არქივი

ერთი საწებლის ისტორია

e0c31d0d1d8a
მაიონეზი მსოფლიოში ცნობილი ცივი საწებელია. იგი დიდი ხნის წინ გაჩნდა, მაგრამ, კერძოდ, როგორ მოხდა ჩვენთვის ესოდენ შეუცვლელი პროდუქტის დაბადება, ამის დაბეჯითებით თქმა შეუძლებელია. არსებობს სხვადასხვა ვარიანტი

კიდევ ერთი რიშელიე
1757 წელს ლუი დიუ პლესი- ჰერცოგი რიშელია იმ ცბიერი კარდინალის, მუშკეტერების მტრის დისწულის შვილი კუნძლ მენორკაზე იყო. იგი ხელმძღვანელობდა ფრანგების ჯარს, რომელმაც ალყა შემოარტყა ინგლისელების მიერ დაკავებულ ქალაქ მაიონს. გამანადგურებელი იერიშის შემდეგ მოწინააღმდეგე ქალაქიდან განდევნეს და ბედნიერმა და დაღლილმა ფრანგება გამარჯვება იზეიმეს. მაგრამ , სამწუხაროდ ალყის დროს სურსათის მარაგი ძლიერ შემცირებულიყო. გურმანი ჰერცოგი ამ გარემოებამ დააღონა და პირად მზარეულს სთხოვა, რამე მოეფიქრებინა. მზარეულმაც მოიფიქრა. მან გაიგო, რომ კუნძულის მცხოვრებნი სალათებსა და ხორციან კერძებს ცივი საწებლით კმაზავდნენ. მას შემდეგნაირად ამზადებდნენ: ინდაურის კვერცხს უმატებდნენ პროვანსულ ზეთს, ლიმონის წვენს და წითელ წიწაკას. მზარეულმაც ისარგებლა ადგილობრივი რეცეპტით და დაამზადა ჰერცოგისთვის საწებელი

d66e8b7fa807
„ალი-ოლი“
ამ სიახლემ რიშელიე აღაფრთოვანა. მან არამარტო შეაქო საწებელი, არამედ ბრძანა კიდეც მისთვის ქალაქ მაიონის გათავისუფლების პატივსაცემად მაიონეზი ეწოდებინათ. და მალე საუკეთესო ფრანგმა მზარეულებმა ამ მაიონეზის დამზადება დაიწყეს.საწებელი ძვირი ღირდა, რადგან მისი ხელით ათქვეფა მეტად ძნელი იყო.ამასთან, ყველა მზარეული ცდილობდა რაღაც სიახლე და ინოვაცია შეეტანა მის დამზადებაში. ისინი ცვლიდნენ შემადგენელი პროდუქტების პროპორციებს.შემდეგ კი საიდუმლოდ ინახავდნენ ამ „აღმოჩენებს“.მაგრამ რიშელიეს მზარეულს თავად არ გამოუგონია ეს რეცეპტი. ესპანელები ოდითგან ამზადებდნენ საწებელს ნივრით, კვერცხითა და ზეთით, რომელსაც „ნირო და ზეთი“ ეწოდებოდა.ეს კი ესპანურად ასე ჟღერს „ალი-ოლი“. უჩვეულო საწებელზე, რომელსაც სამხრეთ ევროპის მკვიდრნი საჭმელში ხმარობდნენ ძველი რომაელი პოეტი ვირგილიუსიც წერდა. ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ ფრანგებმა უბრალოდ ფართო საზოგადოებაში გაავრცელეს ესპანური ‘ალი-ოლის“ რეცეპტი. მაგრამ ასეა თუ ის მაიონეზმა მსოფლიოში ტრიუმფალური სვლა საფრანგეთიდან დაიწყო.

d6ccc6ec5097
რუსეთში მაიონეზმა მე-19-ე საუკუნეში მოიკიდა ფეხი, მაშინ როდესაც ყველაფერი ფრანგული მოდაში იყო.თუმცა ვაჭრები და უბრალო ხალხი არაფრად აგდებდნენ ამ საწებელს და რუსულ ცხარე საწებელს უპირისპირებდნენ. მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერი შეიცვალა.
დღეს მაიონეზის დამზადების ტექნოლოგია სულ სხვაგვარია.სათქვეფის მეშვეობით გაიოლდა კრემისებური მასალის მიღება.გაჩნდა მაიონეზის სხვადასხვა სახეობა, თუმცა პრესტიჟი საკმაოდ დაეცა. დღეს იგი უბრალოდ საწებელია და არა დელიკატესი, რომელსაც დიეტოლოგებიც კი ებრძვიან, თუმცა არსებობს დაბალკალორიული მაიონეზიც.

blogerlady

age: 14
Back to top button