საკითხავისასარგებლო

პერსონალური კომპიუტერის მომხმარებლების 10 არასწორი ქმედება

1) კომპიუტერის მიერთება დენის წყაროში დამცავი საშუალებების გარეშე:

ნებისმიერ მოწყობილობას (მაგ: თმის ფენი, მიკროტალღური ღუმელი, კონდიციონერი და სხვა), რომელიც მიუერთდება თქვეს დენის წყაროს, შეუძლია გამოიწვიოს ძაბვის ვარდნა. ნებისმიერი ქმედებას, რომელიც განუწყვეტლივ გამოიწვევს ძაბვის ვარდნას, საბოლოოდ შეუძლია ზიანი მიაყენოს ან მთლიანად გადაწვას თქვენი კომპიუტერი.

სწორი იქნება, თუ კომპიუტერს მიუერთებთ დენის წყაროს ძაბვის სტაბილიზატორის გავლით. არსებობს მრავალი ტიპის სტაბილიზატორები, მაგრამ ყველაზე იდეალური იქნება UPS-ის (უწყვეტი დენის წყაროს) მიერთება თქვენს პერსონალურ კომპიუტერზე.

2) ინტერნეტის მოხმარება აპარატურული და პროგრამული ფაერვოლის გარეშე:

მრავალი მომხმარებელი პირდაპირ უერთებს კაბელს მოდემს და იწყებს ინტერნეტის მოხმარებას, ისე რომ, არც კი ფიქრდება შესაძლო საფრთხეებზე. არ იგულისხმოთ, რომ თქვენს მოდემი თუ როუტერი აღჭურვილია ფაერვოლით. ყველა ინტერნეტ ორიენტირებული კომპიუტერი აუცილებელია აღჭურვილ იქნას აპარატურული ფაერვოლით (მისი ჩაშენება შესაძლებელია მოდემ/როუტერსა და თქვენს კომპიუტერს შორის).

ყველა ინტერნეტ ორიენტირებული კომპიუტერი, ასევე აუცილებელია აღჭურვილი იქნას ორმხრივი (შემომავალი და გამავალი პილტრაციის) პროგრამული ფაერვოლით. ასეთი ფაერვოლები აკონტროლებეს ისეთ საფრთხეებს, რომლებიც გამოეპარა აპარატურულ ფაერვოლს. Windows XP-ს ჩაშენებული აქვს ცალმხრივი (შემომავალი ფილტრაციის) პროგრამული ფაერვოლი, რაც სუსტია და საჭიროებს ორმხრივი ფაერვოლით ჩანაცვლებას. Windows Vista-სა და 7-ში ჩაშენებულია პროგრამული ფაერვოლი, მაგრამ მუშაობს ცალმხრივად (ფილტრავს მხოლოდ შემომავალ ტრაფიკს), ამიტომ საჭიროა მისი გადაკონფიგურება ორმხრივ ფილტრაციაზე.

3) ანტი ვირუსული პროგრამის გამორთვა სისტემის ასაჩქარებლად:

ხშირად ანტი ვირუსი მომაბეზრებელია: ბლოკავს აპლიკაციას რომლის გამოყენებაც გსურთ, ზოგჯერ საჭიროა მათი გათიშვა, რათა დააყენოთ პროგრამა, საჭიროებს რეგულარულ განახლებას და რაც ყველაზე ცუდია ანელებს სისტემას. ასეთ დროს მომხმარებელი მიმართავს მარტივ ხერხს: „მოდი გამოვრთავ ანტი ვირუსს…რა მაგარია! საგრძნობლად აჩქარდა ჩემი კომპიუტერი“ ეს ცნობილი უკანასკნელი სიტყვებია.

არავითარ შემთხვევაში გამორთოთ ანტი ვირუსი. თუ იგი მართლაც ანელებს კომპიუტერს და თქვენთვის მომაბეზრებელია, მახსიმუმ შეცვალეთ იგი ახალი, თქვენთვის მოსახერხებელი ანტი ვირუსით.

4) უამრავი პროგრამის დაინსტალირება და ამოშლა, განსაკუთრებით უფასო პროგრამებისა:

უამრავი მომხმარებელი კმაყოფილია იმ პროგრამებისა რომლებთანაც მუშაობენ და არასდროს ახდენენ მათ განახლებას. ასეთი მომხმარებლებისთვის კომპიუტერი არის უბრალო მოწყობილობა, და პროგრამა იდეალურია მანამდე სადამდეც აკეთებს თავის საქმეს. რა საჭიროა განახლება!

ასევე ინტერნეტში არსებობს უამრავი მიმზიდველი უფასო პროგრამები: სკრინსეივერები, სმაილები სოციალური გვერდებისთვის, ვებ აქსელერატორები და სხვა, რომელთაც მომხმარებელი აინსტალირებს უამრავი რაოდენობით.

და რაში ჩანს საფრთხე ზემოთ აღნიშნულ ქმედებებში? ყველა მათგანში! მოძველებული პროგრამები შეიცავენ სისუსტეებს, რომელთაც კომპიუტერული კრიმინალი მარტივად აღმოაჩენს და დაეუფლება თქვენს სისტემას, ხოლო უფასო პროგრამების 90%-ი შეიცავს ვირუსებს.

ასევე სახიფათოა დიდი რაოდენობით დაინსტალირება და ამოშლა თუნდაც ლიცენზირებული პროგრამებისა, რადგან ასეთ დროს ივსება სისტემის რეგისტრი და სუსტდება სისტემის მთლიანი უსაფრთხოება.

