არქივი

საინტერესო ამბები ყველაფერზე ნაწ.2

5be4a3b1ec80
ხელნაკეთი წყალქევშა ნავი
37 წლის ჩჟან ბუიმ, მას შემდეგ რაც გაანთავისუფლეს ქარხნიდან, რომელიც უშვებდა საკერავ მანქანებს, გადაწყვიტა განეხორციელებინა თავისი ოცნება-აეგო საკუთარი ხელებით წყალქვეშა ნავი.

თავისი პირველი ნავი მან თავად შექმნა სახლის სარდაფში. მას შემდეგ, მან 2 შეკვეთა მიიღო და სამუშაოდ დაიქირავა ათი თანამშრომელი. მის წყალქვეშა ნავის მოდელს შეუძლია 30 მეტრ სიღმეზე ჩასვლა და 20 კმ/სთ სიჩქარის განვითარება 10 საათის განმავლობაში. ნავში საკმარისი ადგილია 2 ადამიანისათვის, ასევე ჟანგბადის ბალონებისა და ვიდეოკამერისათვის.

2b6c245e14fa
dbc9e8b24d88

ნავთობი

მხოლოდ და მხოლოდ ერთი წვეთი ნავთობია საკმარისი იმისთის, რომ 25 ლიტრი წყალი გახდეს უვარგისი დასალევად

ნიკოტინი ასუსტებს ალკოჰოლის მოქმედებას
-სიგარეტის მოწევა ალკოჰოლის მიღების დროს ასუსტებს სპირტის ზემოქმედებას.ჩატარდა ექსპერიმენტი, სადაც დადგინდა. რომ ნიკოტინის სისხლში შეყვანის შემდეგ ალკოჰოლის კონცენტრაცია საგრძნობლად კლებულობს.ამიტომ მწეველებს უფრო მეტი რაოდენობის სასმელი სჭირდებათ დასათრობად ვიდრე არამწეველებს.ნიკოტინსა და ალკოჰოლს შორის ასეთი კავშირის მიზეზი დაუდგენელია.მეცნიერების აზრით, ნიკოტინი ანელებს ალკოჰოლის შეწოვის პროცესს ნაწლავებში.ეს ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ მწეველებს მეტი ალკოჰოლი სჭირდებათ სიმთვრალის მიღწევამდე,დიდი რაოდენობით ალკოჰოლი კი – საზიანოა.

7dec8ff04c7b

ხანგრძლივი კოცნა
-ყველაზე ხანგრძლივი კოცნა კინოს ისტორიაში გრძელდებოდა 50 წუთის განმავლობაში ფილმში „კოცნა“.
ვარსკვლავები
თუკი თქვენ დაიწყებთ მთელი გალაქტიკის ვარსკვლავების დათვლას -სიჩქარით თითო ვარსკვლავი წამში, თვლის პროცესს დაასრულებთ 3000 წლის შემდეგ
0f48d700f5c1
ბაიკალის ლეგენდა
ლეგენდის მიხედვით, როდესაც ქალიშვილი ანგარა თავის შეყვარებულ ენისეისთან ერთად გაიქცა, გაბრაზებულმა მამა ბაიკალმა მას ქვის ლოდი ესროლა.ეს ქვა,რომელსაც შამანის ქვას უწოდებენ, ბაიკალის ტბისა და მდინარე ანგარას გასაყარის შუაში არის ამოშვერილი.შამანის ქვა ოდითგანვე იდუმალებით მოცულ ადგილად ითვლებოდა.ძველად, იმ მხარეში, თუ ადამიანი რამეს დააშავებდა, მთელი ღამით შამანის ქვაზე ტოვებდნენ. თუ დილამდე მას არ წალეკდა წყალი ან არ გააგიჟებდა ბაიკალის „სუნთქვა“,დამნაშავეს ათავისუფლებდნენ.

რკინა

თუკი შევგაროვებთ ადამიანის ორგანიზმში არსებულ რკინას, გამოვა პატარა ჭანჭიკი ქალის საათისთვის

ფენ-შუი
ფენ -შუი არის ძველი ჩინური მეცნიერება,რომელიც სწავლობს ჩვენ ირგვლივ არსებული ენერგიის მართვის საშუალებებს.ზოგიერთი ენერგია მომაკვდინებელიც კი არის. მაგალითად, „ცი“ , რომელზეც დამოკიდებულია ჩვენი კარიერა და კეთილდრეობა.ჩინელი ბიზნესმენები თვლიან, რომ ოფისი სავსე უნდა იყოს „იანი“-თ, რომელიც გამოისახება ფერებით და ხმაურით. თუ ოჯახში სიჩუმემ დაისადგურა, ეს ძალიან ცუდია, რადგან უარყოფითი ენერგია -„ინი“ უმალ ავსებს თავისუფალ ადგილს

04a4f367c358

ქალი პრემიერ -მინისტრი
1960 წლის 21 ივლისს მსოფლიოში პირველი ქალი პრემიერ მინისტრი 44 წლის სამირავო ბანდარანაიკე გახდა, რომელიც ცეილონს,(შემდგომ შრი-ლანკას) 40 წლის განმავლობაში მართავდა
ტვინი
-ქალის ტვინი 1860 წელს უდრიდა 1245 გრამს, ახლა მისი წონა 1270 გრამამდე გაიზარდა
ea08ea8c47b5

ახალი მოწყობილობა
აშშ-ში გამოიგონეს ახალი სტომატოლოგიური მოწყობილობა,რომელიც აიძულებს ადამიანს ჭამოს ნელა და პატარა ლუკმებით.მოწყობილობა იდგმება პირის ღრუში და მუშაობს , როგორც ფიქსატორი, რომელიც არ აძლევს პირს ფართოდ გაღების საშუალებას.ეს სტომატოლოგიური სიახლე გახდომის შესანიშნავი საშუალებაა… ოღონდ მისი პირში ჩადგმა არ უნდა დაგავიწყდეთ


გაგრძელება იქნება…

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Back to top button