სურათები

ჰიტლერის უიშვიათესი ფოტოები


ადოლფ ჰიტლერი გერმანელი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე. 1921 წლის 29 ივლისიდან იყო „ნსდაპ“-ის პარტიული ხელმძღვანელი, 1933 წლის 31 იანვრიდან ნაციონალ-სოციალისტური გერმანიის რაიხსკანცლერი, 1934 წლის 2 აგვისტოდან გერმანიის ფიურერი (გერმ. Führer) და შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი.
ჰიტლერმა გერმანიაში ნაციონალ-სოციალისტური დიქტატურა დაამყარა, აკრძალა ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია და პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დევნა დაიწყო. ის იყო მეორე მსოფლიო ომის და ჰოლოკოსტის მთავარი ინიციატორი.

1939 წლის ოქტომბერში ჰიტლერმა ხელი მოაწერა ბრძანებას ე.წ «ტ-4 აქციის» შესახებ. ამ ბრძანებით მან ხელი შეუწყო “ეუთანაზიას” ანუ სულიერად და ფიზიკურად დაავადებული მახინჯი ადამიანების განადგურებას, რომელთა არსებობაც, მესამე რაიხის იდეოლოგიური ენით რომ ვთქვათ, “ცხოვრებისათვის არასაჭირო” იყო. «ტ-4 აქციის» რეალიზირება დაევალა “ფიურერის კანცელარიას” და მის ხელმძღვანელს ფილიპ ბოულერს. ბოულერის ბრძანებით ფსიქიატრიული დაწესებულებები, საავადმყოფოები და სამკურნალო სანატორიუმები ადამიანთა ფიზიკურად გასანადგურებელ ბანაკებად იქნა გადაკეთებულნი. მხოლოდ მაშინდელი მესამე რაიხის ტერიტორიაზე 190.000-მდე სულიერად და ფიზიკურად ინვალიდი ადამიანი იქნა მოკლული მომწამვლელი აირით, საწამლავით, დახვრეტით და შიმშილით.

ეს სურათები გადაღებულია ჰიტლერის დაბადებისდღეზე 1939 წლის 20 აპრილს ბერლინში (გერმნია) და მიეკუთვნება უიშვიათესი ფოტოების რიგს
















ინფორმაციის წყარო: ვიკიპედია

თეგები

pacoo

Visca el Barca

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close