5) გადავსებული მყარი დისკები:

ბოლოს როდის შეამოწმეთ თქვენი მყარი დისკის მოცულობა? გიკვირთ ხომ რა სწრაფად ივსება იგი? ეს ყველაფერი დღევანდელი სწრაფი ინტერნეტის დამსახურებაა.

თქვენ დღის განმავლობაში იწერთ გიგაბაიტობით მონაცემებს, პროგრამებს, თამაშებს და სხვა. და ამით რა? ასეთი რაოდენობის მონაცემებში შანსი დიდია, რომ გაიპაროს ვირუსი ან თუდაც მოხდეს დისკის დაზიანება, ამიტომ საჭიროა გაათავისუფლოთ იგი არასასურველი მონაცემებისგან და ადევნოთ თვალყური. მოახდინეთ მყარი დისკის რეგულარული ფრაგმენტირება.

6) ყველა ელექტრონული გზავნილის გახსნა:

ალბათ ხშირად მიგიღიათ ელექტრონულ გზავნილზე მოწვევა სიმპათიური გოგოსა თუ ბიჭისგან. ხშირად რაიმე გათამაშების გამარჯვებულიც გამოსულხართ და ჯილდოდ სასურველი ნივთიც მოგიგიათ. პრიზის მისაღებად კი მხოლოდ მიმაგრებული ფაილის გახსნა ყოფილა საჭირო, როგორც ამას ელექტრონული გზავნილის სათაურიდან თუ შიგთავსიდან ამოიკითხავდით.

ასეთი გზავნილების 99% წარმოადგენს კომპიუტერულ კრიმინალთა ხრიკს და ასეთი თანდართული ფაილები ემსახურებიან მხოლოდ და მხოლოდ თქვენი სისტემის კომპრომისს, ამიტომ ერიდეთ უცხო წყაროებიდან მიღებული თანდართული ფაილების გახსნას და გახსნამდე ყოველთვის დაასკანირეთ ისინი ანტი ვირუსული პროგრამით.

7) ყველაფერზე დაჭერა:

ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი დღითიდღე იზრდება და ინტერნეტ სივრცეც უფრო დახვეწილი და მოქნილი ხდება. ასევე ხშირად წააწყდებით მიმზიდველ ლინკებს, რომელზე დაჭერისგანაც თავს უბრალოდ ვერ იკავებთ, უცოდინრობისა თუ ცნობისმოყვარეობის გამო.

დაფიქრდით სანამ დააჭერთ! თქვენ მარტივად შეიძლება გახდეთ სპამერებისა თუ ჰაკერების მსხვერპლნი!

8) იმის რწმენა, რომ „მაკი“ ვირუსებს არ იკიდებს:

მოდით გავაანალიზოთ მაკის მომხმარებლები და პროდუქტი: მაკის მომხმარებლებმა ისევე მარტივად შეიძლება გახსნან დაინფიცირებული ელექტრონული გზავნილის მიმაგრებები, ეწვიონ დაინფიცირებულ საიტებს, ჩამოტვირთონ დავირუსებული პროდუქტები და სხვა, როგოც ვინდოუსის მომხმარებლებმა. ბაზარზე არსებული ყველა მაკის პროდუქტი აღჭურვილია ისეთივე აპარატურული მოწყობილობებით, როგორც ყველა პერსონალური კომპიუტერი. MAC OS X არ არის უფრო დაცული ვიდრე Windows ოპერაციული სისტემა, უბრალოდ OS X ყავს გაცილებით მცირე მომხმარებელი და ამიტომაც იშვიათად ხდებიან ცომპიუტერულ კრიმინალთა მსხვერპლნი. ესაა და ეს!

9) მარტივი პაროლების გამოყენება:

როცა ონლაინ რესურსებზე დარეგისტრირებისას თუ კომპიუტერის დასაცავად იყენეთ მარტივ პაროლს ეს საშინელებაა, ხოლო როცა ამ სუსტ პაროლს იყენებთ სხვადასხვა რესურსში შესასვლელად ეს კატასტროფაა! რადგან თუ მოხდება ამ მარტივი პაროლის გატეხვა (და მერწმუნეთ ეს ასეც იქნება) თქვენ კომპრომისის ქვეშ აყენებთ ყველა იმ რესურსს, რომელზეც იყენებდით ამ პაროლს.

ამ რისკის საგრძნობლად შემცირება შეიძლება მარტივი ორი წესით: გამოიყენეთ რთული პაროლები და არასდროს გამოიყენოთ ერთი და იგივე პაროლი ერთსა და იმავე რესურსებში შესასვლელად.

10) ბექაპების უქონლობა:

ბექაპის აღება მსგავსია კბილების გამოხეხვისა: აუცილებელია მათი რეგულარულად შესრულება! წარმოიდგინეთ, რომ თქვენ დაგეკარგათ ფასეული მონაცემები, რომელზე აწყობილია თქვენი კარიერა ეს ცუდია, მაგრამ მათ მარტივად აღადგენთ ბექაპიდან. კატასტროფა იქნებოდა ბექაპის არარსებობა!

შეინახეთ ფასეული მონაცემები ბექაპში (მაგალითად გარე მყარ დისკზე) და მოახდინეთ მისი განახლება რეგულარულად. ასევე არ დაგავიწყდეთ თვითონ ბექაპის დაცვა და შენახვა დაცულ ადგილას.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close