრი. ცნობილმა ფრანგმა ფსიქოტერაპევტმა-ალფრედ ტომატისმა იგი 2 კვირაში განკურნა. იგი ყოველდღე, 2 საათის განმავლობაში მოცარტის მუსიკას ასმენინებდა მომავალ მსახიობს.

მოცარტის მუსიკა გამაჯანსაღებელი ეფექტით მელოდიების სამყაროში ჩემპიონია:არც ძალიან ჩქარია, არც ძალიან ნელი, რბილია და ამავდროულად დინამიური. მეცნიერთა აზრით, იგი განსაკუთრებულად შეესაბამება ჩვენი ორგანიზმის ბიორიტმებს. ტყუილუბრალოდ არ უწოდებენ მას მედიკოსები ცხოვრების სიმებს.დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია;მოცარტის მუსიკა ორგანიზმში აძლიერებს იმუნიტეტს,არეგულირებს ძილსა და მადას, ამშვიდებს, ხსნის დაღლილობას, აუმჯობესებს წამლის მიღების სამკურნალო პროცესს და აჩქარებს გამოჯანმრთელებას

თეგები

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Close
Close