არქივი

პატარა შვეიცარია

aa845d01ea64
უჩვეულო მუზეუმი შვეიცარიაში

შვეიცარია პატარა ქვეყანაა, სულ რაღაც 6-7 საათში შეიძლება მისი გადაკვეთა ჩრდილოეთიდან სამხრეთით.მაგრამ უფრო სწრაფად , სულ რაღაც 10-15 წუთში მოხერხდება ეს ქ.ლუგანოს გარეუბანში მოწყობილ “შვეიცარიაში’. 1959 წელს აქ შექმნეს ქვეყნის მაკეტი პატარა შვეიცარია,რომელიც არა მარტო მრავალ ტურისტს იზიდავს, არამედ ადგილობრივებსაც: წარმოიდგინეთ მინიატურული ჟენევის ტბა ცნობილი შალონის ციხესიმგრით, რომლის ყველაზე მაღალი კოშკი მოზრდილ ადამიანს წელამდე სწვდება.მის ეზოში დაინახავთ უსიამოვნო მიწისქვეშეთს,სადაც წლების გნმავლობაში ჩაკეტილი იყო ბაირონის მიერ აღწერილი შალონის ტყე
ffbb854ac1d1
516bb83c56fa
რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ მოხვდებით ბერნში (თუმცა ციხესიმაგრიდან დედაქალაქამდე 100 კმ-ია). მის ცენტრში აღმართულია “საათებიანი კოშკი”. არც 4 ათასი მეტრი სიმაღლის იუნგფრაუა დავიწყებული . მისი სიმაღლე აქ 12 მეტრს აღწევს , არადა სინამდვილეში იგი შვეიცაიის ალპების ყველაზე მაღალი მწვერვალია. მწვერვალის კალთებზე მოცოცავენ მყინვარები ,ხოლო ქვემოთ,ალპურ საძოვრებზე მიმოფანტულია ძროხების მინიატურული ფიგურები,აქვეა პატარა ხის ქოხები თეთრი დარაბებით.გვირაბიდან გამოდის ლოკომოტივი პაწაწინა ვაგონებით, რომელიც ღრმა ხეობაზე გავლით
დკლაკნილ გზაზე მიქრის.აქვეა ქვეყნის ყველაზე დიდი ქალაქი,ციურიხიც,რომლის ქუჩებიც სავსეა ავტომობილებით. უძველესი ტაძრის გვერდით აღმართულია თანამედროვე ,მინისა და ბეტონისგან ნაგები შენობები

15 ათას კვ.მეტრზე განფენილ შვეიცარიას უვლის 20 მუშა,მხატვარი და მექანიკოსი.

“შვეიცარიის ” მეორე ბოლოში ციცაბო, ასწლოვანი ხეებით დაღარულ ბორცვზე სოფელ ლიუსნში დგას შუასაუკუნეების მკაცრი ციხესიმაგრე,რომელიც ომების, გლეხთა აჯანყებების, პოლიტიკური ინტრიგების მომსწრეა.ხალი ციხე-სიმაგრე ადრიან-კონან დოილს(არტურ კონან-დოილის შვილს) ეკუთვნის.მან “შერლოკ ჰოლმსის დარბაზში” თავი მოუყარა მამის მემკვიდრეობას: სხვდასხვა ენაზე გამოსულ წიგნებს,მის მიმოწერას,პირად ნივთებს,ცნობილ მაგიდას,რომლის ირგვლივაც თავის დროზე ისხდნენ ჩ.დიკენსი,ვ.სკოტი ,ბ.შოუ.
ყურადღებას იპყრობს კუთხე “ბასკერვილების ძაღლი”.აქაა დიდი კბილი ,რომელიც მცხოვრებლების თქმით ,ამ ძაღლს ეკუთვნის .კარზე წარწერაა: ბეიკერ სტრიტი,N22.” ოთახში მიმოფანტულია ტანსაცმელი, მაგიდაზე დგას ჩაი ,რომლის დალევაც ვერ მოუსწრია ცნობილ დეტექტივს და ეს-ესაა გასულა ოთახიდან. “შერლოკ ჰოლმისის ოთახში” გიდი საჭირო არ არის. ჩაწერილია თვითონ ანდრია-კონან დოილის ხმა ,რომელიც მნახველს აცნობს ექიმ ვატსონისა და ჰოლმსის ცხოვრებას
e999f336a24a

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Back to top button