გასართობი

10 საუკეთესო ფლეშ თამაში

Road of the Dead
ამ პოსტში განახებთ 10 საუკეთესო ფლეშ თამაშს რომელიც აუცილებლად დაგაინტერესებთ და გაერთობით და დროს მოკლავთ ან დრო მოგკლავთ :)

10) თამაში Gold Miner
ძალიან ადვილად გასაგები თამაში არის თქვენ გაძლევენ დავალებას 650 $ ააგროვოთ გარკვეულ დროში თუ შეასრულებთ დავალებას შემდეგ ტურში გადადიხართ და უფრო და უფრო საინტერესო ხდება თამაში

Gold Miner

9) თამაში Monkey GO Happy 5
ძალიან სახალისო თამაში არის თქვენ უნდა აირჩიოთ ერთ ერთი მოწყენილი პერსონაჟი და უნდა გაამხიარულოთ
თამაშში თქვენ უნდა იპოვოთ სხვადასხვა დამალული ნივთები, მოაგროვოთ სხვადასხვა ნივთები, უნდა გააკეთოთ ისეთი რაღაც რომ გააცინოთ მტირალა ჩებურაშკა :D ოღონდ ცოტა ტვინიც უნდა გაანძრიოთ

Monkey GO Happy 5

8) თამაში BasketBalls Level Pack
ეს თამაში განსაკუთებით მოეწონებათ ვისაც კალათბურთი უყვარს ან თამაშები ბურთის ფარში სროლაზე…
ეს არ არის ჩვეულებრივი თამაში კალათბურთზე თქვენ მოგიწევთ სხვადასხვა პერსონაჟებით თამაში, ბურთის ფარში სროლა სხვადასხვა დავალებების შესრულება. მოკლედ კარგად ვერ ავხსენი აუცილებლად მოგეწონებათ და გაერთობით ასევე ცოტა ლოგიკასაც მოითხოვს ეს თამაში

BasketBalls Level Pack

7) თამაში Road of the Dead
გრაფიკულად კარგი თამაში არის თქვენ ხართ ციხიდან გაქცეული პატიმარი და ზიხართ სპორტულ დაჯავშნულ მანქანაში მსოფლიო ზომბებით არის სავსე და ჯარისკაცებით თქვენ გევალებათ დიდხანს გაქაჩოთ ანუ ბევრი ზომბებები და ჯარისკაცები დახოცოთ და დიდი მანძილი გაიაროთ სანამ მანქანას არ აგიფეთქებენ ან არ მოგკლავენ
თქვენ განძლევენ ქულებს რომებითაც მანქანას ანვითარებთ უნვითარებთ ჯავშანს, ტყვია გაუმტარ შუშას, საბურავებს და სხვადასხვა ნაწილებს. მოკლედ თამაშში რაც შეიძლება დიდხანს უნდა გადარჩეთ

Road of the Dead

6) თამაში Tripod Attack
ძალიან მაგარი თამაში არის თუ გითამაშიათ Half-Life გემახსოვრებათ Strider დიდი ოთხ ფეხიანი მაღალი რობოტები რო იყვნენ.
მოკლედ თქვენ თქვენი პერსონაჟი არის Half-Life დან Strider-ი და თქვენ უნდა გაანადგუროთ ჯარისკაცები და სამხედრო ტექნიკა ტანკები, გამანაგრურებლები, თითქმის ყველანაირი სამხედრო ტექნიკა გამოდის თქვენს წინააღმდეგ.
თქვენ გადადიხართ სხვადასხვა ტურებში. რაც უფრო მეტს გაანადგურებთ მით უფრო მეტ ქულას დააგროვებთ და ანვითარებთ თქვენ Strider-ს უნვითარებთ ჯავშანს, ჯავშანის რეგენერაციას, სიცოცხლეს, სიცოცხლის რეგენერაციას, იარაღს, იარაღის სიძლიერეს და ბევრ რაღაცას

Tripod Attack

5) თამაში Earn to Die
ძალიან სერიოზული და მაგარი თამაშია თქვენ გყავთ მანქანა და საწვავის რაღაც რაოდენობა თქვენ გევალებათ დახოცოთ რაც შეილება მეტი ზომბი ამით თქვენ ქულებს აგროვებთ ყიდულობ ჯიპს ან დიდ სატვირთო მანქანას ანვითარებთ მანქანის ნაწილებს ძრავს, საბურავებს, ზრდით საწვავის რაოდეონობას, აყენებთ ტურბოს, აყენებთ სხვადასხვა იარაღებს მანქანაზე და ასე შემდეგ დარწმუნებული ვარ ეს თამაში ყველას მოეწონება

Earn To Die

4) თამაში Battle Panic
ამ თამაშში თქვენ იცავთ ქალაქს თქვენ გამოგყავთ ჯარი და უნდა უნდა გაუძლოთ მტრის შემოტევებს თამაშში არის პატარა მისიებიც მაგალითად შეაგროვოთ 500 ოქრო ან 300 ხე. თამაში არის ტურების მიხედვით და ქულებსაც გაძლევთ ამ ქულებით შეგიძლიათ განავითაროთ თქვენი ჯარი კლასების მიხედვით. მაგალითად ცხენოსნებს განუვითაროთ დაცვა ან მშვილდოსნებს ისრის ძალა და ასე შემდეგ. ეს თამაში განსაკუთრებით მოეწონებათ სტატეგიის მოყვარულებს

Battle Panic

3) თამაში Sieger
ეს თამაში არის ძალიან სახალისო და ამავდროულად მოითხოვს ტვინის! თამაშში თქვენ უნდა დაანგრიოთ ციხესიმაგრე და დახოცოთ ჯარისკაცები რომლებიც ციხესიმაგრეში არიან. თქვენ გყავთ კატაპულტები და იქიდან ისვრით ცეცხლოვან ქვებს ლოდებს. კაროჩე გავარია ძალიან მაგარი თამაშია გარანტიას ვიძლევი 99.999999% (0.000001% კბილი თუ გტკივათ ან მშობიარობთ არ ითამაშოთ!)

Sieger

2) თამაში The islands of freedom
ეს არის ერთ ერთი საუკეთესო თამაში სტრატეგიის ჟანრში რაც კი მინახავს ეს თამაში მოითხოვს ლოგიკას, გადაწყვეტილების სწრაფად მიღებას, და ტვინს!
მოკლედ თქვენ ხართ ადმირალი ხაჩიკიანი :D და გყავთ ფლოტი და იპყრობთ კუნძულებს ასევე გყავთ მოწინააღდეგეები და ისინიც იპყრობენ კუნძულებს ასევე თქვენ კუნძულებსაც კაროჩე როგორ გითხრათ ამას ძალიან ცოტა ტუ დახურავს იმიტო რო ნიჭს მოითხოვს ნიჭს!

The islands of freedom

1) თამაში Zuma Deluxe
ეს თამაში ალბათ ყველას გეცოდინებათ და ნათამაშებიც გექნებათ და იცით კიდეც რა მაგარი გასართობიც არის ვინც არ იცის კიდე სირცხვილი და თავის მოჭრა! ამ თამაშს დიდი ახსნა აღარ უნდა უბრალოდ შედით და გაერთეთ

Zuma Deluxe

იმედია მოგეწონათ თამაშები და გაერთეთ :)

წყარო: Mybestflashgames.com

თეგები
Close
Close